imedi /  30 სექტემბერი 2020, 16:17 / სანდო წყარო

ჩინეთის საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავს ვირტუალურად აღნიშნავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ჩინეთის საელჩომ სპეციალური ვებგვერდი შექმნა, რომელიც 30 სექტემბერს ოფიციალურად ამუშავდა.

ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის ელჩმა - ლი იენმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელეს.

ჩინეთის ელჩმა 71 წლის წინ ჩინეთის მიერ დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების მოპოვება და 71 წლის განმავლობაში ქვეყნის მშენებლობისა და ეროვნული აღორძინების უჩვეულო ისტორია გაიხსენა. მან აღნიშნა, რომ 2020 წელს ჩინელი ხალხი კიდევ ერთი გამოცდის - ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდა. ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად უწყობს ხელს და როგორც პასუხისმგებლიანი, დიდი სახელმწიფო მოვალეობას საკუთარ თავზე იღებს.

ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება, სხვადასხვა დონეზე კავშირები დღითიდღე იზრდება, საქმიანი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობა წინ მიიწევს, ჰუმანიტარული კავშირებიც მუდმივად ღრმავდება, წელს ეპიდემიის წინააღმდეგ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლით ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა. ჩინური მხარე მზადაა საქართველოსთან ერთობლივი ძალისხმევით ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად და ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის მეტი კეთილდღეობის მისაღწევად.

ვიცე-პრემიერმა - მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით ჩინელ ხალხს სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 71-ე წლისთავი მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ძალიან აფასებს იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ჩამოყალიბდა. მან გაიხსენა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს კარგად ახსოვს, რთულ პერიოდში ჩინეთი საქართველოს მხარში დაუდგა და დაეხმარა. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, რაც ქართველ და ჩინელ ხალხს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება. ცოტა ხნის წინ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს, ჩინეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით პანდემიას მალე დავამარცხებთ და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს.

ჩინელ ხალხს, ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ვიდეო მილოცვები ასევე გაუგზავნეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით საგანელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა - არჩილ კალანდიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა - მალხაზ გულაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - გიორგი ვერულიძემ, თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა - გიორგი ამილახვარმა, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა - მარინე ჯიბლაძემ, პოლიტიკის, განათლების, მედიის და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა.

კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო, ჩინეთის საელჩო საქართველოში ეროვნულ დღესასწაულს ვირტუალური ფორმით პირველად აღნიშნავს.

ყველა სიახლე

სუჰაილ შაჰინი

22 სექტემბერი 2021, 01:40

მსოფლიო

„თალიბანი“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართავს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

22 სექტემბერი 2021, 01:15

საზოგადოება

პატრიარქი ილია მეორე ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოში წირვას დაესწრო. ვიდეო

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ საქართველოს საპატრიარქოში წირვა აღევლინა. მსახურების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ დალოცა და დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა და მეოხება!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სი ძინპინი

22 სექტემბერი 2021, 01:09

მსოფლიო

ჩინეთი მიმდინარე წლის ბოლომდე სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების 2 მილიარდი დოზის მიწოდებას გეგმავს

ჩინეთი მიმდინარე წლის ბოლომდე სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების 2 მილიარდი დოზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 00:51

ტაბლოიდი

უკრაინაში საფეხბურთო მატჩი ჯერ ორმა ძაღლმა, შემდეგ კი ცხენმა შეაჩერა🐕🐕🐴ვიდეო

შეხვედრა სოფელ ნიჟნიე მლინიში გაიმართა. პირველ ტაიმში, 41-ე წუთზე მოედანზე ორი ძაღლი შევარდა. ფეხბურთელებმა მათი მინდვრიდან გაყვანა მოახერხეს. თუმცა მეორე ტაიმზე, 59-ე წუთზე ძაღლების ნაცვლად ფეხბურთელებს ცხენი შეუერთდა, რომელსაც ასევე მოუწია მოედნის დატოვება.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

22 სექტემბერი 2021, 00:25

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: მეგის ქარდავას თავად მისი გუნდის წევრები უარყოფენ, მე რაც მასზე მესმოდა, ეს იყო ყველაფერი ცუდი

„მე რა უნდა გითხრათ?! თავად მისი გუნდის წევრები უარყოფენ მის ყოფნას! მე რაც მესმოდა, ეს იყო ყველაფერი ცუდი. მესმის, ისიც ადამიანია, მაგრამ თავდაცვის სამინისტროში მას ძალიან ბევრი ცოდვები აქვს ჩადენილი. როდესაც პოლიციის შენობაში შევედი, ლამის, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, კორიდორებში მოსიარულე სულები გეგებებოდნენ. იქ იყო გარკვეული კამერები - სამხედრო პოლიციის ტერიტორიაზე იყო დროებითი დაკავების საკნები, სადაც სადამსჯელო ღონისძიებები ტარდებოდა. ეს იყო ძალიან რთული სანახავი, როდესაც 2012 წელს იქ მივედი. შემდეგ, ეს ისტორიები, რასაც ჰყვებოდნენ, ეს არის საშინელება. სასამართლოს აქვს უკვე თავისი გადაწყვეტილება მიღებული. რა ვიცი, რა გითხრათ! არაფერი კარგი არ გამიგია“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

22 სექტემბერი 2021, 00:18

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ვერცერთი ჯარისკაცი ვერ იტყვის, რომ მათ ვინმე მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემას აიძულებს

არჩევნების დღეს ჯარისკაცებს მაქსიმალურად ვუშვებთ სახლში, რათა ყველა ჯარისკაცმა საკუთარი. კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს. მე თავად ვიყავი თავდაცვის ძალების მეთაური და კარგად ვიცი, როგორ მიდიოდა ეს პროცესი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

მუნ ჩჟე ინი

22 სექტემბერი 2021, 00:16

მსოფლიო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ფხენიანს, სეულსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი აღდგება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჩჟე ინი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ფხენიანს, სეულსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი აღდგება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ლიდერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

22 სექტემბერი 2021, 00:08

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ავღანეთში „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ წააგო არჩევნები, მაგრამ ვერავინ მეტყვის, რომ რომელიმე მეთაური ან ჯარისკაცი დაისაჯა ამის გამო

როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთე, ამას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ინფორმაცია, რომელიც მე გავავრცელე, არის 0,001% იმისა, რაც ზოგადად ვიცი. რომ არ გამოსულიყო ყოფილი პრეზიდენტი და არ მიემართა ჯარისკაცებისთვის, მე ამაზე არ ვისაუბრებდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 23:59

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ქუთაისის ტორპედოზე ნიუსი დაწერეს, კუჭავა საარჩევნოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას დაჰპირდაო

დღეს არცერთ ქართულ გუნდს არ აქვს შანსი, ლიგის ეტაპზეც კი გავიდეს. ესაა რეალობა. ეს იყო ხუმრობით ნათქვამი „ქუთაისის „ტორპედოზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „არჩევნები 2021“ განაცხადა. გადაცემის წამყვანმა კუჭავას რეგიონებში კანდიდატების წარდგენის დროს გაკეთებული განცხადებები შეახსენა, რომელთა გამოც ზოგიერთ შემთხვევაში იგი გააკრიტიკეს. კერძოდ, ასპინძის ტურისტული პოტენციალისა და ტორპედოს ჩემპიონთა ლიგაში პერსპექტივის გამო.

ებრაჰიმ რაისი

21 სექტემბერი 2021, 23:55

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ბირთვულ იარაღს ირანის თავდაცვის დოქტრინაში ადგილი არ აქვს

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღს ირანის თავდაცვის დოქტრინაში ადგილი არ აქვს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

21 სექტემბერი 2021, 23:54

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩემთვის ეს არჩევნების რეფერენდუმია, ხომ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ არავის წარმოვადგენთ?

„მაგალითად, „ქართული ოცნება“ და გახარია. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 40% და გახარიამ მიიღო 8%. სიტყვაზე ვიძახი. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება მექანიკურად დაინახო, რომ შარლ მიშელის ის 43%-იან ზღვარს ქვემოთ არის „ქართული ოცნება“, მაგრამ შენთვის ხომ გასაგები არის, რომ ამ ორი პარტიის ჯამი 48%-ს გაძლევს, რა შედეგსაც წინა არჩევნებზე შენ აპროტესტებდი გაყალბების გამო. აქედან გამომდინარე, არ გრჩება იმის არგუმენტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნები გააყალბა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

21 სექტემბერი 2021, 23:47

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ფარული მოსმენების პრობლემა არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა კავშირისგან გადმოგვეცა

ჩემი და „გირჩის“ დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ფარული მოსმენების პრობლემა დღევანდელი არაა, არც წინა ხელისუფლების დროინდელია. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ერთსაუკუნოვანი ისტორიაა, მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა კავშირისგან გადმოგვეცა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: 43%-იანი ბარიერი პრობლემა არ იქნება, ამას მოწმობს ის განწყობები, რომელსაც რეგიონებში ვხედავთ

„ძალიან მარტივია გამოხვიდე და აკრიტიკო, როდესაც ეს წინასაარჩევნოდ გაწყობს. ძალიან ბევრი ტყუილიც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ჩემთან მიმართებაშიც. ატრიალებდნენ რაღაცას, თითქოს მე ვთქვი. ამას ხომ მოსახლეობა ხედავს. ეს არის ის რეალობა, რომელიც საბოლოოდ ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. სანამ იმას არ მიხვდებიან, რომ მეორე დღეზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ იმაზე, როგორ ჩაატარონ არჩევნები წარმატებულად, ვერ მოიგებენ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 23:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: თუ ოპოზიცია ისევ გამოაცხადებს ბოიკოტს, თვითონვე წააგებს

„ისევ თვითონ წააგებენ ამით. გავიხსენებ ისტორიას, თუ ისევ გამოაცხადეს ბოიკოტი, განმეორდება ისევ ის, რაც მანამდე იყო. ყველა მოუწოდებდა: „ქუჩიდან საქმეს ვერ გააკეთებთ. დამთავრდა ქუჩის დრო. შედით პარლამენტში, გამოიყენეთ თქვენ მიერ მოპოვებული მანდატები და შესაბამისად იმოქმედეთ საპარლამენტო მანდატს გამოყენებით“. იგივეს იტყვიან ხვალაც“, - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

კახა კუჭავა: 43%-იანი დათქმა აღარ არსებობს, ეს საკითხი უკვე გადაიფურცლა, ქართველი ხალხი აირჩევს მერს და საკრებულოს წევრებს

„ვინმე სერიოზულად იღებს იმას, რომ არჩევნები, სადაც უნდა აირჩეს ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგალითად ბაღდადში, შეიძლება ეს იყოს რეფერენდუმი? დასრულდა, 43%-იანი დათქმა აღარ არსებობს მარტივი მიზეზის გამო - ისინი 100 დღე არ შეუერთდნენ შეთანხმებას. 100 დღე ელოდა საზოგადოება და არა მხოლოდ „ქართული ოცნება“. ისინი არა მხოლოდ ხელს არ აწერდნენ, სპეკულირებდნენ - თქვენ რატომ არ ასრულებთ იმ შეთანხმების პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი არ მოვაწერეთო. ეს საკითხი უკვე გადაიფურცლა. ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს, რომელიც დაკავშირებული იქნება მერისა და საკრებულოს წევრების არჩევასთან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 23:32

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ამ 4-5 თვის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარლამენტში ვინმეს უპირატესობა მივანიჭე ან ვინმე დაიჩაგრა

სხდომის წაყვანისას უნდა ვიყო დაბალანსებული, რათა არცერთ უფრაქციო დეპუტატს თუ რომელიმე ფრაქციის წევრს არ მიენიჭოს უპირატესობა გარკვეული პოლიტიკური ნიშნის გამო. მე მგონია, რომ ამ 4-5 თვის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც ვინმემ შეიძლება თქვას, რომ მე ვინმეს უპირატესობა მივანიჭე ან ვინმე დაიჩაგრა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 23:29

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სამწუხაროა, რომ დღეს ქალაქში მსგავსი ბანერებია გაკრული, თუმცა არის გარკვეული შემკვეთი, რომელმაც გამოიყენა ეს უფლება

სამწუხაროა, რომ დღეს ქალაქში მსგავსი ბანერებია გაკრული, თუმცა არის გარკვეული შემკვეთი, რომელმაც გამოიყენა ეს უფლება და მსგავსი პლაკატები გააკრა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გადაცემაში „არჩევნები 2021“, ე.წ. სისხლიან ბანერებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბანერები ქალაქში იმის გამო რჩება, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 23:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა სავარაუდო ჩანაწერებზე: ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

„ბევრი კითხვა არსებობს. ფაქტი ერთია - ეს ის საკითხია, რომლის ასე დატოვება, ჩემი აზრით, შეუძლებელია. თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. პასუხები თუ არ გაეცა კითხვებს, რომლებიც საზოგადოებისთვის დარჩება ღიად, რა თქმა უნდა, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობას შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ რიგგარეშე სხდომა, შეუძლიათ საგამოძიებო კომისია შექმნან და ბევრი სხვა ქმედება ჩაატარონ, რომლითაც შეეცდებიან დაადგინონ სიმართლე“, - განაცხადა კუჭავამ.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 23:19

პოლიტიკა

კახა კალაძე ნიკა მელიას, რომელმაც დებატები დატოვა: მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი

მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მერობის 16 კანდიდატს შორის მიმდინარე დებატები დატოვა.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 23:13

პოლიტიკა

კახა კუჭავა დმანისის ინციდენტზე: არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის აქტივისტია, რეაგირება უნდა იყოს შესაბამისი

ერთია დაპირისპირება, მეორე კი დანაშაული და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა. მე არ ვიცი, მიზეზი რა იყო, მაგრამ დამდგარი შედეგია ორი დაჭრილი ადამიანი. ამას არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დაადგენს ბოროტმოქმედების ვინაობას და შესაბამისი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.