27 სექტემბერი 2020, 13:32 / სანდო წყარო

თბილისსა და რეგიონებში ცხოველების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია. ახალი კორონავირუსით (COVID-19) შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისათვის დადგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება (28 სექტემბერი ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის ვაქცინის შემქმნელის ლუი პასტერის გარდაცვალების დღეა). მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა. საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წლიდან შეუერთდა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად აღინიშნება.

სააგენტოს ვეტერინარები ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებენ შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაციას; მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას საშიში ინფექციური დაავადებისა და მისი პრევენციის შესახებ.

ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ხოლო ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინფექციის კერაში იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.

მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 210 000 ცხოველი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები 2012 წელთან შედარებით 63%-ით არის შემცირებული.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს და, საჭიროების შემთხვევაში, ყველა მსურველს შეუძლია, დაუკავშირდეს სააგენტოს რეგიონულ და რაიონულ ოფისებს.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება. ცოფთან ბრძოლის გლობალური ალიანსის მონაცემებით, ცოფისაგან ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ ადამიანებისა და მისი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 16:32

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა ფორმატებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს.

დიმიტრი პესკოვი

10 სექტემბერი 2026, 16:29

მსოფლიო

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 16:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის

„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში.

10 სექტემბერი 2026, 16:03

რეგიონი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

ლევან კოჭლოშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:44

პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანიპულაციაა.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში

„ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

10 სექტემბერი 2026, 15:27

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც საქართველო შეუერთდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მარიამ ქვრივიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:19

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა.

10 სექტემბერი 2026, 15:13

მსოფლიო

გერმანული მედია: ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს

გერმანული მედიის ცნობით, ბრიუსელი, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას განიხილავს.

10 სექტემბერი 2026, 15:03

ტაბლოიდი

ახალაღმოჩენილ მწერებს სახელები ტეილორ სვიფტისა და მისი ალბომების პატივსაცემად დაარქვეს

ახალაღმოჩენილ მწერების სახეობას ტეილორ სვიფტის, კიდევ სამს კი მისი ალბომების პატივსაცემად დაარქვეს სახელები. Swiftiephylus - ასე უწოდეს ბაღლინჯოების ოჯახში შემავალ მწერების გვარს, რომელიც რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მათ ამ მწერების 12 ახალი სახეობა იპოვეს, რომლებიც ავსტრალიის ტერიტორიაზე ბინადრობენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 სექტემბერი 2026, 14:57

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, ზოგიერთი კითხულობდა, რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია - იგივე არჩევანი კვლავ ჩვენს წინაშეა, რადგან კოსმოსი ახალ ეპოქაში შედის

როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, 25 წელზე მეტი ხნის წინ, რა თქმა უნდა, ზოგიერთი კითხულობდა, საერთოდ რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა პარიზში, კოსმოსის საკითხზე პირველ საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

10 სექტემბერი 2026, 14:55

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

გიგა ავალიანის საქმეზე, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს.

10 სექტემბერი 2026, 14:55

საზოგადოება

ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.

10 სექტემბერი 2026, 14:55

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას CIFTIS -2026 ესწრება, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი

პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს.

კაია კალასი ჟან-ნოელ ბარო

10 სექტემბერი 2026, 14:54

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირი საგარეო პოლიტიკისთვის ბრძოლის ზღვარზე იმყოფება

Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილ სამიტზე კაია კალასისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მომავლის საკითხს განიხილავენ.

გიორგი გაბუნია

10 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?! - მათ ჩათვალეს, რომ სააკაშვილი დასრულებულია მათთვის, როგორც ლიდერი. ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ერთგვარი წამყვანი ლიდერის როლი აჩვენონ

გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?!, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის კომენტირებისას.

10 სექტემბერი 2026, 14:48

სამართალი

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე ვამეხ ძებნიაური 1500 ლარით დააჯარიმეს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მან სამართალდარღვევა აღიარა

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე ვამეხ ძებნიაური 1500 ლარით დააჯარიმეს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მან სამართალდარღვევა აღიარა.

10 სექტემბერი 2026, 14:42

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში დააკავეს მამაკაცი, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მოსკოვში ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

10 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროკავშირზე: ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ

ჯერ დაკარგეს რუსეთი, მერე - ჩინეთი, ახლა, როგორც ჩანს, ამერიკაც დაკარგეს და საკუთარ პარტნიორებსაც კარგავენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

10 სექტემბერი 2026, 14:36

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება. რასაკვირველია, აქ ჩვენ უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი უნდა წარმოვაჩინოთ

საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.