imedi /  11 აგვისტო 2020, 12:09 / სანდო წყარო

გრიგოლ ლილუაშვილი: შინდისის ბრძოლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ

გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

ეს არის მწარე გაკვეთილი ჩვენი ქვეყნის, ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი, რომელსაც დავიწყება არასდროს ექნება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალის მონახულების დროს განაცხადა.

„დიდება მათ სახელებს, მათ მაგალითზე მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის მძიმე დღე, მათი სულების უკვდავსაყოფად ყოველ წელს უნდა ჩამოვიდეთ და მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღეს სამხედროებმა და საჯარო პირებმა შინდისის მემორიალთან პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში 17 სამხედრო გმირულად დაეცა.

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

29 სექტემბერი 2020, 17:09

COVID19

ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსით მილიონი ადამიანის გარდაცვალება მსოფლიოსთვის მძიმე მომენტია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსით მილიონი ადამიანის გარდაცვალება მსოფლიოსთვის მძიმე მომენტია.

29 სექტემბერი 2020, 17:09

პოლიტიკა

ცესკო მარნეულის ინციდენტზე: ბრალდებები, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სხდომების შესახებ არ შეატყობინა, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება

„სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეო გადაღებას ნებართვის გარეშე, რაზეც პასუხად მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა“.

ილია მეორე

29 სექტემბერი 2020, 17:05

საზოგადოება

ილია მეორემ ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის“ წარმომადგენლები მიიღო

,,დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ ორგანიზაციის მიერ 2020 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის“ მიერ განხორციელებული პროექტის ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ მონაწილეები და გამარჯვებულები. აღნიშნულ პროექტში 40 სკოლა და 200-მდე ბავშვია ჩართული. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები რელიგიების ისტორიას, ფსიქოლოგიას ეუფლებიან. ასევე, ეცნობიან სხვადასხვა ეთნოკულტურას, რაც მოზარდებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას უყალიბებს.

29 სექტემბერი 2020, 16:58

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასება, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა „ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის პრიორიტეტია

დღეს წალენჯიხელ პედაგოგებს შევხვდი. ვისაუბრეთ მასწავლებლის ღვაწლსა და მომავალი თაობების განათლებაზე, დღეს არსებულ გამოწვევებზე. მადლობა გადავუხადე მათ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რაც მათ პანდემიის პირობებში, სრულიად დაუგეგმავად, სწავლების ონლაინპლატფორმაზე გადასვლით მოუხდათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, Facebook-ზე წერს.

ბექა ლილუაშვილი

29 სექტემბერი 2020, 16:58

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და რეგიონის ლიდერი ქვეყანაა

საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და ის არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა და უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესპანეთი, იტალია, ლატვია, ჩეხეთი და სხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მსოფლიო ბანკის კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მმართველობის ინდიკატორებს ეხება.

ირაკლი სესიაშვილი

29 სექტემბერი 2020, 16:49

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ძალიან პოზოტიური იყო ის მოლოდინები, რაც საქართველოს ნატოში რეალურ ინტეგრაციას უკავშირდება

ძალიან პოზოტიური იყო ის მოლოდინები, რაც უკავშირდება საქართველოს ნატოში რეალურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტერის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

29 სექტემბერი 2020, 16:48

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკური მოვლენად აფასებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი.

მარგარიტის სხინასი

29 სექტემბერი 2020, 16:47

პოლიტიკა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ფასეულია, რაც კიდევ უფრო მეტად მჭიდრო უნდა გახდეს და ასეც იქნება

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

ამირან სალუქვაძე

29 სექტემბერი 2020, 16:44

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: გიორგი გახარიას და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს საგარეო კურსს, ასევე, პირდაპირი გზავნილია მმართველი პარტიის ოპონენტებისადმი

„იმედია ის განახლებული მიდგომებით და სრულყოფილად განხორციელდება. ამისათვის საქართველომ დამატებითი რადარები უნდა შეიძინოს და სხვა საჭირო ზომები გაატაროს. არჩევნებთან დაკავშირებითაც მკაფიო განცხადებები გაკეთდა. რაც მთავარია, ნატო, მთელი ცივილიზებული სამყარო აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”,- წერს სალუქვაძე.

29 სექტემბერი 2020, 16:44

მსოფლიო

სუდანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა

სუდანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში 100 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა და 56 ადამიანი დაშავდა. უამინდობის შედეგად დაზარალებულ სუდანს სხვადასხვა ქვეყნები ეხმარებიან. ჰუმანიტარულ დახმარებას აგრძელებს თურქეთი და ყატარი.

29 სექტემბერი 2020, 16:43

რეგიონი

შატილის მიმართულებით 54 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია შატილის მიმართულებით გზის რეკონსტრუქცია, რომელიც მთის გზების პროეტქის ფარგლებში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი - ომალო - ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

29 სექტემბერი 2020, 16:41

პოლიტიკა

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობა გამოიკვეთა

„ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები არასწორი ინფორმაციის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაციის დისტკრედიტაციას ცდილობენ“, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

29 სექტემბერი 2020, 16:41

მსოფლიო

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და მთიან ყარაბაღში მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს

რუსეთი თურქეთს მოუწოდებს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და მთიან ყარაბაღში მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

გია აბაშიძე

29 სექტემბერი 2020, 16:40

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნატოს გენერალური მდივანი კვლავ ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია

ანალიტიკოსის თქმით, განსაკუთრებულად მნიშნელოვანი იყო პრემიერ გახარიას ინიციატივა, რომ საქართველოს ფუნქცია ახლებურად იქნას პოზიციონირებული შავი ზღვის რეგიონის ფართო განზომილებაში და ამ კონტექსტში იქნას განხილული ალიანსის შესაძლო სამომავლო ინციატივები რეგიონში.

გიორგი გახარია მარგარიტის სხინასი

29 სექტემბერი 2020, 16:37

პოლიტიკა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ევროკომისარ მარგარიტის სხინასს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მარნეული დაპირისპირება

29 სექტემბერი 2020, 16:31

რეგიონი

მარნეულში „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულში, ცენტრალური საოლქო საარჩევნო კომისიის წინ „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2020, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრემიერის ვიზიტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

„ეს ვიზიტი ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან. ევროკავშირთან დაახლოება და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენთვის მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა. იგივე ეხება სხვა მიმართულებებს, რაც უკავშირდება დასავლურ ინტეგრაციას, რაც უკავშირდება ნატოს, აშშ-ს. აქაც გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ინტენსიური მუშაობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

კახა კუჭავა

29 სექტემბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ

ვადგავართ სწორ გზას და ამ გზით ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული გზავნილები შეაფასა.

29 სექტემბერი 2020, 16:20

COVID19

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

37 მოსწავლე და 13 მასწავლებელი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავიდა და ამ ორ კლასში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. რაც შეეხება სკოლაში სასწავლო პროცესს, ჯანდაცვის სამინისტროსგან წერილობით რეკომენდაციას ელოდებიან და ამის მიხედვით გადაწყდება თუ რა ფორმით გაგრძელდება ხვალიდან სწავლა.

29 სექტემბერი 2020, 16:18

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ორგანიზაციამ გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 33 ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულთა შორის 14 სამხედრო პირია. სპეცოპერაცია ქვეყნის 10 პროვინციაში ჩატარდა. დედაქალაქ ანკარაში 15 პირია დაკავებული.