imedi /  22 მაისი 2020, 13:51 / სანდო წყარო

ზაზა გაბუნია: მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილები მოიტანს მთის განვითარების ახალ შესაძლებლობებს

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია

„დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით დაამტკიცებს ცვლილებებს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში, რომლის საფუძველზე მაღალ მთაში მცხოვრები, დამატებით 6767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი მიიღებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ამ ცვლილებებით, დამატებით 25 დან 30 ათასამდე მთაში მცხოვრები მოქალაქე ისარგებლებს. ეს არის ცვლილებები, რომელიც მოიტანს მთის განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ახალ შესაძლებლობებს იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის ზრდისთვის და განვითარებისთვის“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაზა გაბუნიამ კანონპროექტით გათვალისწინებულ იმ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მთაში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის არსებულ მძიმე პირობებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებები იმ თვალსაზრისითაც, რომ შეღავათების მისაღებად მოქმედი რედაქციის არსებული ნორმა, რომელიც აწესებს მთაში 9 თვის განმავლობაში ცხოვრების ვალდებულებას, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მცირდება 6 თვემდე, რაც უფრო ხელსაყრელია ცხადია იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

განსაკუთრებულად აღსანიშნავი ამ ცვლილებებში არის ის, რომ ცვლილების თანახმად, გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებას მიენიჭება აღნიშნული სტატუსი, რაც ნიშნავს იქ მცხოვრები ადამიანების ძლიერ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, რაც ნიშნავს სამეწარმეო და ბიზნესსაქმიანობაში ამ ადამიანების ჩართვის ფართე შესაძლებლობებს, რაც ნიშნავს გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან მიგრაციის პროცესების შეჩერებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კონფლიქტის ხაზის მიღმა მცხოვრებთა ყურადღების თვალსაზრისითაც.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებებით, საბოლოო ჯამში, დამატებით 59 დასახლება ისარგებლებს და მიიღებს მაღალი მთის სტატუსს. ეს არის ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ მთაში მცხოვრებთა ცხოვრების ხარისხის და დონის ზრდას, ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მთელი სახელმწიფოს ამოცანა გახლავთ, რომ პანდემიით გამოწვეულ შედეგებს ვებრძოლოთ, მათ შორის შედეგებს, რომელიც სამწუხაროდ აისახა შრომის ბაზარზე“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს პარლამენტი დღეს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრის კენჭს.​

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისული სტრატეგია მზადების პროცესშია და გვაძლევს საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, 2020 წლის მარტსა და აპრილში ეკონომიკის ვარდა ლოგიკური იყო. „ის ნეგატიური მონაცემები რაც ჩვენ მარტსა და აპრილში გვქონდა არის გლობალური კრიზისით და პანდემიით გამოწვეული. სწორედ ამ თვეებში ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ მობილობა და ეკონომიკური აქტივობა. იმის გამო რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის გავრცელება და პრევენციული ზომები გამოგვეყენებინა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დმანისი

06 ივნისი 2020, 21:06

საზოგადოება

დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

40 წლის შემდეგ პირველად, დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი) მოსახლეობას სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 20:56

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 20:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ძალიან კარგად ესმის ადგილობრივ ტურიზმს, სასტუმროებს, რომ მათი უსაფრთხოების ხარისხი არის ჩვენი კონკურენტუნარიანობის საწინდარი

ჩვენ ვამბობთ რომ საქართველო არის უსაფრთხო ადგილი და ტურისტული დანიშნულების ქვეყანა. ტურიზმის ინდუსტრია იქნება მზად, რომ უსაფრთხოდ უმასპინძლოს სტუმარს, - ამის შესახებ ეკონოლმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 20:28

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხეს. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, შეიხ მირტაგი ასადოვს აცხადებს, უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს, რას ეხებოდა კითხვები.

06 ივნისი 2020, 20:04

მსოფლიო

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გერმანული მედიის ცნობით, დაზარალებულთა შორისაა 5, 10 და 12 წლის ასაკის სამი ბავშვი. მთავარი ეჭვმიტანილი მიუნსტერის მცხოვრები, IT-სპეციალისტი, 27 წლის კაცია, რომელიც სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

06 ივნისი 2020, 20:00

სამართალი

CNN-ი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე წერს

ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას CNN-ი აქვეყნებს. ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

06 ივნისი 2020, 19:23

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი შს მინისტრის გადაყენებას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი კიევში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომიტინგეთა პოზიცია მისთვის გასაგებია, თუმცა შს მინისტრის პოსტზე უკეთესი კანდიდატი არ ჰყავს

06 ივნისი 2020, 18:47

სპორტი

მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ჩემპიონი ელიზავეტა მედვეცკი 21 წლისა გარდაიცვალა

მოლდოველი სპორტსმენი, რომელიც კიშინიოვში, ერთ-ერთ კორპუსში მეთექვსმეტე სართულზე ცხოვრობდა, ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მარიო ბალოტელი

06 ივნისი 2020, 18:38

სპორტი

მარიო ბალოტელის „ბრეშამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა

სკანდალებით ცნობილ იტალიელ თავდამსხმელს მარიო ბალოტელის „ბრეშამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა, - ინფორმაციას Theguardian ავრცელებს. ამის შესახებ ბალოტელის კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ წერილობით აცნობა და განაცხადა, რომ გუნდი ერთი გზით მიდიოდა, მარიო კი მეორეთი, რის გამოც მასთან თანამშრომლობა დაასრულეს.

06 ივნისი 2020, 18:37

საზოგადოება

სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციებისშემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდისგანმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდანყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, - ამის შესახებ Imedinews `საქართველოს რკინიგზის~ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.

06 ივნისი 2020, 18:30

COVID19

ბრიტანეთში ერთ დღეში კორონავირუსს 204 ადამიანი ემსხვერპლა, 1 557-ს კი ინფექცია დაუდასტურდა

დიდ ბრიტანეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 204 ადამიანი ემსხვერპლა, 1 557-ს კი ინფექცია დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 284 868 შემთხვევაა აღწერილი, 40 465 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა.

06 ივნისი 2020, 18:29

COVID19

ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 288 ათასს გადააჭარბა

ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 288 ათასს გადააჭარბა და 288,058 შეადგინა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ ინფიციფრების 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ესპანეთში ვირუსს 27,134 ადამიანი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 18:11

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7239-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 379 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 7 239 შეადგინა. დაიღუპა 84 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4 024 პაციენტი.

06 ივნისი 2020, 18:08

COVID19

9 წლის კენიელი ბიჭი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვეს

დასავლეთ კენიაში მცხოვრები ბავშვი, 9 წლის სტივენ იამუკოტაი ქვეყნის პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ დააჯილდოვა. ის ასაკით ყველაზე პატარაა იმ 68 ადამიანს შორის, ვისაც პრეზიდენტის ჯილდო გადასცეს. ბიჭმა ნახევრადმექანიკური მოწყობილობა დაამზადა. ხის კონსტრუქციის თავზე წყლის ჭურჭელი დაამაგრა და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ხელის დაბანა სურს, შეუძლია ფეხის მარტივი მოძრაობით, პედალზე ფეხის დადგმით, წყალი გამოუშვას სისტემიდან.

06 ივნისი 2020, 17:59

COVID19

სომხეთის ერთ-ერთი სოფელი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა

სომხეთში, გეღარქუნიქის პროვინციის სოფელი, ძორაგიუღი კორონავირუსის გამო ჩაიკეტება. სომხური მედიის ცნობით, შეზღუდვა 21 ივნისამდე იმოქმედებს. სოფლის ირგვლივ სპეციალური საგუშაგოები მოეწყობა. გადაწყვეტილება დღეს საღამოდან შედის ძალაში.

პირბადე აუზი

06 ივნისი 2020, 17:52

COVID19

იაპონიაში აუზებისთვის სპეციალური პირბადეები შექმნეს

პირბადეები გამჭვირვალე მასალისგან არიას დამზადებული, სახის ქვედა ნაწილს ფარავს და წყალში არ ცურდება, რაც ადამიანს მისი მოხსნის გარეშე ცურვის საშუალებას აძლევს. თავდაპირველად პირბადეები ხელნაკეთი იყო. 10 ცალის ფასი კი 260 დოლარს შეადგენდა.

06 ივნისი 2020, 17:50

რეგიონი

ქუთაისში, მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ საპროტესტო აქცია გამართა

ქუთაისში მერიის შენობის წინ, მოძრაობის „შემახე ამნისტია“-ს წევრების აქცია გაიმართა. შეკრებილები ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას ითხოვენ და საპროტესტო აქციას ყველა ქალაქში აანონსებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია მოძრაობა და კამპანია სახალხო გახდეს, მოგვიანებით კი პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტით მიმართავენ.

ლიონელ მესი

06 ივნისი 2020, 17:46

სპორტი

ლიონელ მესი „ბარსელონას“ ჯგუფურ ვარჯიშს დაუბრუნდა

ორი გამოტოვებული ჯგუფური ვარჯიშის შემდეგ, „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ გუნდან ერთად თამაში განაახლა. იანვარში მუხლზე მიღებული ტრავმის შემდეგ ეს მისი პირველი ვარჯიშია. 32 წლის ფეხბურთელმა 3 ივნისს „ბარსელონას“ ვარჯიშიც გამოტოვა.

ალექსანდრე ძნელაძე
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

06 ივნისი 2020, 17:39

ეკონომიკა

ალექსანდრე ძნელაძე: მალე დავიწყებთ სუბსიდირებულ იპოთეკური სესხებზე განაცხადების მიღებას

„ბიზნესი იმედზე“ ინფორმაციით, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, ერთ ადამიანს ერთზე მეტი „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ აღება შეეძლება. თუმცა, ამ სესხების ჯამური მოცულობა 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.