23 მაისი 2020, 15:48 / სანდო წყარო

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ქარმა სარეკლამო ბანერი ჩამოაგდო

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ქარმა სარეკლამო ბანერი ჩამოადგო.

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ასევე, არ დაზიანებულა რაიმე სახის ინფრასტრუქტურა.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2020, 18:31

მსოფლიო

აზერბაიჯანის აეროპორტები პირველ ივლისამდე არ გაიხსნება

აზერბაიჯანის ყველა აეროპორტი დაკეტილი პირველ ივლისამდე იქნება, - განცხადება ცოტა ხნის წინ „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გაავრცელა. მანამდე მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საზღვრებს 15 ივნისს გახსნის.

04 ივნისი 2020, 18:30

რეგიონი

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები სორი და გომი დააზარალა

3 ივნისს, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები სორი და გომი დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქია რამდენიმე წუთს გაგრძელდა. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ერთწლიანი კულტურები, დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.

რატი იონათამიშვილი

04 ივნისი 2020, 18:25

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკვეთრი შეფასება და მიუღებლობა „ფეიკ ნიუსებზე“

რამდენადაც დიდი სიკეთეა სწორი ინფორმაციის მიწოდება, იმდენად დიდი მავნებლობაა, როდესაც ვინმე განზრახ ამახინჯებს ინფორმაციას- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევში გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევასთან გვქონდა საქმე, რადგან მისივე განმარტებით, იყო გაუგონარი ცილისწამება კონკრეტული სამართალდამცველების მიმართ.

ანტონიო გუტერეში

04 ივნისი 2020, 18:22

COVID19

გაეროს გენერალური მდივანი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხალხის ვაქცინა უნდა იყოს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხალხის ვაქცინა უნდა იყოს. ამის შესახებ ანტონიო გუტერეშმა გლობალური ვაქცინის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

04 ივნისი 2020, 18:15

COVID19

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 588 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 588 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 25 410-ს მიაღწია.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 748 ადამიანი გარდაიცვალა, 11 042 კი გამოჯანმრთელდა.

მამუკა მდინარაძე

04 ივნისი 2020, 18:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ფრონტერას“ წერილზე: ახლა, გინდა წერონ, გინდა, იკითხონ

„ფრონტერამ“ დავა წააგო და აღმოჩნდა, რომ რასაც ისინი ლაპარაკობდნენ იყო ტყუილი და ქართული სახელმწიფო იყო მართალი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე ჰკითხეს.

ფოტო: shutterstock.com

04 ივნისი 2020, 18:02

ტექნოლოგიები

„თვალყურს გადევნებთ!“ - Apple-ი მაროდიორებს შეტყობინებას უგზავნის

აშშ-ში საპტროტესტო აქციების ფონზე გახშირებული ვანდალიზმისა და მაროდიორობის დროს მოპარული ტელეფონების ახალ მფლობელებს Apple-ი შეტყობინებებს უგზავნის, რომ მათ თვალყურს ადევნებენ და სამართალდამცველებმა იციან, სად ეძებონ მოპარული ტექნიკა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. Apple-ი ასევე სთხოვს მძარცველებს, მოპარული ნივთები დააბრუნონ. ამასთან ერთად, კომპანია ბლოკავს და გამოუსადეგარს ხდის მოპარულ ტექნიკას, თუმცა თვალს ადევნებს ნივთის ადგილმდებარეობას. Apple-მა საკუთარი მაღაზიების გახსნა საპროტესტო ტალღის აგორებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გაძარცვულია ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და დედაქალაქ ვაშინგტონში არსებული Apple-ის მაღაზიები.

ბორის ჯონსონი

04 ივნისი 2020, 18:01

COVID19

ბორის ჯონსონი: გლობალური ვაქცინის სამიტი ის მომენტია, როდესაც მსოფლიო დაავადებასთან ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტი გახსნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტი ის მომენტია, როდესაც მსოფლიო დაავადებასთან ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს.

მერაბ ქვარაია

04 ივნისი 2020, 18:00

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: წინასაარჩევნო კამპანია შენი განვლილი გზა და შენი დამოკიდებულებაა მოქალაქეების მიმართ

„ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს ძალიან კარგად ახსოვს რას აკეთებს „ქართული ოცნება“, როგორია მისი დამოკიდებულება და მიდგომა ადამიანების მიმართ და როგორი იყო ეს ყველაფერი იმ ხელისუფლების, რომელიც თითქმის 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს და ამომრჩეველს უმძიმესი ზიანი მიაყენა. ძალიან დიდია სხვაობა იმ ხელისუფლებას შორის, რომელიც ამ ქვეყანაში ჩვენდა სამწუხაროდ არსებობდა და იმ ხელისუფლების ნაბიჯებს შორის, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია“, - აღნიშნა ქვარაიამ.

რატი იონათამიშვილი

04 ივნისი 2020, 17:59

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია არც დღევანდელ სხდომას დაესწრო, რაც მრავლისმეტყველია

ფორმატი, რომელსაც დღეს თვალს ადევნებდა მაყურებელი, ჩვენი გუნდის მიერ არის უზრუნველყოფილი. პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით ვიღებთ შესაბამის დადგენილებას და იმ რეკომენდაციების ნაწილს, რასაც სახალხო დამცველი გვთავაზობს, დადგენილების თანახმად ჩვენ შესაბამის სამთავრობო უწყებებს დავალებად ვაკისრებთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2018 წლის ანგარიშიდან მათ მიერ რეკომენდაციების რეკორდული მაჩვენებლის, 85%-ის გაზიარება მოხდა.

ალი ასადოვი

04 ივნისი 2020, 17:56

COVID19

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო აზერბაიჯანი შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსთან დაკავიშირებთ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო აზერბაიჯანი შეზღუდვებს ამკაცრებს. ამის შესახებ Minval.az წერს. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული შტაბის განცხადით, 6 ივნისის 00:00 საათიდან 8 ივნისის 06:00 საათამდე ბაქოს, სუმგაითის, განჯის, ლანქერანისა და აფშერონის რაიონის ტერიტორიაზე შეჩერდება ვაჭრობისა და მომსახურების ყველა სფეროს მუშაობა. გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აიკრძალება ავტომანქანით გადაადგილება, გარდა სასწრაფო და სხვა სპეცდანიშნულების მანქანებისა.

04 ივნისი 2020, 17:51

მსოფლიო

ნორვეგიაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლები ზღვაში ჩაიტანა. ვიდეო

ნორვეგიაში, ფინმარკის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხმელეთის 650 მეტრის სიგანის მონაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლები ზღვაში აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NRK ავრცელებს. სოფელ კროკნესში მეწყერი 3 ივნისს ჩამოწვა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეწყერის ჩამოწოლა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლები ძირითადად დამსვენებლებისთვისაა განკუთვნილი.

04 ივნისი 2020, 17:42

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა

2020 წლის 4 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მწვავედ დასვა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების თემა. მან შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურების გამო და აღნიშნა, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებასა და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას და ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას.

Apple

04 ივნისი 2020, 17:38

ტექნოლოგიები

Apple-მა არეულობის დროს მაღაზიიდან მოპარული სმარტფონები დაბლოკა

კომპანიის განცხადებით, მოწყობილობები გამორთულია და ექვემდებარება თვალთვალს, მოპარულ სმარტფონებზე კი იკითხება შესაბამისი გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც მაღაზიაში ნივთის დაბრუნების მოწოდებას შეიცავს.

ვლადიმერ პუტინი

04 ივნისი 2020, 17:37

COVID19

ვლადიმერ პუტინი: რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ თითოეულ რეგიონში სიტუაციის დეტალური მონიტორინგია საჭირო.

შალვა კიკნაველიძე

04 ივნისი 2020, 17:26

პოლიტიკა

შალვა კიკნაველიძე: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები მოისმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტკი ავრცელებს.

ნენსი პელოსი

04 ივნისი 2020, 17:25

მსოფლიო

ნენსი პელოსი: თეთრ სახლში ჰალუცინაციები აქვთ

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა თეთრ სახლს დასცინა. „ვფიქრობ, მათ ჰალუცინაციები აქვთ“, - განაცხადა პელოსიმ. წარმომადგენელთა პალატის ლიდერი ნენსი პელოსი ამით ტრამპის პრესმდივნის, კეილი მაკინანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტი უინსტონ ჩერჩილსა და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს შეადარა.

უკრაინის პარლამენტი

04 ივნისი 2020, 17:25

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

უკრაინის პარლამენტის წევრებმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რაც, წარმატების შემთხვევაში, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას გამოიწვევს, - ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინელი დეპუტატი, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრი ირინა გერაშჩენკო წერს.

ანზორ ბიწაძე

04 ივნისი 2020, 17:25

პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე: არანაირი რევოლუციური და ლეწვა-მტვრევის სცენარი არ განიხილება

არანაირი რევოლუციური და ლეწვა-მტვრევის სცენარი არ განიხილება და ვერც განიხილება იქ სადაც ჩვენ ვართ, ეს ქვეყანას არ სჭირდება - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე გიორგი არველაძის განცხადებას. „რადიკალური სცენარი რომ არ განვითარდეს და ვინმეს ლეწვა-მტვრევისკენ რომ არ წაუცდეს ხელი, ამიტომ არის საჭირო ამდენი პოლიტიკური პარტია იყოს კოორდინაციაში“- აღნიშნა ბიწაძემ.

გიგი უგულავა

04 ივნისი 2020, 17:21

პოლიტიკა

გიგი უგულავა: გიორგი არველაძის აზრი არაფერზე მაინტერესებს, არანაირ რევოლუციას არ ვეთანხმები

გიორგი არველაძის აზრი არ მაინტერესებს - ასე ეხმაურება გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის განცხადებას, რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით. „გიორგი არველაძის აზრი არ მაინტერესებს არაფერზე. 8 წელია არ მინახავს. არ ვეთანხმები არანაირ რევოლუციას. არჩევნებს აქვს აზრი და მასში დამარცხდება „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ Facebook-ის საკუთარ გვერზე დაწერა, რომ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის საზოგადოება მზად იქნება.