გიორგი გახარია: ჩვენი თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია მოქალაქეებსა და ხვალინდელ დღეზე, ეს არის „ქართული ოცნების“ მახასიათებელი ნიშანი
გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ რაც ყველაზე მთავარია სამართლიან ბრძოლაში. ამ სამართლის ფასი დღეს ამ ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე იციან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, აქ, ყვარელში, ილიას სახლმუზეუმიდან ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს უნდათ წარსული დაგვავიწყონ, ეს წარსული არ უნდა დავივიწყოთ და დღეს, 11 აგვისტოს, პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოს ერთიანობისთვის ყველანაირი ყოყმანის გარეშე ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გასწირეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომლებზეც უნდა მოვუყვეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია მოქალაქეებსა და ხვალინდელ დღეზე. მისივე თქმით, ადამიანი და მოქალაქე არის ზრუნვის ძირითადი საგანი და ეს ყოველთვის იყო და არის „ქართული ოცნების“ მახასიათებელი ნიშანი.
„ვინც რაც არ უნდა გვითხრას, ჩვენს წარსულს და ტრადიციებს არ დავივიწყებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლისთვის ღია არ ვიქნებით. ჩვენ ვიყურებით მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავალში, ჩვენი თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია ჩვენს მოქალაქეებზე და ხვალინდელ დღეზე. ამიტომ ყოველთვის ასე იყო, ეს არის „ქართული ოცნების“ მახასიათებელი ნიშანი, ის, რომ ადამიანი არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი, ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯერ პრობლემები ქვეყანაში ბევრია. დაგვემთხვა პანდემია - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯერ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სამუშაო ადგილები და შემდგომ უკვე ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ასევე გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა სოფლის მეურნეობაო. არა, ბატონო! სოფლის მეურნეობა და ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრაგმატულ, ეფექტიან განზომილებაში უნდა გადავიყვანოთ, უნდა მივეხმაროთ ქართველ გლეხს, რომელმაც უნდა მოიყვანოს ქართული პროდუქტი. ყველამ ხომ კარგად დავინახეთ, პირველი პრობლემა პანდემიის დროს გახდა ის, ქვეყანა საიდან და როგორ მოგვემარაგებინა პირველადი მოთხოვნის პროდუქტებით, ეს იყო პრობლემა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ადგილობრივი წარმოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ოჯახებზე, თავიანთ თავებზე, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, აწარმოონ პროდუქტი, ეს არის ის, რაშიც ჩვენ უნდა მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, შეუძლებელია ქვეყნის წარმატებაზე საუბარი, თითოეული ქართული ოჯახის წარმატების გარეშე, ამიტომ ყველამ ერთად, თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა საკუთარი და საერთო საქმე უნდა აკეთოს.
„რა თქმა უნდა, შეუძლებელია დღეს აქ ყვარელში არ ვაღიაროთ ის, რომ მუნიციპალურ დონეზეც ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. ერთხელ და სამუდამოდ ყვარლის 24-საათიანი წყალმომარაგება არის დასასრულებელი და ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გზა არის გასაყვანი, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სკოლა და საბავშვო ბაღია გასარემონტებელი ან ასაშენებელი, მაგრამ ამას ჩვენ ხომ ბოლო წლების განმავლობაში ყველანი ერთად ვაკეთებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წელი გვჭირდება შრომა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს წარმატებული, ქვეყანამ მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა თავიანთი თავი გამოავლინონ, ქვეყანა გახდეს სრულად ევროპული იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მიზანს მივაღწიოთ და ქვეყნის ერთიანობა აღვადგინოთ. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, შეუძლებელია ვილაპარაკოთ ქვეყნის წარმატებაზე თუ არ ვსაუბროთ ამავდროულად თითოეული ქართული ოჯახის წარმატებაზე. ამიტომ ჩვენ, ყველამ ერთად, თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და უნდა გავაკეთოთ საერთო საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ, ჩვენ გვყავს ყველაზე ღირსეული კანდიდატი რეგიონისთვის, ყველა შეხვედრაზე ვთქვი და აქაც გავიმეორებ. ირაკლიმ ზედმიწევნით ზუსტად იცის კახეთის პრობლემები, ამიტომ ამ ადამიანს მომზადება არ დასჭირდება, როგორც კი გავიმარჯვებთ და ავირჩევთ, ის მეორე დღიდან ვალდებული იქნება დაიწყოს ზრუნვა კახეთის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ცოტა სხვა არის, როცა შენ ხარ გუბერნატორი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ახლა კი მან კახეთის ხმა უნდა წარმოადგინოს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ ირაკლი ამას თავს გაართმევს ღირსეულად და ყვარლის მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის ხმა იქნება ხმამაღალი, ეფექტური და გასაგონი საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტიდან,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ყველა სიახლე
25 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
25 ივლისი 2026, 23:36
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე, ალპურ ბოტანიკურ ბაღში და კურორტ „ბეშუმში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათგან კურორტზე არსებული მდგომარეობის და პრიორიტეტული საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
25 ივლისი 2026, 23:27
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი" დასრულდეს
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.
25 ივლისი 2026, 23:14
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა ფესტივალის „ალოობა 2026“ ფარგლებში ფერმერთა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული ხორბლის, პურის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.
25 ივლისი 2026, 22:15
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.
25 ივლისი 2026, 20:56
რეგიონი
დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ალოობა“ აღინიშნა
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრნენ. შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.
25 ივლისი 2026, 20:49
სპორტი
ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა
დღეს ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა, გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. მოსალოდნელი უამინდობის გამო ორგანიზატორებმა განრიგი ოპერატიულად შეცვალეს, რის შედეგადაც ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ.
25 ივლისი 2026, 20:40
რეგიონი
ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს
ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს
25 ივლისი 2026, 20:05
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.
25 ივლისი 2026, 18:12
რეგიონი
დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
25 ივლისი 2026, 18:09
პოლიტიკა
სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე: ევროპას ძალიან სჭირდება შუა აზია და მისი რესურსები - ამ რესურსების გადაზიდვის ერთადერთი ჰაბი არის საქართველო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
„სამხრეთით არის ავღანეთი და ირანი, იქ რა მდგომარეობაა ამას ახსნა არ სჭირდება. ჩრდილოეთით არის მეორე მარშრუტი აბრეშუმის გზის: რუსეთი და უკრაინა, აქაც ყველაფერი გასაგებია, შეიძლებოდა ბელორუსიის გავლით, მაგრამ ბელორუსიისა და პოლონეთის ურთიერთობების შესახებაც გასაგებია, შუა აზიისთვის ერთადერთი ჰაბი არის ეს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობისთვის. ახლა ევროპას უფრო სჭირდება შუა აზია თუ შია აზიას უფრო სჭირდება ევროპა, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მინერალ-წიაღისეულ რესურსებზე წვდომა“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა.
25 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს
საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
25 ივლისი 2026, 18:02
კულტურა
„სულის მეხსიერება” - ბათუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება
წარმოდგენილია მხატვრის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის 15-მეტრიანი მონუმენტური ტილო. მხატვარი პროექტზე ერთი წელი მუშაობდა, გამოფენას ბათუმი 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
25 ივლისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი
დაკავშირებადობის კუთხით, ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
25 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ზეწოლა.
25 ივლისი 2026, 17:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადექვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ
ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძებაზე საუბრისას, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება.
25 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანას”. ,,მეთადონს’’, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
25 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ქუთაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება.
25 ივლისი 2026, 17:16
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან
სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
25 ივლისი 2026, 17:12
სამართალი
17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს
კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს ნიკა კაპანაძე, რომელსაც პატიმრობა პალატაში შეუფარდეს. ის 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ასევე პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, ოთხი მუხლითაა ბრალდებული


