27 ივლისი 2020, 11:47 / სანდო წყარო

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან 3-თვიანი მოწვევით შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გამოგზავნილი 3-თვიანი მოწვევით შეძლებენ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის, აჭარის მაცხოვრებლები, თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი, ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა, ისინი უკან დაბრუნებისას, ვალდებულნი იქნებიან, საკარანტინო რეჟიმი გაიარონ. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა აღნიშნული გადაადგილება, გადადინება ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და გარემოებების გათვალისწინებით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 18:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე კეთილსინდისიერების დეფიციტში, არის კომპეტენციის კრიზისი

ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე - კეთილსინდისიერების დეფიციტში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ვიდეოს ეხებოდა ევროპარლამენტიდან, სადაც ევროპარლამენტარები სწორად ვერ პასუხობენ ჟურნალისტის კითხვას, თუ სად არის რუკაზე ირანი.

16 მარტი 2026, 18:03

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 6 მილიონ ლარამდე ქონება ჩამოერთვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 18:03

პოლიტიკა

პრემიერი: ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, ნულია მათი წარმატების შანსი, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს

ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:55

პოლიტიკა

პრემიერი გერმანიის ელჩის განცხადებებზე: როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი

როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

შოთა ბერეკაშვილი

16 მარტი 2026, 17:54

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორების: „კარფურის“, „ნიკორას“, „ორი ნაბიჯის“ და „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:51

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ძალიან იაფფასიანია ეს მცდელობები

„ჩვენ ამის მცდელობებს გამუდმებით ვხედავთ. ესეც არის ერთი მორიგი მცდელობა, თუმცა დღემდე ეს მცდელობები ვერ იყო შედეგის მომტანი და მომავალშიც ვერ იქნება. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ძალიან იაფფასიანია ეს მცდელობები, რაც ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც იმ ტექსტიდან, რომელსაც ამოვიკითხავთ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:49

პოლიტიკა

პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს

ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:48

პოლიტიკა

პრემიერი: ეუთოს ანგარიშის ავტორი ცალმხრივად საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალები, ე.წ. ენჯეოები და კონკრეტული აწარმოებენ

ეუთოს ანგარიშის ავტორი ვერც ამ შემთხვევაში მალავს მიკერძოებას და ცალმხრივად საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. ენჯეოები და კონკრეტული ელჩები ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:46

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020 და 2024 წლებში ეუთო/ოდირმაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმით გააკრიტიკა

საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020 და 2024 წლებში ეუთო/ოდირმაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმით გააკრიტიკა. საარჩევნო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:45

პოლიტიკა

პრემიერი: ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა, ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო

ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

16 მარტი 2026, 17:44

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირანის დარტყმების შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს

უწყების ცნობით, სულ დაღუპულია 7 ადამიანი. მათ შორის არის საამიროების შეიარაღებული ძალების 2 წევრი, ასევე 5 მშვიდობიანი მოქალაქე - პაკისტანის, ნეპალის, ბანგლადეშის მოქალაქეები და ერთი პალესტინელი.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:44

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე, მზად ვართ, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

16 მარტი 2026, 17:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 17 მარტს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს ხვალ, 17 მარტს წარადგენს. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები 17 და 18 მარტს გაიმართება.

16 მარტი 2026, 17:38

საზოგადოება

კობა კობალაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს, 101 წელი შეუსრულდა. იუბილარი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა პირადად მოინახულეს, დაბადების დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

16 მარტი 2026, 17:38

საზოგადოება

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე: 15 -16 მარტი ესაა დღეები, როდესაც ჩვენმა გმირებმა, შეიარაღებულმა ძალებმა, მოხალისეებმა, აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ ყველას აჩვენა ის, თუ რა შეუძლია თავდადებას, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული თანამებრძოლებისა და მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:29

პოლიტიკა

პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორს ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება

ანგარიშის ავტორი წუხს იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მარგარიტა რობლესი

16 მარტი 2026, 17:28

მსოფლიო

ესპანეთმა ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარი თქვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს ის, რომ ომი ეკონომიკური მოსაზრებების მიუხედავად უნდა შეწყდეს.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ

ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა

ეუთო-ს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.