საქართველოს საელჩო თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადების დამრღვევ უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის რეგულაციებზე ინფორმაციას ავრცელებს
ფოტო: shutterstock.com
საქართვერლოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საქართველოს საელჩო წერს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის (Göç İdaresi) მიერ უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ უახლეს რეგულაციებს გააცნობს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადების დამრღვევ უცხოელთათვის თურქეთში შემოსვლის აკრძალვის საკითხს ეხება.
საელჩოს ინფორმაციითვე, ხსენებული რეგულაცია ჯერჯერობით არ არის ძალაში შესული. ანკარაში საქართველოს საელჩო იმყოფება მუდმივ კონტაქტზე როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალურ დირექტორატთან (Göç İdaresi). შესაბამისად, რეგულაციის ძალაში შესვლისთანავე, გეცნობებათ დამატებით.
„გთავაზობთ რეგულაციის სრულ ქართულენოვან თარგმანს:
„უცხოელთა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ 2013 წლის 4 აპრილის №6458 კანონის მე-9 მუხლი - „თურქეთში შემოსვლის აკრძალვა“
1. მიუხედავად იმისა, დარღვეული აქვთ თუ არა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:
ა. 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებზე, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს და იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ბ. 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
2. იმ პირების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ყოფნის ლეგალური ვადები და ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ტოვებენ ქვეყანას, მიღებულ იქნება 1 თვიდან 5 წლამდე ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება:
ა. 3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
მე-2 პუნქტში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა:
3 თვიდან - 6 თვემდე ვადის დარღვევა: 1 თვის ვადით აკრძალვა
6 თვიდან - 1 წლამდე ვადის დარღვევა: 3 თვის ვადით აკრძალვა
1 წლიდან - 2 წლამდე ვადის დარღვევა: 1 წლის ვადით აკრძალვა
2 წლიდან - 3 წლამდე ვადის დარღვევა: 2 წლის ვადით აკრძალვა
3 წელზე მეტით ვადის დარღვევა: 5 წლის ვადით აკრძალვა
3. უცხოელებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და საკუთარი ნებით ან შესაბამისი ორგანოების ჩარევით იძულებით ტოვებენ ქვეყანას, შეეფარდებათ 3 თვიდან 5 წლამდე თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, შემდეგ შემთხვევებში:
ა. ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თუმცა არ იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ბ. 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და/ან არ იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
გ. 3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომელთა შესახებაც გამოტანილ იქნა ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება, ან ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
დ. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ ბინადრობის ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ ბინადრობის ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ე. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ სამუშაო ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ სამუშაო ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ვ. უცხოელებს, რომელთაც შეუძლიათ ვიზით ან ვიზის გარეშე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში და რომელთაც აღნიშნული პერიოდის სრულად გამოყენების შემდეგ, მიეცათ ქვეყანაში ხელახლა შემოსვლის უფლება 10 დღის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის ვალდებულების პირობით და არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებისათვის; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ზ. უცხოელებს, რომელთაც პატიმრობაში/ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის გადაწყვეტილება შეეცვალათ ალტერნატიული ზომებით; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
თ. უცხოელებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ბადრაგის ზედამხედველობით დეპორტირებულ იქნენ ქვეყნიდან; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
მე-3 პუნქტში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა:
3 თვემდე ვადით დარღვევა: 3 თვის ვადით აკრძალვა
3 თვიდან - 6 თვემდე ვადით დარღვევა: 6 თვის ვადით აკრძალვა
6 თვიდან - 1 წლამდე ვადით დარღვევა: 1 წლის ვადით აკრძალვა
1 წლიდან - 2 წლამდე ვადით დარღვევა: 2 წლის ვადით აკრძალვა
2 წელზე მეტი ხნის ვადით დარღვევა: 5 წლის ვადით აკრძალვა
4. თუ მანამდე პირის მიმართ გამოტანილი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადა ამოწურულია, მაგრამ მოქალაქეს არ გადაუხდია №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრული ან სხვა კატეგორიის ფულადი დავალიანებები, №6458 კანონის მე-7 და მე-15 მუხლების საფუძველზე, ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა“ - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 22:59
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს
იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.
30 ივლისი 2026, 22:55
მსოფლიო
ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ
პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.
30 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად
ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.
30 ივლისი 2026, 22:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
30 ივლისი 2026, 22:06
მსოფლიო
ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
30 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს
ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ
30 ივლისი 2026, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
30 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ
ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
30 ივლისი 2026, 21:53
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
30 ივლისი 2026, 21:42
მსოფლიო
Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს
გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 21:32
მსოფლიო
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ
ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.
30 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს
ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
30 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ
ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.
30 ივლისი 2026, 20:38
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დღესაც რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.
30 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული ფასეულობებისა და ინსტიტუტების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების ინიციატივით გამოდის.
30 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად შიდაპარტიული უთანხმოებებისა და ლიდერების გამოუცხადებლობის ფონზე, სააკაშვილის პარტია 5 აგვისტოს ყრილობას გეგმავს, სადაც მმართველობითი საბჭო ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა ჩაიბაროს.
30 ივლისი 2026, 20:28
რეგიონი
პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა.
30 ივლისი 2026, 20:22
რეგიონი
ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 20:15
საზოგადოება
რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინიციატივა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი.
30 ივლისი 2026, 20:10
პოლიტიკა
მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრმა ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.


