imedi /  24 ივნისი 2020, 11:25 / სანდო წყარო

ვარკეთილის ხევში ახალი პარკის მოწყობა იგეგმება

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის ხევის ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხდა.

სარეკრეაციო სივრცის პროექტირების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პარკის ტერიტორია, რომლის მიმდებარედ, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 3 ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, ხე-ნარგავების შენარჩუნებითა და გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1 თვეში გვექნება სრული პროექტი და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ის მოახდენს უკვე სამუშაოების წარმოებას“, - აღნიშნა მერმა.

პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე გაჩნდება მოსასვენებელი სივრცეები, ​ატრაქციონებით დატვირთული საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ-პარკი და გადმოსახედი ბაქანი და საპიკნიკე სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც. ტერიტორია გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 09:10

საზოგადოება

ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდა

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

14 ივლისი 2020, 08:53

სპორტი

მადრიდის „რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

წლევანდელ სეზონში მოგებული 25 მატჩიდან „რეალმა” 11 შემთხვევაში ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მადრიდელებმა მეტოქე ექვსჯერ 1:0, ოთხჯერ 2:1, და ერთხელ 3:2 დაამარცხეს. შემდეგ ტურში „რეალი” „ვილიარეალს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს.

14 ივლისი 2020, 08:49

სპორტი

Irish times: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს. აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და მოგზაურობაზე შეზღუდვა მათ მინიმალურად შეეხებათ.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 08:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავების საკითხზე დღეს ბრიუსელში ისაუბრებს

„ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევების გახშირება არის კატეგორიულად მიუღებელი. აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში იყოს ეს საკითხი რაც შეიძლება მაღლა აწეული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და შესაძლებლობას, მათ შორის ეუთოს მუდმივ საბჭოს, გაეროს შესაბამის ფორმატს, ნატოს, ევროკავშირს იმისათვის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის. საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშნელობა აქვს და რა აუცილებლობას ატარებს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

14 ივლისი 2020, 08:21

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესს იწყებს. უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 11 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

14 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან

ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

სოსო ფხაკაძე

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.