კახა კალაძე: სატრანსპორტო დერეფნების მოწყობას თბილისის მერია კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გეგმავს
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
შესაძლოა ინფრასტრუქტურულად ქუჩები ისე ვერ მოვაწყოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირია, არსებული რელობიდან გამომდინარე მთელი რიგი პროექტების განხორციელება გადაგვედო, თუმცა, დახაზვითი სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება, რათა არსებულ გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უპრობლემოდ და სწრაფად გადაადგილება შევძლოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თმით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია. კერძოდ, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილების უზრუნველყოფა. ამ მიზნით მერია არაერთ პროექტს ახორციელებს.
„ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და მოწესრიგება. ამ მიმართულებით, დაწყებული გვაქვს არაერთი პროექტის განხორციელება, რომელთა შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული ავტოპარკის განახლებაა. ყველაზე მთავარი ავტობუსების სწრაფი გადაადგილებისთვის შესაბამისი დერეფნების მოწყობაა, რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროში შეუფერხებელი გადაადგილება და მთელი ქალაქის დაფარვა უნდა უზრუნველყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამ შემთხვევაში, ავტობუსზე, თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დღეისათვის მოქალაქეებს გაჩერებებზე ავტობუსში მოსახვედრად დიდი ხნის ლოდინი სჭირდებათ, რაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, მათი რეფორმის ამოცანაა, ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად მოხდეს ავტობუსების პარკის განახლებაც.
„აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მიზანია, ავტობუსმა იმოძრაოს 7-დან 15 წუთში ერთხელ. სამწუხაროდ, დღეს ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი უბნები, სადაც ავტობუსი 40 წუთში ერთხელ მოძრაობს, რაც რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ყველაფერი დროულად მოწესრიგდეს და მოქალაქეებს ქალაქში სწრაფი გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. იცით, რომ დაწყებული გვაქვს ავტობუსების შესყიდვა, რომელიც მოცულობაში იზრდება და მოსახლეობის ორჯერ მეტი რაოდენობის გადაყვანას შევძლებთ. ასევე, ვიწყებთ ქუჩების მოდერნიზებას, იმისთვის, რომ ათი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დედაქალაქის ძირითად გამზირებს მოიცავს, მოეწყოს ისე, რომ მათზე 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა შეუფერხებლად, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, 12 მეტრიანი ავტობუსები მათ შეიძინეს, მომავალ წელს კი 18 მეტრიანი ავტობუსების შეძენა იგეგმება. კალძემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „ჭკვიანი შუქნიშნების“ შესყიდვაც.
„ამ მიზნით ტენდერი გამოცხადებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებში ჩართული არიან უცხოელი ექსპერტები და სპეციალისტები, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ამ ეტაპზე, გადავდივართ სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის საკითხის დეტალურ განხილვაზე. რამდენიმე ქუჩაზე უკვე ზუსტი მოდელირება და სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ამ საკითხზე მათ პრეზენტაცია ექნებათ.
„შესაძლოა ინფრასტრუქტურულად ქუჩები ისე ვერ მოვაწყოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირია, არსებული რელობიდან გამომდინარე მთელი რიგი პროექტების განხორციელება გადაგვედო, თუმცა, დახაზვითი სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება, რათა არსებულ გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უპრობლემოდ და სწრაფად გადაადგილება შევძლოთ“, - განაცხადა კალაძემ.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მშვიდობას მოაქვს მეტი ინვესტიცია, მეტი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ყველგან არ არის სახარბიელო ვითარება და არსებობს პრობლემები , რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება და აზარალებს. შეუძლებელია, თავი დააღწიო ომისგან მიყენებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
19 აპრილი 2026, 21:04
საზოგადოება
ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ
გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა მეუფე შიოზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 21:04
პოლიტიკა
თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებზე მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების“ საფუძველზე გამოქვეყნებული „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
19 აპრილი 2026, 20:57
ეკონომიკა
თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში
უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.
19 აპრილი 2026, 20:52
საზოგადოება
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი მეუფე შიოზე: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.
19 აპრილი 2026, 20:49
პოლიტიკა
ახალგაზრდების ხმა პოლიტიკაში და დიდი რეზონანსი, რომელიც ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილის საკვანძო სიტყვას - დეპოლარიზაციას მოჰყვა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლარიზაცია - რადიკალების მასაზრდოებელი მთავარი წყარო. დეპოლარიზაცია - ჯანსაღი გარემოს განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. დისკუსია, დებატები, აზრების გაცვლა და განსხვავებული ხედვის მიუხედავად ერთად ზრუნვა სამშობლოზე - ეს არის ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე , რომელსაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.
19 აპრილი 2026, 20:44
საზოგადოება
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო
ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
პეტრე ცაავა და ანტიეკლესიური კამპანია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
როგორ სტკენდნენ გულს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მისივე სულიერი შვილები, მათ შორის ერთ დროს მაღალი იერარქი, რომელმაც თავისივე უგუნურებით განიცადა იერარქიული დაღმასვლა და დღეს არაფრით განსხვავდება რიგითი რადიკალებისგან - სინოდის მიერ დასჯილი პეტრე ცაავა ახლა უწმინდესის სულს შეურაცხყოფს და ეკლესიის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს კადრულობს.
19 აპრილი 2026, 20:34
საზოგადოება
არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ილია მეორეზე: იყო ნამდვილი მწყემსი კეთილი. ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა
ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 20:27
საზოგადოება
პატრიარქის ჯვარი - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი ერის სულიერ მამაზე, რომელიც გვასწავლიდა, რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი
ერის სულიერი მამის გარდაცვალებიდან მალე ორმოცი დღე გავა. ახლა ვდგავართ გლოვისა და სიახლის გზაჯვარედინზე - დავკარგეთ პატრიარქი და ველოდებით ახალს, ახალი ეპოქის დასაწყისს. ეს არ იქნება მზიანი ღამე, მაგრამ იქნება ისტორიული, ეპოქალური დღე, როცა ილია მეორის შემდეგ პატრიარქის ჯვარი უნდა იტვირთოს მან, ვისაც უფალი ინებებს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად.
19 აპრილი 2026, 19:19
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
19 აპრილი 2026, 19:10
სპორტი
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.
19 აპრილი 2026, 17:58
საზოგადოება
მეუფე შიო: უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო
მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
19 აპრილი 2026, 17:54
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
19 აპრილი 2026, 17:50
სპორტი
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
19 აპრილი 2026, 17:27
საზოგადოება
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
19 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირეა. სხვებისგან განსხვავებით, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს
„იმისდა მიუხედავად მოგწონთ თუ არა ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს!” - წერს ტრამპი.
19 აპრილი 2026, 17:21
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის
უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
19 აპრილი 2026, 17:16
მსოფლიო
ლუკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს
„ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი და ეს დიდი შეთანხმების თემაა. როგორც კი ამას დაბალ დონეზე მოვამზადებთ, მზად ვართ დონალდს [ტრამპს] შევხვდეთ და ამ გარიგებას ხელი მოვაწეროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
19 აპრილი 2026, 17:10
მსოფლიო
ლატვია და ლიეტუვა ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გამოაყენებინებენ
„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.


