imedi /  02 ივნისი 2020, 23:50 / სანდო წყარო

თამარ თორაძე: მჯერა, რომ მოვიდა ის დრო, როცა სამართალი უნდა აღდგეს

თამარ თორაძე

თამარ თორაძე

მჯერა, რომ მოვიდა ის დრო, როცა სამართალი უნდა აღდგეს და ვარ გახარებული ნამდვილად, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ თამარ თორაძემ განაცხადა.

„სულ ახლახანს ნინუკა ბორჩხაძე წერს Facebook-ზე ჩემზე საშინელებებს და მერე იქვე ვიღაც უწერს, რომ „ეს ქალი უნდა განეიტრალდეს“. ანუ, ეს უკვე მუქარაა. წარმოიდგინეთ, მსგავსი დაშინებები და კიდევ უარესი გადავიტანე. მაგრამ ვერაფერ ვეღარ გამაჩერებს. აბსოლუტურად ვარ მზად, რომ შევეწირო კიდეც ამას, თუ დასჭირდება, მაგრამ არამგონია შეწირვა რომ დამჭირდეს“, - ამბობს თორაძე.

ის დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობაში დამნაშავეები მომხდარზე პასუხს აგებენ.

მკვლელობას თამარ თორაძეც შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის. 16 მაისს თამარ თორაძემ დონალდ ტრამპს, სენატორებს რიშსა და შაჰინს მიმართა.

დღეს თორაძეების მკვლელობის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.

ყველა სიახლე

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

მირიან ნიკოლაძე

13 ივლისი 2020, 22:56

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

როგორც ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

13 ივლისი 2020, 22:53

რეგიონი

ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი ემატება

როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 22:30

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვირუსის დასასრული ჯერ არც კი ჩანს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე რთული კრიზისია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 22:11

COVID19

ჯანმოს დირექტორი: თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა - ის უფრო უარესი გახდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ. ვირუსის ერთადერთი მიზანია ხალხი დააინფიციროს.

ბაიერნი

13 ივლისი 2020, 22:10

სპორტი

ბუნდესლიგის სამივე ინდივიდუალური პრიზი „ბაიერნის“ წარმომადგენელმა მიიღო

წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ჰანს-დიტერ ფლიკს ერგო, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ალფონსო დევისი დასახელდა. „ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიგო.

13 ივლისი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მიხეილ სააკაშვილი

13 ივლისი 2020, 21:42

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა პრორუსულია და მის შეცვლა უკრაინის ინტერესებშიც არის.

ანდრიუს კუბილიუსი

13 ივლისი 2020, 21:22

COVID19

ანდრიუს კუბილიუსი: ვირუსზე ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა

„პანდემიის დროს, ვირუსის ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პოლიტიკური ძალა, რადგან მათ მართლაც შეძლეს და მოახერხეს პანდემიის კონტროლი“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.

13 ივლისი 2020, 21:21

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დავით სონღულაშვილი

13 ივლისი 2020, 21:14

COVID19

დავით სონღულაშვილი FAIReconomics-ის სტატიასთან დაკავშირებით: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სწორედ შეძლო კრიზისის მართვა

„ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, თუ რამდენად წარმატებულად შევძელით ჩვენ პანდემიის სიტუაციის მართვა. ეს არის ეფექტური მთავრობის სწორედ პროცესები მართვის შედეგი“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ანდრიუს კუბილიუსი

13 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი: ჩვენ მართლაც ველოდებით, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება, რაც შექმნის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს სუპერ ვარსკვლავი

„ჩვენ მართლაც ველოდებით, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ეს კი შექმნის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან „სუპერ ვარსკვლავი”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

13 ივლისი 2020, 21:11

ეკონომიკა

RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება

„უჩვეულო დავა მიმდინარეობს ტეხასის ენერგეტიკულ ფირმასა და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნავთობკომპანიას შორის, ბრძოლა, რომელიც აერთიანებს კორპორატიული ინტრიგების, საერთაშორისო სამართლისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტებს. ერთ მხარეს არის საქართველო, აშშ-ის მოკავშირე და ნატოს პარტნიორი, რომელმაც ხელი მოაწერა ნავთობის მოძიების ხელშეკრულებას ტეხასის კომპანიასთან 1990-იანი წლების შუა პერიოდში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე. მოწინააღმდეგე მხარეა Frontera Resources-ი, ნავთობისა და გაზის კომპანია, რომელიც დააარსა ჰიუსტონის ყოფილმა მერმა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ, ბილ უაითმა. „ფრონტერას“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და გასულ წელს ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა, ხოლო საქართველოში მისი საქმიანობა წინააღმდეგობებით ხასიათდება“, - ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

სვენ მიქსერი

13 ივლისი 2020, 21:09

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი: მოხარულები ვართ საქართველოში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით

ევროპარლამენტის დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ასახავს საქართველოში რეფორმების მიმდინარეობას და დანარჩენ პოლიტიკურ პროცესებს. არჩევნების წინ ყველა ქვეყანაში არის პოლიტიკური ტემპერატურა მაღალი და დაძაბულობა იწევს.