imedi /  19 მაისი 2020, 10:59 / სანდო წყარო

29-31 მაისს Tech Touch-ის მიერ ორგანიზებული ონლაინ კონფერენცია გაიმართება

Olmait: საქართველოში ისრაელის საელჩოს ღონისძიება

29-31 მაისს Tech Touch-ის მიერ ორგანიზებული ონლაინ კონფერენცია გაიმართება, რომელშიც ისრაელის მსოფლიო დონის ორი სპიკერი დეველოპერულ საკითხებზე ადგილობრივ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ისრაელისა და საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდა გლობალური პანდემიის პირობებში. სამდღიან კონფერენციაზე თავს მოიყრიან ბიზნესმენები, დეველოპერები, მარკეტერები და სხვები, რათა განიხილონ მიმდინარე გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის პოტენციური გზები, გადალახონ არსებული კრიზისი.

„IT კომპანიები, დეველოპერები, ტექნიკური პროფილის სტუდენტები, პროექტისა და პროდუქტის მენეჯერები, ინჟინერები, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარები და მასზე დაფუძნებული სტარტაპების ხელმძღვანელები - ყველა მიიღებს უახლეს ცოდნას ინტერნეტ სამყაროში, ინდუსტრიის 4.0 ეპოქაში არსებული უკანასკნელი ტრენდების შესახებ.

ისრაელის საელჩო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად გთავაზობთ შესაძლებლობას უფასოდ გაიაროთ Front-End კურსი Html, Css და JavaScript-ში ამ სფეროში ერთერთი წამყვანი ინსტიტუტის Developers.Insitute-ის პროგრამით. Developers.Insitute ცნობილია თავისი ინოვატორული მიღწევებით თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში. ის ორიენტირებულია ისრაელის ახალი თაობის დეველოპერების აღზრდაზე და სტუდენტებს სთავაზობს იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია, რომ ამ სფეროში წარმატებით დასაქმდნენ.

Olmait: საქართველო ისრაელით თანამშრომლობის წარმატების ისტორია, განსაკუთრებით COVID-19-თან ბრძოლაში. Olmait (https://www.olmait.com/) არის ისრაელის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა, რომელიც ორიენტირებულია მონაცემთა ბაზების დამუშავებაზე. კომპანია დაფუძნებულია ბატონი ნიცან ვაისმანის (Mr. Nizan Weisman) მიერ და ოპერირებს თბილისში. Olmait-ში დასაქმებულია ქართველი პროგრამისტების, დეველოპერებისა და სხვა კომპიუტერული მეცნიერებების წარმომადგენელთა გუნდი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადგილობრივი ეკო-სისტემის განვითარებაში. Olmait-ი მოხარულია გაცნობოთ, რომ მას დაეკისრა საკვანძო როლის შესრულება პროექტში, რომელსაც ხელმძღვანელობს ამერიკული კომპანია და რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის ტესტირებისათვის ნოვატორეული ხელსაწყოს შექმნას. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი ფირმა, SKC - Sensor-Kinesis Corp (https://sensor-kinesis.com), არის მსოფლიო ლიდერი ბიოლოგიური და ციფრული სფეროების ინტეგრირებაში. The SKS –ის მისიაა, რომ სამედიცინო დიაგნოსტიკა და მისი შესაბამისი ტექნოლოგიური პლატფორმები დააკვშიროს ციფრულ სამყაროს, ასევე cloud ტექნოლოგიით ადამიანის ბიოლოგიური ინფორმაციის ბაზა დააკავშიროს მილიარდობით მომხმარებელს და ამ ინფორმაციის ანალიზი გამოიყენოს სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად.

სწორედ ამ მიზნით SKS–მა განავითარა Opticus-ის უნიკალური პლატფორმა. ხოლო Olmait-ი ჩართულია Opticus-cloud API-ის პროგრამირების დასრულებაში, რათა მოხდეს JSON-ის მონაცემების უსაფრთხოდ გადატანა არსებული სამედიცინო პროტოკოლის გამოყენებით.

SKC-ის ეს პროექტი, რომელიც დაფუძნებულია Omait-ის ტექნოლოგიებზე, მოგვცემს საშუალებას, რომ პაციენტისთვის ტესტის ჩატარება და შედეგების კლინიკისთვის გადაცემა მოხდეს დისტანციურად. შესაბამისი სამედიცინო პროვაიდერი მყისიერად მიიღებს დიაგნოზისა და მკურნალობისათვის აუცილებელ მონაცემებს. ტესტირების ეს რევოლუციური მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც COVID-19-ის, ასევე გულისა და სხვადასხვა ფიზიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკის დროს. აღნიშნული მოწყობილობა იქნება იაფი და ადვილად გამოსაყენებელი და ის მოგვცემდა საშუალებას, რომ უმოკლეს დროში ჩაუტარდეს ტესტირება მილიონობით ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

როგორც ნიცან ვაისმანი აღნიშნავს, ამ პროექტში საქართველოს ჩართვა არის ადგილობრივი ეკო-სისტემის დიდი პროგრესის დასტური. ბატონი ვაისმანი 2011 წლიდან აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოში, არის ერთე-რთი გამორჩეული კონსულტანტი, როგორც საერთაშორისო კომპანიებისათვის, ასევე ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოებისათვის. როგორც Olmait-ის თავმჯდომარე ის მუდმივად მომართულია, რომ გააფართოვოს Olmait-ის პოტენციალი და გადააქციოს ის საკვანძო ინოვატორ მოთამაშედ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონსა და საერთაშორისო ბაზარზე.

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ულოცავს Olmait-ს და ბატონ ვაისმანს ამ შთამბეჭდავ მიღწევას, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა შესაძლოა იყოს სასარგებლო არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის“, - აცხადებენ საელჩოში.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 08:30

საზოგადოება

დღეიდან მართვის უფლების თეორიული გამოცდა განახლდება

დღეიდან მართვის უფლების მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგება მათთვის, ვინც ელექტრონულად დაჯავშნა რიგი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ვერ ისარგებლა სერვისით. მათ საშუალება ეძლევათ, გავიდნენ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.

25 მაისი 2020, 08:10

საზოგადოება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება და მოკლევადიანი პაემნები, მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული. დაწესებულებებში პრევენციული ზომები კვლავ გამკაცრებული იქნება. სტუმარი ვალდებულია დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, მათ შორისაა პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

25 მაისი 2020, 08:02

კულტურა

26 მაისს 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება. ფილმები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე 24 საათით გასაჯაროვდება.

25 მაისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

აშშ-ში ოჯახმა ქუჩაში მილიონი დოლარით სავსე ტომრები იპოვა

ოჯახი გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როცა გზაზე დაგდებულ ტომარას გადაუარეს. თავიდან იფიქრეს, რომ მასში ნაგავია, თუმცა მისი საბარგულში მოთავსება და მოგვიანებით გადაგდება გადაწყვიტეს. შემდეგ იქვე კიდევ ერთი ასეთი ტომარა დაინახეს და ისიც თან წაიღეს.

კატა ფეხბურთი

25 მაისი 2020, 00:41

ტაბლოიდი

ამერიკელმა ფეხბურთელმა თავის კატას გოლი ვერ გაუტანა ⚽🐈 ვიდეო

დიქსონმა კარი თავის სახლში დააყენა და გოლის გატანას პატარა წითელი ბურთით ცდილობდა. კატა კი, რომელსაც სახელი „ბავარიის“ მეკარის, მანუელ ნოინერის პატივსაცემად მიაუნუელ ნოიერი დაარქცა, ყველა დარტყმას იგერიებდა.

ლამები

25 მაისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

უელსში იზოლაციაში მყოფთათვის საკვები ლამებს მიაქვთ

სამხრეთ უელსში მაღალი რისკის მქონე და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებთან საკვები ლამებს მიაქვთ. ლამა პემბროკის გარშემო მოგზაურობს და საჭირო ნივთები მიაქვს მათთვის, ვინც პანდემიის კრიზისის გამო სახლს ვერ ტოვებს.

წყლის გოჭი

25 მაისი 2020, 00:10

ტაბლოიდი

იაპონიის კაფეში სოციალურ დისტანციას სათამაშო წყლის გოჭის გამოყენებით იცავენ

იაპონიის ერთ-ერთი კაფე სოციალური დისტანციის დასაცავად სათამაშო წყლის გოჭებს იყენებს. მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობა განაახლა, იზუ შაბოტენის პარკში მდებარე კაფემ კლიენტებზე ზრუნვა ამ ფორმით გადაწყვიტა.

24 მაისი 2020, 23:55

მსოფლიო

საფრანგეთში პირველად ქალაქის მერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

საფრანგეთში, ტრანსგენდერი ქალი, ქალაქ ტილუა-ლეს-მარშენის მერი გახდა. ამის შესახებ La Voix du Nord წერს. 55 წლის ტრანსგენდერ ქალს მარი კოს მუნიციპალიტეტის 14-მა დეპუტატმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ადამიანებმა იმიტომ კი არ ამირჩიეს, რომ ტრანსგენდერი ვარ, მათ მოეწონათ ჩემი პროგრამა“, - აცხადებს კო.

24 მაისი 2020, 23:40

მსოფლიო

ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი გადაიდო

აშშ-ში, ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი, თვის ბოლოს გადაიტანეს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ Reuters წერს.

შოთა არველაძე

24 მაისი 2020, 23:37

სპორტი

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს არველაძე.

თალიბები ავღანეთი თალიბანი პატიმრები

24 მაისი 2020, 23:32

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობა „თალიბანის“ 2 000-მდე მებრძოლს გაათავისუფლებს

გამოცემის ინფრომაციით, ასეთი გადაწყვეტილება ღანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც „თალიბანმა“ მუსლიმურ დღესასწაულ რამადან-ბაირამთან დაკავშირებით 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ღანის თქმით, პატიმრების გათავისუფლება „კეთილი ნების ჟესტია“, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის წარმატების უზრუნველყოფაა.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი

24 მაისი 2020, 23:12

მსოფლიო

დაპირების მიუხედავად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი არ გაიხსნა

განცხადება იმის შესახებ, რომ ტაძარი თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ მომლოცველების მიღებას განაახლებდა 23 მაისს გავრცელდა, თუმცა დღეს ტაძრის კარი კვლავ დაკეტილი იყო. ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გახსნა კვლავ გადაიდო, თუმცა ახალი თარიღი არ დაუსახელებიათ.

თენგიზ ცერცვაძე

24 მაისი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა, ის რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კორონავირუსი იტალია

24 მაისი 2020, 22:57

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 50 ადამიანი დაიღუპა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. სულ დაღუპულთა რიცხვი 32 785-მდე გაიზარდა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

24 მაისი 2020, 22:51

COVID19

ავსტრიის პრეზიდენტმა კარანტინის რეჟიმი დაარღვია

როცა პოლიციელები ვენის ცენტრში, იტალიურ რესტორანში Sole შევიდნენ, პრეზიდენტის და მისი ცოლის მაგიდაზე სასმელი იდო. სწორედ ეს ჩაითვალა დარღვევად, რომლის გამოც პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადა. მისთვის ინციდენტს სავარაუდოდ შედეგი არ მოჰყვება, რესტორნის მფლობელს კი შესაძლოა 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

პოლ ვანდორენი

24 მაისი 2020, 22:51

პოლიტიკა

პოლ ვანდორენი: ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს პროგრესი აქვს

ფინანსური სერვისები, საგანმანათლებლო პროგრამები, ვიზალიბერალიზაცია, ძალიან ბევრია ჩამოსათვლელი. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან პოზიტიური სიგნალია ევროკავშირისთვის.დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის ლიდერები, აღიარებენ სამიტზე მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი გახარია

24 მაისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გახარია რიკოთის გზის მშენებლობაზე: ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ვიყოთ პირველები

გლობალური პანდეემიის და სლოგანის ,,დარჩი სახლი“ მიუხედავად რიკოთის ისტორიული ინფირასტრუქტურული პროექტის მშენებლობა არც ერთი დღით შეჩერებულა და ხევი-უბისას მონაკვეთზე პირველი გვირაბი გაიჭრა.

თბილისი შარდენი

24 მაისი 2020, 22:25

საზოგადოება

როგორ ემზადება რესტორნები გახსნისთვის და რა ვითარებაა თბილისის კლუბებში

84-დღიანი პაუზის შემდეგ კაფეების და რესტორნების კარი მოსახლეობისთვის შეზღუდვებით 8 ივნისიდან გაიღება. დაწესებულებებში უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ძირითადი აქცენტი ხშირ დეზინფექციაზე კეთდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 მაისი 2020, 22:25

საზოგადოება

ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. განცხადება ადვოკატმა ირმა ჭკადუამ Facebook-ზე განათავსა.

პოლ ვანდორენი

24 მაისი 2020, 22:07

პოლიტიკა

პოლ ვანდორენი: ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა და ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს COVID19-ის შეჩერებისთვის

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე მყარი ურთიერთობებია. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ასოცირების შეთანხმება და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის იმპლემენტაციაც წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.