imedi /  24 ივლისი 2020, 17:19 / სანდო წყარო

30 ივლისს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი სპეცრეისი შესრულდება

თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტი

30 ივლისს ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი სპეცრეისი შესრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ კვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით, სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით 30 ივლისს შედგება. რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“. რეისი ადგილობრივი დროით 13:00 საათზე შესრულდება. ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები 10:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

თითოეულ მგზავრს აქვს 23-კილოგრამიანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კილოგრამიანი ხელბარგის წაღების უფლება. საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 17:53

საზოგადოება

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედროები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 2 სამხედრო პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.

ლუკაშენკო

15 აგვისტო 2020, 17:47

მსოფლიო

Bloomberg: ლუკაშენკოს გარემოცვა კრემლის წარმომადგენლებთან რუსეთში გაქცევის შესაძლებლობას განიხილავდა

თავად ლუკაშენკომ 14 აგვისტოს უარყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქვეყანას დატოვეს. „ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ წავსულვარ“, - განაცხადა მან. დღეს კი ლუკაშენკომ ვითარება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა. პუტინის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტები დარწმუნებულები არიან, რომ სიტუაცია ბელარუსში მალე დარეგულირდება.

15 აგვისტო 2020, 17:31

თავდაცვა

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები რეზერვისტების დამსაქმებლებს შეხვდენენ

სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ადგილზე 101-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფასაც“ დააგემოვნეს.

15 აგვისტო 2020, 17:10

პოლიტიკა

თბილისში, საბურთალოს რაიონში 150-მდე დაავადებული ხე მოიჭრა

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. საბურთალოს რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

15 აგვისტო 2020, 17:06

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა

ახალ სამხრეთ უელსში, შელის სანაპიროსთან კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. დიდი თეთრი ზვიგენი ქალს თავს დაესხა და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, დაზარელებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში მისი გადაყვანა საჰაერო გზებით განხორციელდა. წყვილი სერფინგით იყო დაკავებული, როცა 35 წლის ქალს ზვიგენი თავს დაესხა, თუმცა მამაცმა ქმარმა მაშინევე ცოლის დახმარება გადაწყვიტა და მხეცს იქამდე ურტყა, სანამ თავი არ დაანება.

კანცელარია

15 აგვისტო 2020, 16:56

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

დავით მათიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 16:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: ტყუილი და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ „ურაპატრიოტული“ რიტორიკა. თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს ვეღარ მოატყუებთ

„დავით ბაქრაძის ცინიზმსა და უპასუხისმგებლობას დანაშაულემდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხისა და ქვეყნის, როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ“.

იოსებ არჩვაძე

15 აგვისტო 2020, 16:54

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: საქართველოს Fitch-ის მიერ რეიტინგი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული რეიტინგის მნიშვნელობა კიდევ უფრო ფასეულია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდგომ Fitch-მა შეამცირა იმ ქვეყნების უმრავლესობის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, მათ შორის ისეთი ქვეყნებისა, როგორებიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, კანადა და სხვ.

შოთა გულბანი

15 აგვისტო 2020, 16:43

ეკონომიკა

შოთა გულბანი: სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება უცხოელ ინვესტორებში მეტი ნდობის გაჩენას ნიშნავს

შოთა გულბანის განცხადებით, საკრედიტო რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საიმედო და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩარჩო, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას შოკების პერიოდში.

15 აგვისტო 2020, 16:42

სპორტი

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა

საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში „დინამომ“ წყალბურთელთა გუნდი „თბილისი“ 16-ით 9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 აგვისტო 2020, 16:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თამაზ გაიაშვილმა უტრიალა, უტრიალა მთავრობას და ქრთამი რომ ვერავის მისცა, ადგა და წავიდა „ლელოში“

„გაიაშვილი მთავრობისგან ელოდა დაუმსახურებელ პრეფერენციებს, რომელსაც სააკაშვილის და შევარდნაძის მმართველობაში აღწევდა, როგორც ჩანს, ქრთამის ფასად“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

15 აგვისტო 2020, 16:36

COVID19

შესაძლოა ყაზბეგში ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ გაგრძელდეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებებში შესაძლებელია კორონავირუსზე ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ გაგრძელდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ხვალ, მას შემდეგ მიიღებენ, რაც დაბა სტეფანწმინდაში ჩატარებული ტესტირებების პასუხები გასაჯაროვდება.

სოფო კილაძე

15 აგვისტო 2020, 16:31

პოლიტიკა

სოფო კილაძე: ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? ფაქტი ჯიუტია და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს დასკვნის გაკეთება არ უჭირს

„ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს“ - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს წინა ხელისუფლების შესახებ.

მარიამ ქვრივიშვილი

15 აგვისტო 2020, 16:00

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი ჟურნალისტებს: ჩვენ მზად ვართ, მოვაწყოთ მედიატურები ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში და თავად შეაფასეთ იქ არსებული მდგომარეობა

„ღიად ვაცხადებთ და მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური ინტენსივობით, მედიატურები საქართველოში არსებულ ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში, რეგიონებში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

15 აგვისტო 2020, 15:55

სპორტი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონის ფინალური სერია 30 სექტემბერს დაიწყება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონის ფინალური სერია 30 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ NBA-ის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება კლუბებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. პირველი თამაში 30 სექტემბერს, შემდეგი მატჩები კი 2, 4, 6, 9 და 11 ოქტომბერსაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონის გამოსავლენად მეშვიდე შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო, სუპერფინალი 13 ოქტომბერს შედგება.

15 აგვისტო 2020, 15:45

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ჩაკ ნორისი

15 აგვისტო 2020, 15:37

ტაბლოიდი

ჩაკ ნორისი ალექსანდრ ლუკაშენკოს: თუ არ შეწყვეტ მოვალ და გატირებ

„სალამი. მე ჩაკ ნორისი ვარ. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა საშაზე, მეტსახელად „საშა 0%“ და „მისტერ ტარაკანი“. იცი, როცა ხახვს ვჭრი მე კი არა ხახვი ტირის. ამიტომ თუ არ შეწყვეტ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებ, ერთ-ერთ შენს რეზიდენციაში მოვალ და გატირებ“, - ამბობს მსახიობი.

15 აგვისტო 2020, 15:35

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში 43 ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან

დაბა სტეფანწმინდაში 43 ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან. გუშინ ჩატარებული ეპიდემიოლოგიური მიზნობრივი კვლევის შედეგად, სპეციალისტებმა კოვიდცენტრში თვითდინებით მისული და დაავადებულთან კონტაქტში მყოფი 43 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში შეაგროვეს, რომელთაც ახლა კორონავირუსზე PCR - ტესტირება უტარდება.

15 აგვისტო 2020, 15:30

თავდაცვა

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები რეზერვისტების დამსაქმებლებს შეხვდენენ

ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში ტერიტორიული რეზერვისტების მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ. სამხედრო ქვედანაყოფში სტუმრებს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა უმასპინძლეს.

მარიამ ქვრივიშვილი

15 აგვისტო 2020, 15:26

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: სასტუმროების დიდი ნაწილის მფლობელებს ურჩევნიათ, დაკეტილი სასტუმრო ჰქონდეთ, ვიდრე - საკარანტინო პროექტში ჩაერთონ

„არის სასტუმროების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთაც საკარანტინო პროექტში ჩართვაზე უარი განაცხადეს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.