IMEDI /  24 ივლისი 2020, 00:35 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ქვეყანა ვართ, სადაც ციხეებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

რომ არა პენიტენციური სამსახურის დირექტორი, მისი მოადგილეები, ექთნები, ექიმები და თითოეული ადამიანი, ვინც საკანს აღებდა და კეტავდა, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დღემდე ციხეებში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა - ურთულესი კვირები ალბათ წინაა, თუკი ჩვენ წესებს არ დავიცავთ და დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ყველგან შესაბამისი პირობები არ დაგვახვედრეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„სასამართლოში გაყვანის აკრძალვა ნაწილობრივ მოხსნილია და ბევრ ბრალდებულს აქვს შესაძლებლობა, მოსამართლის წინაშე არა ონლაინ, არამედ ფიზიკურად წარდგეს და თავისი სიმართლე მოსამართლის თვალწინ ამტკიცოს. ასევე მოხსნილია ამანათების, გზავნილების, წერილების შეზღუდვა. მოკლევადიანი პაემნები აღდგენილია, მაგრამ მინის ბარიერის მეშვეობით ტარდება. გრძელვადიან პაემანზე, როდესაც ოჯახის წევრი მოდის და პატიმართან 24 საათს ატარებს, ძალიან უშუალო კონტაქტია და ზედმეტია, ვინმეს დისტანციის დაცვა მოთხოვო, ამიტომ ეს აკრძალვა ისევ მოქმედებს. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მსჯავრდებულს, ინსპექტორ-კონტროლიორს, ესკორტის ოფიცერს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს. რომ არა გიორგი პატარიძე, მისი მოადგილეები, ექთნები, ექიმები და თითოეული ადამიანი, ვინც საკანს აღებდა და კეტავდა, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დღემდე ციხეებში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა - ურთულესი კვირები ალბათ წინაა, თუკი ჩვენ წესებს არ დავიცავთ და დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ყველგან შესაბამისი პირობები არ დაგვახვედრეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2020, 10:57

COVID19

აჭარაში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივეს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ერთი მძღოლია, მეორე კი იქ სამუშაოდ იმყოფებოდა. საზღვრის კვეთის შემდეგ ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახლა ჯამში 18 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსი აჭარაში კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. მან კლინიკა უკვე დატოვა.

მაიკ პომპეო

13 აგვისტო 2020, 10:48

მსოფლიო

მაიკ პომპეომ ბელარუსისთვის სანქციების დაწესება და ნავთობის მიწოდების შეჩერება დაუშვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბელარუსისთვის სანქციების დაწესება და ნავთობის მიწოდების შეჩერება დაუშვა.

პრინცესა დიანა მიუზიკლი

13 აგვისტო 2020, 10:44

კულტურა

Netflix-ის მაყურებელი პრინცესა დიანას შესახებ მიუზიკლს ბროდვეიზე პრემიერამდე ნახავს

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მიუზიკლი მცირე ეკრანზე თეატრალურ პრემიერამდე მოხვდება. მიუზიკლის ტელე-ვერსიას ნიუ-იორკში, მაყურებლის გარეშე ჩაწერენ. ამის მიზეზი კი პანდემია გახდა. კორონავირუსის გამო ბროდვეიზე ყველა თეატრი დაკეტილია და ექსპერტების თქმით, წლის ბოლომდე არ გაიხსნება.

13 აგვისტო 2020, 10:42

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 201 შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 10:27

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 499 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აგვისტო 2020, 10:23

COVID19

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 942 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ახალი ზელანდია კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 10:19

COVID19

ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

13 ინფიცირებული იმ ოჯახის კონტაქტია, რომლის წევრებსაც ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ, მეთოთხმეტე კი ქვეყანაში ჩავიდა და კარანტინში იმყოფებოდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ვითარება სერიოზულია და შემთხვევების კლებამდე მათი მატებაა მოსალოდნელი.

13 აგვისტო 2020, 10:14

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

13 აგვისტო 2020, 10:07

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან გადაყვანილი 4 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკაში 4 არასრულწლოვანი პაციენტი მკურნალობს. ისინი 2 დღის წინ მესტიიდან გადაიყვანეს. საავადმყოფოში სულ 12 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. რაც შეეხება რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, იქ 11 პაციენტი მკურნალობს, 6 მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენი პაციენტები ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.

13 აგვისტო 2020, 09:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.

13 აგვისტო 2020, 09:55

სპორტი

25-წლიანი პაუზის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

ოცდახუთწლიანი პაუზის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. პარიზელები „ატალანტასთან“ მარიო პაშალიჩის ბურთით მარცხდებოდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლოს, 149-წამიან ინტერვალში, მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

13 აგვისტო 2020, 09:47

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსზე სინჯი 500-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს

გაიზრდება თუ არა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ეს სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ეპიდემიოლოგთა ჯგუფებმა სამ დასახლებაში ეპიდკვლევა დაასრულეს. აღებულია ხუთასზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში, რომელსაც PCR-მეთოდით, კორონავირუსზე შეამოწმებენ.

13 აგვისტო 2020, 09:39

რეგიონი

კახეთში ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია.

13 აგვისტო 2020, 09:34

მსოფლიო

ერაყში აფეთქება მოხდა

ერაყში, ბაღდადში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზა ტაჯის მიმდებარედ აფეთქება მოხდა. იერიში მიიტანეს იმ ავტომობილებზე, რომელთაც შეიარაღებული ძალებისთვის ბაღდადიდან აღჭურვილობა გადაჰქონდა. შედეგად, ერთი კონტეინერი დაიწვა.

13 აგვისტო 2020, 09:18

მსოფლიო

იემენში უამინდობას 174 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ორი მესამედი ქალაქ მარიბის მკვიდრია. მხოლოდ სანას პროვინციაში, წყალდიდობას 134 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 124 კი დაშავდა.

13 აგვისტო 2020, 08:59

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 55 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 175 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 55 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 175 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 164 785 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 201 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აგვისტო 2020, 08:51

COVID19

იტალიაში რამდენიმე ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის გავლა სავალდებულო იქნება

იტალიის ხელისფლების გადაწყვეტილებით, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასულ ვიზიტორებს კორონავირუსზე ტესტის გავლა მოუწევთ. „ფრთხილი მიდგომა უნდა გავაგრძელოთ, რათა რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რომელთაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ,“ - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე იტალიის ჯანდაცვის მინისტრი, რობერტო სპერანზა.

13 აგვისტო 2020, 08:36

მსოფლიო

აშშ-ში დაანგრევენ პავილიონს, სადაც მონებით ვაჭრობდნენ

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, დაანგრევენ პავილიონს, სადაც მე-18 საუკუნეში მონებით ვაჭრობდნენ. ლუისვილის საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, 4 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

13 აგვისტო 2020, 08:16

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 4 800-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 737 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 737 417 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 162 474 ადამიანი დაინფიცირდა.

13 აგვისტო 2020, 08:03

მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსში, ქალაქ გომელში, საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა. როგორც მედიასთან დაღუპულის, 25 წლის კაცის დედა აცხადებს, მას გულის პრობლემები ჰქონდა და აქციაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათი გაატარებინეს.