imedi /  15 ივლისი 2020, 18:41 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო ონლაინ ფორუმში მონაწილეობდა

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და UNICEF-ის ორგანიზებით, საერთაშორისო ონლაინ ფორუმი - „განათლება და ინოვაცია - ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა ყველასთვის“, გაიმართა.

შეხვედრა გახსნეს მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრმა მაილის რეპსმა. ფორუმის ფარგლებში მოხსენებით ასევე წარდგა მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

ფორუმზე განსახილველ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა: კორონავირუსის პანდემიის გავლენა განათლების სისტემაზე, ინოვაციის მნიშვნელობა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით და სხვა. ფორუმის მონაწილეებმა, ესტონეთის, საქართველოსა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა, ამ მიმართულებით ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ხაზი გავუსვა ესტონეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ კავშირსა და მჭიდრო პარტნიორობას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ესტონეთმა არაერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის საიმედო მეგობრულ კავშირს.

ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო UNICEF-ს საქართველოს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდმა, ესტონეთმა და საქართველომ წლების განმავლობაში დაამყარეს ძლიერი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ქართული განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაუმჯობესების საქმეში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიმართვის დროს მიხეილ ჩხენკელმა პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დანერგვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწავლა-სწავლების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა UNICEF, OECD, Microsoft და სხვა.

მინისტრის თქმით, პანდემიამ სამინისტროს საშუალება მისცა, გამოწვევები შესაძლებლობად ექცია და ციფრული ტექნოლოგიები უფრო აქტიურად დაენერგა სასწავლო პროცესში.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოსა და ესტონეთის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო სამინისტროსა და ესტონეთის საელჩოს მიმდინარე ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კი ფორუმის მონაწილეებს პანდემიის პერიოდში საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო. მან დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმოკლეს დროში მოახერხა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ორგანიზება და ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. სხვადასხვა მექანიზმებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრის გამოყენებით სამინისტროს გუნდმა შეძლო, შეემცირებინა პანდემიის უარყოფითი გავლენა განათლების სისტემაზე და უზრუნველეყო სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტობა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ დისტანციური სწავლების ელექტრონული და სატელევიზიო ფორმატები განიხილა, როგორც საუკეთესო ალტერნატივა სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აღნიშნული მიმართულებების გაძლიერება დაიწყო. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც ყველა კლასის მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილები შესთავაზა სხვადასხვა საგანში. აღნიშნული პროექტით განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა.

ეკატერინე დგებუაძემ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებზეც, კერძოდ, გამოყო პროექტი „ვებსკოლა“, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის შეიქმნა და მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაში დაეხმარა; ასევე, პროექტი „i-სკოლა“, რომელიც წარმოადგენს დავალებების ონლაინ ბანკს 8 სხვადასხვა საგანში; დისტანციური სწავლების მთავარი ინსტრუმენტი – Microsoft TEAMS, სადაც შეიქმნა ვირტუალური კლასები ყველა სკოლის ყველა კლასისა და საგნისთვის; elibrary.emis.ge – ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოები განთავსდა; ქართული ალტერნატიული პლატფორმა – Feedc Edu, რომლის მეშვეობით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დავალებების გაზიარების, ფაილების ატვირთვა/გადმოწერისა და ჯგუფური გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ; Silkschool – ღია და უფასო ვიდეო გაკვეთილები მოსწავლეებისათვის; ხანის აკადემია – უფასო ონლაინ კურსები და გაკვეთილები მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის 40 ენაზე, მათ შორის ქართულად.

„განათლება და ინოვაცია - ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა ყველასთვის“ გაიმართა საქართველოს და ესტონეთის მიერ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების თაობაზე ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიშების წარდგენის ფორმატის ფარგლებში.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.

13 აპრილი 2026, 17:12

მსოფლიო

მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.

გეერტ ვილდერსი

13 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ

„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.

13 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

ლაშა ხუციშვილი

13 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2026, 14:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.

13 აპრილი 2026, 14:35

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონდო მდივნიშვილი

13 აპრილი 2026, 14:33

რეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:22

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

თამაზ მელია

13 აპრილი 2026, 14:21

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო

მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 14:19

მსოფლიო

Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს

თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

13 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება

ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

13 აპრილი 2026, 14:15

რეგიონი

სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.

დიმიტრი პესკოვი

13 აპრილი 2026, 14:07

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.