IMEDI /  06 ივნისი 2020, 18:37 / სანდო წყარო

სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, - ამის შესახებ Imedinews „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.

მისი თქმით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა COVID19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. „ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. „საქართველოს რკინიგზა“ მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის“, - განაცხადა ნიკა კაჭარავამ.

არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება. როგორც Imedinews-ისთვის გახდა ცნობილი არ გაიზრდება მგზავრობის საფასური.

6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა.

ყველა სიახლე

ლუკა იოვიჩი

11 ივლისი 2020, 10:04

სპორტი

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ლუკა იოვიჩი კარანტინშია

მადრიდის „რეალის“ სერბი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი კარანტინშია. ესპანური მედიის ცნობით, იოვიჩის მეგობარს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მასთან სახლში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მართალია, თავად იოვიჩის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, 22 წლის ფორვარდმა გადაწყვიტა 14-დღიან კარანტინში გადასულიყო, რაშიც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობაც დაეთანხმა.

11 ივლისი 2020, 09:58

თავდაცვა

უწყებათაშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათაშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს.

კაშია ყაზაიშვილი

11 ივლისი 2020, 09:55

სპორტი

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ, ფეხბურთელებს ნებისმიერი ადამიანის სახელის განთავსების უფლება მისცეს. „სან ხოსეს“ რიგებში მოასპარეზე ქართველმა ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.

კუს ტბის საბაგირო

11 ივლისი 2020, 09:47

საზოგადოება

კუს ტბის საბაგირო გზამ მუშაობა განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებსჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

კორონავირუსი ინდოეთი

11 ივლისი 2020, 09:40

COVID19

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 27 114 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

11 ივლისი 2020, 09:25

მსოფლიო

საპროტესტო აქციის მონაწილეები სერბეთის პარლამენტში შეიჭრნენ

პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის საწინააღმდეგო პროტესტები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ვუჩიჩმა კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა. ორდღიანი პროტესტების შემდეგ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შეცვლა, თუმცა საპროტესტო აქციები ამით არ ამოიწურა.

ძაღლი გიურზა

11 ივლისი 2020, 09:11

საზოგადოება

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. ძაღლმა ეზოში მოთამაშე 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა და თავად მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევით გადაურჩა სიკვდილს.

ალექსანდრია პლაჟი

11 ივლისი 2020, 09:04

მსოფლიო

ეგვიპტეში ზღვაში დაიხრჩო 10 ადამიანი, რომლებიც ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიასთან, ხმელთაშუა ზღვაში სულ მცირე 11 ადამიანი დაიცხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, დილით ადრე ადამიანები ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანის შვილმა შველა ითხოვა. მისი გადარჩენა 10-მა ადამიანმა სცადა, თუმცა 10-ვე გარდაიცვალა.

11 ივლისი 2020, 08:49

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსი უკვე 1 800 827 (+45 048) ადამიანს დაუდასტურდა, 70 398 (+1214) ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 217 361 (+31765) კი გამოჯანმრთელდა.

აშშ საფრანგეთი

11 ივლისი 2020, 08:33

ეკონომიკა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საქონლის ჩამონათვალში კოსმეტიკური პროდუქცია და ჩანთები მოხვდა. გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს ამოქმედდება, თუმცა აშშ-ს ამოქმედების თარიღის გადმოწევა შეუძლია.

პროგრამა არტემიდა

11 ივლისი 2020, 08:25

ტექნოლოგიები

NASA და იაპონია მთვარის ერთობლივ შესწავლაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) და იაპონია პროგრამა „არტემიდას“ შეთანხმების ფარგლებში მთვარის ერთობლივ შესწავლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ NASA ავრცელებს.

როჯერ სტოუნი

11 ივლისი 2020, 08:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი შეიწყალა

როჯერ სტოუნს ბრალი შვიდი მუხლით 2019 წლის 25 იანვარს წაუყენეს, შემდეგ კი 250 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ყალბი ჩვენების მიცემაში, მოწმეებზე ზეწოლის მცდელობასა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოძიების ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ.

კიმ კარდაშიანი

11 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი თეთრეულის საკუთარი ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა

ამერიკელმა მეწარმემ და რეალითი შოუს „კარდაშიანების ოჯახის“ მონაწილე კიმ კარდაშიანმა თეთრეულის საკუთარი ბრენდის Skims-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოები დღეს კომპანიის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

11 ივლისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

Vogue-ის ბრიტანული ვერსიის მოდელი ორი წლის გოგო პირველად გახდება

მოდის ჟურნალ Vogue-ის ბრიტანული ვერსიის მოდელი ორი წლის გოგო ჯიჯი ჰობსი პირველად გახდება. ამის შესახებ The Sun წერს. გოგოს დედის სოფი ჰოვარდის ინფორმაციით, ჟურნალის ახალ ნომერში მისი საბავშვო ბრენდის Gigi Vi Boutique-ს რეკლამა დაიბეჭდება. ახალი კოლექციის ჩვენებაში ჯიჯი ჰობსი ​მონაწილეობს, რომლის ფოტოც Vogue-ის გვერდზე გამოქვეყნდება.

11 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

ინდონეზიაში 4-მეტრიანმა პითონმა 13 წლის ბიჭი მოგუდა

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი თავისუფალ დროს გველებსა და ხვლიკებს იჭერდა. ტრაგედიის დღეს ბიჭმა მდინარის პირას გიგანტური პითონი შენიშნა და მისი დაჭერის მიზნით თავი დაუჭირა, ქვეწარმავალმა კი საპასუხოდ, მას ყელზე შემოეხვია და გაგუდა.

„ტრიუმფალური თაღი“

11 ივლისი 2020, 00:26

კულტურა

რენე მაგრიტის „ტრიუმფალური თაღი“ 22,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბელგიელი სიურეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის ნახატი „ტრიუმფალური“ თაღი Сhristie's-ის აუქციონზე 17,8 მილიონ გირვანქად (22,5 მილიონი დოლარი) გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააუქციონო სახლის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ანჯელინა ჯოლი ცვილის ფიგურა

11 ივლისი 2020, 00:15

ტაბლოიდი

სტამბოლში „მადამ ტიუსოს მუზეუმის“ ცვილის ფიგურებს პირბადეები გაუკეთეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ „მადამ ტიუსოს მუზეუმი“ გაიხსნა, ცვილის ფიგურებს კი პირბადეები გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გარდა ამისა, ცვილის ფიგურები სოციალური დისტანცირების წესების დაცვით არიან განლაგებულები. სტამბოლში მადამ ტიუსოს მუზეუმი 17 მარტს დაიხურა.

11 ივლისი 2020, 00:11

თემა

არსებობს თუ არა პლუტონზე ოკეანე და რა უნდა ვიცოდეთ ამ ჯუჯა პლანეტის შესახებ?

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის, New Horizons- ის მეშვეობით გადაღებული ფოტოების ბოლოდროინდელი ანალიზის მიხედევით, პლუტონი ჩამოყალიბებისთანავე იმდენად თბილი ყოფილა, რომ მის ზედაპირზე ოკეანე არსებობდა. უფრო მეტიც, სტატიის ავტორთა აზრით, მსგავსი ოკეანეები შეიძლება იყოს სხვა ჯუჯა პლანეტებზეც, რომლებიც ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობენ. ზოგადად, ყინულოვანი ოკეანეები მზის სისტემაში, სიცოცხლისთვის საჭირო პირობების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია. თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ ისინი და რა ხდება მათი მრავალკილომეტრიანი ფენის ქვეშ.

ვანო ჩხარტიშვილი

10 ივლისი 2020, 23:53

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: თიბისი ბანკი იყო პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ თიბისი ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გააკეთა.

აშშ-ის კონგრესი

10 ივლისი 2020, 23:47

მსოფლიო

აშშ-ის სენატი აია-სოფიაზე: ერდოღანის დღევანდელი გადაწყვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი რობერტ მენენდესი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.