20 ივნისი 2020, 15:23 / სანდო წყარო

„იმედინიუსის“ განცხადება

გუშინ, „იმედინიუსმა“ სხვა ქართული და უცხოური საინფორმაციო სააგენტოების კვალდაკვალ (რადიო “თავისუფლება“, “ინტერპრესნიუსი”, „პრაიმ-ტაიმი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა”, „კვირა“ და სხვ.), გაავრცელა ინფორმაცია, ოკუპირებული ცხინვალისათვის, რამზან კადიროვის მიერ, 100 ტონა ფქვილის გაგზავნის შესახებ, რასაც „ფეისბუქში“ მოჰყვა „იმედინიუსზე“ ორგანიზებული თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივის და მასთან დაკავშირებული ადამიანების მხრიდან.

„იმედინიუსამდე“ რამდენიმე საათით ადრე, თითქმის იდენტური ტექსტით, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა სხვადასხვა ავტორიტეტულმა სააგენტომ. ამ ნიუსის ინტერნეტში გამოქვეყნების ქრონოლოგია და ავტორები მარტივად იძებნება ყველა შესაბამის ღია რესურსზე.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს გახლდათ მხოლოდ მშრალი ფაქტის პუბლიკაცია (ყოველგვარი ანალიტიკისა თუ ინტერპრეტაციის გარეშე), „იმედინიუსის“ მიერ გავრცელებულ ტექსტში, რამდენიმე სხვა სააგენტოსგან განსხვავებით, მაინც ადვილად იკითხება მომხდარი ფაქტის მიმართ ჩვენი ვებ-გამოცემის მკაფიო სარედაქციო დამოკიდებულება (მაგ.: ჰედლაინშივე ხაზგასმულია სიტყვები „ოკუპირებული ცხინვალი“, ხოლო სიტყვები „ჰუმანიტარული დახმარება“ ბრჭყალებშია ჩასმული). მიუხედავად ამისა, სხვა ათამდე მედიასაშუალებას შორის, მხოლოდ „იმედინიუსი“ გახდა ფსევდოპატრიოტული ბულინგის სამიზნე და პოლიტიკურად მოტივირებული „ფეისბუქ იუზერების“ თავდასხმის ობიექტი.

ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება (და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასანანია, რომ ჩვენ არ ვიყავით პირველები) არის ნებისმიერი საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ფუნქცია და, იმავდროულად - ერთ-ერთი ლეგიტიმური გზა, რომ ხალხმა ზუსტად გაიგოს ვინ და რა ხერხით ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფუნქციის განხორციელების ხელის შეშლა კი გახლავთ საბჭოთა ცენზურის რეციდივი, რასაც ასე ფართოდ იყენებენ „მედასავლეთეობას“ ამოფარებული ტოტალიტარული აზროვნების ნეობოლშევიკები, რომელთა აქტივშიც ქართული მედიის მიტაცება, მათ შორის - ტელეკომპანია „იმედის“ ძალადობრივი ექსპროპრიაცია, ცენზურა და ოპონენტების დევნაა.

„იმედინიუსი” ცენზურას არ ექვემდებარება და კვლავაც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას სანდო, ობიექტური და მრავალგზის გადამოწმებული ახალი ამბებით.

იხ. თანდართული ფოტომასალა

ყველა სიახლე

17 ივნისი 2026, 22:04

მსოფლიო

აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი, რომელიც ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TIME-ი ავრცელებს.

ლადო სადღობელაშვილი

17 ივნისი 2026, 21:57

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: საკუთარ ამბიციებში ჩახლართული და ვირტუალურ რეალობას მიჯაჭვული „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია გასცდა კლასიკური პოლიტიკის საზღვრებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სატელევიზიო მელოდრამად

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს: „პოლიტიკური პარტიის ლიდერები კი არა რეალითი შოუს მონაწილეებს უფრო ჰგვანან…“

17 ივნისი 2026, 21:46

პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2026, 21:35

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ირანს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ირანის მიერ „გარკვეული“ რაოდენობის ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტების ქონას. მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოგვარებაშიც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2026, 21:29

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათი ფული ავიღეთ, ეს არ არის ჩვენი ფული, ეს მათი ფულია და ჩვენ ის დროის გარკვეულ მომენტში გავყინეთ - ვფიქრობ, მისი უკან დაბრუნება მოგვიწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთმანეთისგან გამიჯნა ირანისთვის ამერიკული ფულის მიცემა - რასაც, მისი თქმით, არ გააკეთებს - და აქტივების განბლოკვა, რაც, მისივე განცხადებით, თავად ირანის კუთვნილი ფულია.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2026, 21:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს ირანთან კონფლიქტის დროს ნეიტრალიტეტისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ორ მსოფლიო ლიდერზე და მათ კონფლიქტის მიმდინარეობისას „სრული ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2026, 20:52

მსოფლიო

ტრამპი: ირანის ომის გაგრძელებას შესაძლოა მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყოლოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ომის გაგრძელებას შესაძლოა მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყოლოდა და დასძინა, რომ მას არ სურდა გამხდარიყო ჰერბერტ ჰუვერი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახის დროს, რამაც „დიდი დეპრესია“ გამოიწვია.

17 ივნისი 2026, 20:51

პოლიტიკა

გემი „სილვარ“ საქართველოს პორტში ყოფნისას სანქცირებული არ იყო - რას ემსახურებოდა ბრიტანეთის საელჩოს მინიშნება. დეტალები „ქრონიკაში“

საქართველოს ინტერესების დაზიანება - დიდი ბრიტანეთის მიერ გემის „სილვარის” სანქცირების შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება და საქართველოზე გაკეთებული აქცენტი ოფიციალური თბილისისთვის მიუღებელია.

17 ივნისი 2026, 20:43

მსოფლიო

ტრამპი: თუ უახლოეს 60 დღეში ირანთან საბოლოო შეთანხმება ვერ მიიღწევა, ვაშინგტონი სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ უახლოეს 60 დღეში ირანთან საბოლოო შეთანხმება ვერ მიიღწევა, ვაშინგტონი სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდება.

ლევან მახაშვილი

17 ივნისი 2026, 20:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: სიღრმისეულად მიმოვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თუ რა გზა გავიარეთ ამ მხრივ. რაც მთავარია, რა პერსპექტივებია ამ ურთიერთობების აღდგენის და გაღრმავების

სიღრმისეულად მიმოვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თუ რა გზა გავიარეთ ამ მხრივ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილი

17 ივნისი 2026, 20:36

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილის ტყუილი - რას ეფუძნება პოლიტიკოსის განცხადება? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს, დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: რასა იუკნევიჩიენე ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დაზიანდეს

რასა იუკნევიჩიენე ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დაზიანდეს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

17 ივნისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ და უკმაყოფილო ოპოზიცია - ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დაჯარიმდა, გრიგოლ გეგელიას შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორის წინააღმდეგ, საქმეა აღძრული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, სასამართლომ კიდევ ერთი მოქალაქე დააჯარიმა. საუბარია გია კაჭკაჭურიაზე, რომელმაც პოლიტიკოს ლევან სანიკიძის მისამართით, შეურაცხმყოფელი ფეისბუქ-კომენტარი დაწერა.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 ივნისი 2026, 20:29

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: საქართველო არის საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან

ბელგიელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთის ოკუპაციისგან, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბელგიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

17 ივნისი 2026, 20:29

მსოფლიო

ტრამპი: ირანის ახალი ლიდერები ჭკვიანები არიან - ისინი ბევრად ნაკლებად რადიკალიზებულნი არიან, ვფიქრობ, მათ მართლაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, ისინი კარგები არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე G7-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ირანის ახალ ლიდერებზე.

ლევან მახაშვილი

17 ივნისი 2026, 20:27

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული

ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე კომენტირებისას.

17 ივნისი 2026, 20:14

პოლიტიკა

იყო თუ არა ევროკავშირში წევრობის დაპირება პოლიტიკური სატყუარა - რა აჩვენა რასა იუკნევიჩიენეს განცხადებამ? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ “2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გაფართოებაზე არავინ საუბრობდა”. ქართული ოპოზიციის მეგობარი ევროდეპუტატის ამ განცხადებამ, თბილისში ბევრი კითხვა გააჩინა.

17 ივნისი 2026, 20:10

სამართალი

21 დაკავებული და 9 ბრალდებული - ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ე.წ. ქურდული გარჩევები საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მონაწილეობით და 30 ბრალდებული - ბოლო 24 საათში, სამ სხვადასხვა ადგილას ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს.

17 ივნისი 2026, 20:08

სამართალი

კორუფცია და მოპარული მილიონები - „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი დირექტორი, ჩვენების მისაცემად ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კორუფცია და მოპარული მილიონები. „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი დირექტორი, ჩვენების მისაცემად ემზადება. ბრალდებულთა ნაწილი დუმს, ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ყოფილი გენერალური დირექტორი კი მიმალულია.

17 ივნისი 2026, 19:46

პოლიტიკა

ევროპარლამენტის ანგარიში: ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა

ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშში.