imedi /  28 სექტემბერი 2020, 17:43 / სანდო წყარო

თინათინ ბერძენიშვილი ოპოზიციის ინიციატივაზე: ეს აზიანებს მედიაგარემოს და აზარალებს დემოკრატიის მთავარ, ფუნდამენტურ პრინციპებს

თინათინ ბერძენიშვილი

თინათინ ბერძენიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება. თინათინ ბერძენიშვილის თქმით, პოლიტიკოსების ნაწილის ინიციატივა საზმაუს გაუქმების შესახებ, თავისუფალ მედიაზე შეტევაა. ბერძენიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიმართავს და სთხოვს ამ პროცესს დააკვირდნენ.

„გვაქვს პრეტენზია, რომ არჩევნები გავაშუქოთ მიუკერძოებლად, დაბალანსებულად და პლურალისტურად, რაც მთავარია. ამიტომ, ეს აზიანებს მედიაგარემოს, არა მარტო მედიაგარემოს. ვფიქრობ, რომ აზარალებს დემოკრატიის მთავარ, ფუნდამენტურ პრინციპებს. ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირებისასაც და მათ შორის მათაც მოვუწოდებდი თავი შეიკავონ ამ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი თავდასხმებისგან. ეს შეიძლება იყოს აღქმული როგორც დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა, მათ შორის ჟურნალისტების დაშინება. მინდა ვთხოვო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ დააკვირდეს ამ პროცესს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის იყოს ანგარიშვალდებული არა პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების წინაშე და ეს ასე იქნება. დაბოლოს, ეს არის ევროპული მოდელი, ეს არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ამას ყველამ უნდა ვცეთ პატივი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვის სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა გუშინ, ნახიდურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააჟღერა. ის პირველი არხის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა, რომელსაც პასუხი არ გასცა და შემდეგ თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაიხუროს. მოგვიანებით მისი შეხედულება სხვა ოპოზიციონერებმაც გაიზიარეს.

ყველა სიახლე

30 მარტი 2026, 12:58

ეკონომიკა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები „Alimentaria 2026“-ზე წარდგნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით 9 ქართულმა კომპანიამ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Alimentaria მიიღო მონაწილეობა.

30 მარტი 2026, 12:58

პოლიტიკა

დავით გაბაიძე გადადგა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე გადადგა.

30 მარტი 2026, 12:54

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

30 მარტი 2026, 12:46

საზოგადოება

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე“ პრემიერა გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“, საავტორო სპექტაკლის - „მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

30 მარტი 2026, 12:45

ეკონომიკა

აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

მთიანი აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიით პოლონელი ვიზიტორები დაინტერესდნენ. ვროცლავის გამოფენის ფარგლებში, სადაც რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გაუწია პოპულარიზაცია, ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი მთიანი აჭარის მრავალფეროვანმა ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 მარტი 2026, 12:41

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

30 მარტი 2026, 12:38

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდნენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

30 მარტი 2026, 12:38

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წიაღის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

30 მარტი 2026, 12:36

მსოფლიო

თეირანმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების სარდლის დაღუპვა დაადასტურა

„გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებულ სააგენტო Tasnim-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანგსირი კუნძულებისა და სანაპიროების თავდაცვითი ფარის გაძლიერებას აორგანიზებდა და „მიყენებული ჭრილობების სიმძიმის გამო“ გარდაიცვალა.

30 მარტი 2026, 12:25

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მიწის რესურსების მონაცემთა ბაზა სახელმწიფოსა და ბიზნესს რისკების შემცირებაში დაეხმარება

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით შექმნილი მიწის ფონდის შესახებ მონაცემები მაღალ სანდოობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის მიწის რესურსების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს, - ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

Artemis 2-ის ეკიპაჟი

30 მარტი 2026, 11:49

ტექნოლოგიები

მისია Artemis 2 სტარტს მიმდინარე კვირას აიღებს🚀

10-დღიანი მისიის ფარგლებში 4 ასტრონავტი (აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე) მთვარეს წრეს დაარტყამს. მისიის მთავარი ამოცანაა კოსმოსური ხომალდ „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.

30 მარტი 2026, 11:45

ეკონომიკა

სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას გაზრდილი ბიუჯეტით ახორციელებს

2026 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თითოეული დამზღვევისათვის სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-ს დააფინანსებს, რაც ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

30 მარტი 2026, 11:33

მსოფლიო

ევროპაში 12 ტონა შოკოლადი მოიპარეს🍫

Nestlé-ში მომხდარს ირონიით გამოეხმაურნენ და ბრენდის სარეკლამო სლოგანი გააშარჟეს: „ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ადამიანებს, შეესვენათ და მიერთვათ KitKat-ი, მაგრამ, როგორც ჩანს, ქურდებმა ეს ზედმეტად სიტყვასიტყვით გაიგეს“.

30 მარტი 2026, 11:24

მსოფლიო

რუსეთში აცხადებენ, რომ Puma-ს ქვეყანაში 4 სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია სურს

მათი ცნობით, სავაჭრო ნიშნების „King“, „Король“ და ბრენდული ზოლების რეგისტრაციის განაცხადები უწყებაში 27 მარტს შევიდა. წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანია ამ სავაჭრო ნიშნების ქვეშ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, ჩანთების, თავსაბურავებისა და ტანვარჯიშის ინვენტარის გაყიდვას შეძლებს.

30 მარტი 2026, 11:20

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

30 მარტი 2026, 11:10

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს

ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

30 მარტი 2026, 11:06

მსოფლიო

აშშ პარტნიორებთან ერთად პანამაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

წვრთნაში, რომელიც რეგიონში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ არის მიმართული, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, მექსიკა, სალვადორი, გვატემალა და ურუგვაი მიიღებენ მონაწილეობას.

ლადო სადღობელაშვილი

30 მარტი 2026, 11:00

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ბოკერიას ფოტოზე: თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული გიგა ბოკერია თანამოაზრეებთან ერთად? მართლმადიდებელ მრევლს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში!

აბა თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს ახალგაზრდა გიგა ბოკერია თავის თანამოაზრეებთან ერთად? არ დაგღლით მარჩიელობით და გეტყვით - მართლმადიდებელ მრევლს! მრევლს რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი და აქვეყნებს გიგა ბოკერიას ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ მას ხელში ქვები უჭირავს.

30 მარტი 2026, 10:56

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძემ და სააგენტოს ვეტერინარებმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, - ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

30 მარტი 2026, 10:49

ეკონომიკა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობით გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს.