imedi /  17 სექტემბერი 2020, 16:13 / სანდო წყარო

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოს მთავრობამ ძლიან კარგად უპასუხა კორონავირუსის გამოწვევებს, გაატარა რა საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ღონისძიება

სებასტიან მოლინეუსი

სებასტიან მოლინეუსი

მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და ვაჩვენოთ, რომ საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმამ, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

მოლინეუსი თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში მიმდინარე ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ძლიან კარგად უპასუხა კორონავირუსის გამოწვევებს, გაატარა რა საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ღონისძიება.

,,პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოციალური დაცვისა და სოციალური ზეგავლენის თვალსაზრისით; მესამე, ეს არის ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები ეკონომიკის ისეთი სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა მნიშვნელოვანი სექტორი. ამიტომ, ზოგადად, ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო მთავრობის მეირ განხორციელებული ღონისძიებები“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა.

როგორც მოლინეუსმა აღნიშნა, როდესაც ტურიზმი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 26%-ს შეადგენს, ის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი სექტორია, რომელსაც დღეს მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმის წლიური მაჩვენებელი 16-18%-ით შემცირდა, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს ტურიზმზე. დღეს ჩვენ განვიხილავთ საპასუხო ღონისძიებებს ამ უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. პირველი: მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა უსაფრთხო დანიშნულების ადგილია ამ თვალსაზრისით. მეორე - საშუალოვადიან პერიოდში აუცილებელია განვავითაროთ ციფრული ტექნოლოგიები, რათა საქართველოში ჩამოსულ ტურისტს შეეძლოს ისარგებლოს უკონტაქტო ტექნოლოგიებით, მათ შორის, ე.წ. „კარიდან-კარამდე“ ტრანსპორტირებისას, როდესაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უშუალო კონტაქტები. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს ტურიზმის სექტორის მხრიდან ინვესტირებას ციფრულ ტექნოლოგიებში“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა.

მოლინეუსი მიიჩნევს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერიოდში გაგრძელდეს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირება. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი, სხვა დეველოპერ პარტნიორებთან ერთად, ამ სამივე კომპონენტში - მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მხარს დაუჭერს საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად აუცილებელი ღონისძიებების გატარების პროცესში.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2026, 15:03

ტექნოლოგიები

რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს

Gizmodo-ს ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტებმა ცხოველს ნაღვლის ბუშტი ლაპაროსკოპიის მეთოდით ამოკვეთეს. ექსპერიმენტების მსვლელობისას, ერთ სცენარში ანდროიდი ქირურგთან წყვილში მუშაობდა, ხოლო მეორეში ორი რობოტი შეთანხმებულად მოქმედებდა. ორივე შემთხვევაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ღორები გადარჩნენ.

გიორგი ჩაკვეტაძე

21 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.

21 ივლისი 2026, 14:46

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 14:25

მსოფლიო

ირანის იერიშების შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ესკალაციის შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედროა დაშავებული. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 14:23

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანეთი და გერმანია თავდაცვითი თანამშრომლობის „ოქროს ეპოქაში“ შეაბიჯებენ

გამოცემის ინფორმაციით, გერმანია და გაერთიანებული სამეფო იმედოვნებენ, რომ 2034 წლისთვის ექნებათ მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ვლადიმერ პუტინის სამხედრო მარაგების განადგურებას შეძლებენ.

21 ივლისი 2026, 14:21

სამართალი

პროკურორი კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე: ყველა მიმართულებით ამომწურავად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა

ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზე ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, - განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა ბექა ნათელაურმა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.

21 ივლისი 2026, 14:20

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძe: აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია

აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, აღნიშნული ინიციატივის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

21 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინაში კიდევ 4 ბავშვი დაშავდა

უკრაინის ქალაქ სუმში რუსულმა დრონებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ცენტრი დააზიანა. დაშავდა 6 ადამიანი მათ შორის 4 ბავშვია. რუსული თავდასხმის გამო, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა.

გიორგი ჯინჭარაძე

21 ივლისი 2026, 13:45

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მიზნით კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

21 ივლისი 2026, 13:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული

მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

დეივიდას მათულიონისი

21 ივლისი 2026, 13:01

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი: ევროკავშირის ენთუზიაზმი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ სუსტდება

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან სწორედ ახლაა საჭირო სანქციების როგორც შენარჩუნება, ისე გაძლიერება. ნამდვილად ჩანს, რომ თვითონ რუსეთის პოზიციაში გარკვეული მერყეობა შეინიშნება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა.

21 ივლისი 2026, 12:57

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

21 ივლისი 2026, 12:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის მხრიდან ერთმანეთს დაემთხვა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ ეხმაურება ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

21 ივლისი 2026, 12:53

რეგიონი

სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 12:53

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: გერმანიის წინა ელჩის წასვლასთან ერთად გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ აღვადგინოთ ორმხრივი ურთიერთობები და დავაბრუნოთ ცივილური დიალოგის ფარგლებში

„იმედია ეს ნაბიჯები გაგრძელდება, ჩვენი მხრიდანაც თუ რაიმე იქნება საჭირო, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ დინამიკას ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს ვისი ბრალეულობა იყო, ის რომ დღეს ურთიერთობები ჩიხურ მდგომარეობაშია, ფაქტი ერთია, წინა ელჩის წასვლასთან ერთად, რამდენიმე დღეში ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

21 ივლისი 2026, 12:50

საზოგადოება

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრში გამართულ „ოფიცრის/მიჩმანის მორიგეობის საკვალიფიკაციო“ და „სწრაფმავალი კატარღის მართვის“ სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა.

21 ივლისი 2026, 12:48

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

თამთა მეგრელიშვილი

21 ივლისი 2026, 12:41

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ

ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენებას ეხმიანება.

21 ივლისი 2026, 12:35

საზოგადოება

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

21 ივლისი 2026, 12:30

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სანამ ზოგიერთი კვლავ სოციალურ ქსელებსა და ტელესტუდიებში ყოველ ცალკეულ კრიმინალურ ეპიზოდს აგემოვნებს და ქართულ ეკონომიკას „ასაფლავებს“, თავად ეკონომიკა მშვიდად ზრდის ექსპორტს, იზიდავს ტურისტებს, იძენს ახალ ფინანსურ ფუნქციებს

„ძალიანაც რომ მოინდომო, ქვეყანაზე ნეგატივის ტირაჟირებით დაკავდე - ხელში შეგრჩება ან „სვანეთის ქეისი", ან „თელავის ეპიზოდი". გაცილებით ხელმისაწვდომია პოზიტიური „ნიუსების" დინამიკა, რომელიც ფსიქოლოგიურად დაზიანებული ცნობიერებისთვის გაუსაძლისად გამაღიზიანებელია. მაგრამ, კლინიკაშიც კი, სწორება არა პროზექტურის, არამედ საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებულების გამოწერაზე უნდა კეთდებოდეს. ნორმალურების რაოდენობა ქვეყანაში ჯერ კიდევ დამაიმედებელია, ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელოთ“.