imedi /  31 ივლისი 2020, 12:40 / სანდო წყარო

ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს. ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია სწორედ აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში იწყება.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

01 ოქტომბერი 2020, 17:55

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 650 000-მდე PCR და 34 000-მდე სწრაფი ტესტი ჩატარდა

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, კორონავირუსი აჭარაში 241 ადამიანს გამოუვლინდა, გურიაში - 7, თბილისში - 62, გურიაში -56, კახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

01 ოქტომბერი 2020, 17:41

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ 19:00 საათზე გააკეთებს

თენგიზ ცერცვაძე ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა ჟურნალისტები მას ინფექციურ საავადმყოფოში 19:00 საათისთვის ელოდებიან, სადაც ის სავარაუდოდ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძემ უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 17:40

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს პორტებში ნატოს ხომალდების შემოსვლა გახშირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. მისი თქმით, შავი ზღვა მართლაც სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით.

ივერი მელაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 17:31

სამართალი

დავით-გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერ მელაშვილის ოფისში ჩხრეკა დასრულდა

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყებამ ჩხრეკა ჩაატარა. მელაშვილი 2006-2017 წლებში იყო კომისიის წევრი, ახლა კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

01 ოქტომბერი 2020, 17:28

მსოფლიო

ერდოღანი: ვაფრთხილებ მათ, ვინც სომხეთის ბანდიტურ სახელმწიფოს მხარს უჭერს - პასუხს აგებთ კაცობრიობის სინდისის წინაშე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონში მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.

01 ოქტომბერი 2020, 17:15

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 80 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 40,309 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 593 ადამიანი. ვირუსისგან 38,068 პაციენტი განიკურნა.

01 ოქტომბერი 2020, 17:14

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ყველაზე იაფი ტელევიზორი წარადგინა

ახალი ტელევიზორის სერია Smart TV A-ს ახალი მოწყობილობაა. მოდელი Smart TV A32 Xiaomi-ს ტელევიზორების ხაზში ყველაზე იაფიანია. მისი ღირებულება 799 იუანია (117$). იგეგმება თუ არა მისი მსოფლიო ბაზარზე გამოშვება, ჯერჯერობით უცნობია.

თორნიკე რიჟვაძე

01 ოქტომბერი 2020, 17:11

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის სათავეში თორნიკე რიჟვაძეა

ათეულში არიან თინათინ ზოიძე; გიორგი მანველიძე; ირაკლი ჭეიშვილი; ნადიმ ვარშანიძე; ფატი ხალვაში; დავით თედორაძე და ლადო მგალობლიშვილი. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.

თეა ახვლედიანი

01 ოქტომბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ირაკლი ბებუას დაკავება საოკუპაციო რეჟიმის არალეგალური და საგანგაშო ქმედებების გაგრძელებას წარმოადგენს

კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გალში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 17:07

რეგიონი

დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება ხვალ სრულდება.

გიორგი ვოლსკი

01 ოქტომბერი 2020, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, შევძელით მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელება

„საზოგადოება პრობლემების მიუხედავად გამოსავალს მაინც იმ პოლიტიკურ პარტიაში ხედავს, რომელმაც უზრუნველყო სტაბილურობა და მიუხედავად ათასნაირი სხვადასხვა უშველებელი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა, შევძელით განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული განათლებით დამთავრებული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დიმიტრი პესკოვი

01 ოქტომბერი 2020, 17:03

მსოფლიო

კრემლი: ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ.

მთიანი ყარაბაღი

01 ოქტომბერი 2020, 16:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ჰარი პოტერი ძეგლი

01 ოქტომბერი 2020, 16:54

კულტურა

ლონდონში ჰარი პოტერს ძეგლი დაუდგეს ⚡👓

ბრინჯაოს ქანდაკება ფილმის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ სცენას ასახავს, რომელშიც ჯადოქარი ქვიდიჩს თამაშობს. ძეგლი კინოთეატრ „ოდენთან“ დგას, სადაც 2001 წელს ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ანა მიქელაძე

01 ოქტომბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია, მათგან ორმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

საღამოს 6 საათზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა. მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია და ორი მათგანია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. „კანონმდებლობის შესაბამისად სიების შემოტანის შემდეგ იწყება გადამოწმება, დასკვნა ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 5 დღისა წარედგინება. ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში თუ სია შეესაბამება კანონმდებლობას გაატარებს რეგისტრაციაში, ხოლო თუ არ შეესაბამება, მიეცემა საშუალება გამოასწოროს ხარვეზი მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ოქტომბერი 2020, 16:31

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 16:27

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი წერს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი

კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ წარვადგინეთ სია. ეს არის 150-კაციანი სია. მასში არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე ახალი სახეები. მთლიანობაში ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი.ესეც უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატების, გარდა იმ საარჩევნო პროგრამისა რომელსაც წარვადგენთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 16:20

საზოგადოება

ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ცნობილია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.