IMEDI /  09 ივნისი 2020, 14:34 / სანდო წყარო

რა წესები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა და რა შემთხვევაში მოიხსნებიან ისინი გამოცდიდან

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის დროს, მათ შორის, ნიღბის მოხსნის, სოციალური დისტანციის დარღვევისა და ხელების დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბიტურიენტი შენიშვნას მიიღებს, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი გამოცდიდან მოიხსნება.

განათლების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღები და წესები განისაზღვრა.

წესების თანახმად, აბიტურიენტმა გამოცდის დღეს თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • მითითების შემთხვევაში, დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
  • თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის, თერმოსკრინინგისა და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები. აღნიშნული რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რომ სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარს. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ვადები და უსაფრთხოდ ჩატარების წესები განისაზღვრა.

როგორც განათლების უწყებაში აცხადებენ, 2020 წლის საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვის მიზნით აქტიური მუშაობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სხვა უწყებებთან ერთად კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი); სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

23 სექტემბერი 2026, 01:05

მსოფლიო

მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

23 სექტემბერი 2026, 00:12

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.

გიტანას ნაუსედა

23 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.

ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2026, 23:52

მსოფლიო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.

აბას არაღჩი კაია კალასი

22 სექტემბერი 2026, 23:33

მსოფლიო

კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.

გურამ ოქროპირიძე

22 სექტემბერი 2026, 23:25

საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს

იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.

გიორგი ტყემალაძე

22 სექტემბერი 2026, 23:09

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე: აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები

აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 22:58

საზოგადოება

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო - რომელი პროფესიის შესწავლა შეუძლიათ მოქალაქეებს უფასოდ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც უკვე არის 16 წლის. პროგრამას სრულად სახელმწიფო აფინანსებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სასწავლო პროგრამას შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგენს. შესაბამისად, ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებელი 90%-ზე მეტია.

22 სექტემბერი 2026, 22:52

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.

დავით მათიკაშვილი

22 სექტემბერი 2026, 22:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან

„მათ მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი და წარმოაჩინეს ანტიქართული, ანტიეროვნული, უსამშობლოო სახე, რაც სინამდვილეში საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდება მათი განულებით და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 22:45

მსოფლიო

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან უკრაინაში Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 22:08

მსოფლიო

ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.

ანდრეი სიბიგა

22 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

ლევან მახაშვილი

22 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა

აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 21:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტზე: გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში

გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.

მიხაილ ფრიდმანი

22 სექტემბერი 2026, 21:37

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება

რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.

22 სექტემბერი 2026, 21:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მარკო რუბიო

22 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.