კახა კალაძემ ჭავჭავაძეზე შექმნილი დისკომფორტისთვის მძღოლებს მოუბოდიშა და განმარტა, რომ სატრანსპორტო რეფორმა მსოფლიოს გამოცდილებით ხორციელდება
ფოტო: თბილისის მერია
ჩვენი დამოკიდებულება არ არის, რომ ვებრძვით კერძო ავტომობილებს, პირიქით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმით ყველას თანაბრად გადაუნაწილდება მიმართულებები, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერმა ბოდიში მოუხადა მძღოლებს, რომელთაც ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს გადაადგილებისას პრობლემები შეექმნათ და საცობში იდგნენ, თუმცა მან ასევე ისაუბრა იმ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომლის განხორციელებაც საზოგადოებისთვის გარკვეულად მტკივნეულია.
„მინდა ბოდიში მოვუხადო, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე გადადგილდებოდა და მას მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაე ვარ, ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ყოველდღიურად ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის და კიდევ ერთხელ, მინდა ბოდიში მოგიხადოთ“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა ვინმესთვის მერის თანამდებობა პრივილეგია იყოს, მისთვის კი დიდი პასუხისმგებლობა და თბილისელებისთვის მსახურებაა.
კალაძის განმარტებით, ხელისუფლებაში მოსვლამდე მისმა გუნდმა განაცხადა, რომ ქალაქში გაატარებდნენ რეფორმებს, რომელიც შესაძლოა მოქალაქეებისთვის მტკივნეული ყოფილიყო. მათი საარჩევნო პროგრამა 7 ძირითად საკითხზე იყო დამყარებული და წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემების მოგვარება. ერთ-ერთი იყო სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ამ მიზნით მათ მოიძიეს მსოფლიოში არსებული გამოცდილება და დაუკავშირდნენ ცნობილ კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებენ რეფორმას.
კალაძის განცხადებით, თბილისში ავტომობილების რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. თუ 2012 წელს დედაქალაქში დაახლოებით 180 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2020 წელს 600 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. კალაძემ აღნიშნა, რომ გზებს ვერ გააფართოებენ, რადგან ეს თბილისში ავტომობილების რიცხვის ზრდას წაახალისებს.
„რეფორმის შედეგებს დღეს და ხვალ ვერ დავინახავთ, მაგრამ ამ რეფორმების გატარება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი დამოკიდებულება არ არის, რომ ჩვენ ვებრძვით კერძო ავტომობილებს. მეც მყავს ავტომობილი, ჯიპი და თავად გადავადგილდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვებრძვით კერძო ავტომობილის მძღოლებს. პირიქით, ამ რეფორმით, ამ პროექტით ყველას თანაბრად გადაუნაწილდება მიმართულებები. ავტობუსს ექნება შესაბამისი ზოლები და მხოლოდ ჭავჭავაძე არ იქნება. მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები და პროექტები ყველგან განხორციელდება. შეიძლება ინფრასტრუქტურულად ეს ვერ შევძლოთ, მაგრამ დახაზვითი სამუშოები ყველგან განხორციელდება, რათა ავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება. დღის განმავლობაში ტრანსპორტით დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი სარგებლობს. ამიტომ გვინდა ეს პრობლმა მოგვარდეს და დროთა განმავლობაში ჩვენც მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 13:48
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ სექტორში შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
„2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.
21 აპრილი 2026, 13:35
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
21 აპრილი 2026, 13:32
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმიდან მიღებული პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები და რეკორდულ მაჩვენებელს, 829.8 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.
21 აპრილი 2026, 13:26
მსოფლიო
მარტა კოსის განცხადებით, ევროპას ცენტრალურ აზიასთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ.
21 აპრილი 2026, 13:24
ეკონომიკა
ნატა კვაჭანტირაძე: ტურიზმის პოზიტიურ დინამიკას ევროპული ბაზრების ზრდა და პირდაპირი ფრენები განაპირობებს
2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
21 აპრილი 2026, 13:23
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.
21 აპრილი 2026, 13:11
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას
სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ.
21 აპრილი 2026, 13:07
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ საქართველოზე ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემები, რა მიზეზით არ აქვთ შეტანილი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?!
არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?! , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
21 აპრილი 2026, 13:03
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა.
21 აპრილი 2026, 13:03
ტაბლოიდი
მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა
პოპის დედოფალი მადონა ქურდობის მსხვერპლი გახდა. პოპვარსკვლავი გასულ პარასკევს Coachella Valley Music and Arts Festival-ის მთავარ სცენაზე ჰედლაინერ საბრინა კარპენტერთან ერთად გამოჩნდა.
21 აპრილი 2026, 13:02
ჯანდაცვა
სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, გაეცნონ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, გაეცნონ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
21 აპრილი 2026, 12:59
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტისა და 9 მილიონამდე ლარის გათეთრების ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
21 აპრილი 2026, 12:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
21 აპრილი 2026, 12:57
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულის მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები
ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულის მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
21 აპრილი 2026, 12:50
თავდაცვა
პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მონიკა რენატა ბოლანიოს პერეზს უმასპინძლა.
21 აპრილი 2026, 12:23
ეკონომიკა
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა I კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 12:19
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა
2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია, - მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
21 აპრილი 2026, 12:05
საზოგადოება
სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები. წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს „ბიოქიმფარმის“ მმართველმა პარტნიორმა რატი ღოლიჯაშვილმა გააცნო.
21 აპრილი 2026, 12:02
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის მედიკამენტებზე გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერცერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებს და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700 ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.
21 აპრილი 2026, 11:58
მსოფლიო
Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება
ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, რუმენ რადევის პოლიტიკური გუნდის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.


