02 ოქტომბერი 2020, 15:13 / სანდო წყარო

დავით სერგეენკო: სახელმწიფოს ვალია, მონიტორინგი გაუწიოს სამედიცინო სერვისების ხარისხსა და ხარჯთეფექტურობას

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლისა და ხარჯთეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ საუბრობს და ხაზს უსვამს ორ საკითხს: „ერთი საკითხია, სამედიცინო ინდუსტრიისკენ რა ბიუჯეტი მიემართება, ხოლო მეორეა, რა მეთოდოლოგიით ხდება სერვისების ანაზღაურება“.

მისი განმარტებით, ასეთი მეთოდოლოგია რამდენიმეა მსოფლიოში, თუმცა ევროკავშირი და ავსტრალია იყენებენ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდს.

„ჩვენ როდესაც 2013 წელს დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, დავაფუძნეთ მეთოდოლოგია, რომელიც თავის თავში მოიცავს იმ პროცესების პრევენციას, რომელშიც ხელოვნურად და დაუსაბუთებლად მოხდებოდა კლინიკების მიერ სერვისების ღირებულების ზრდა. ჩვენ მიერ დანერგილი სისტემა არ აძლევდა კლინიკებს სამედიცინო სერვისის ღირებულების ხელოვნულად გაზრდის საშუალებას. კლინიკას შეუძლია პირობითად სამედიცინო მომსახურებაზე დააწესოს 10-ჯერ მეტი ფასი, ვიდრე არის მისი საბაზრო ღირებულება, მაგრამ ანაზღაურების სისტემა, ამ სერვისის საფასურს გამოიყვანს ბაზარზე არსებული ფასების საშუალო ღირებულებით და აანაზღაურებს მხოლოდ ამ პრინციპის მიხედვით, და არა იმ საფასურს რაც კლინიკამ მოითხოვა“, - აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

აქვე დავით სერგეენკო ასახელებს ორ გამოწვევას, რაც სისიტემას ჰქონდა. მისი განცხადებით, ასეთი სისტემა მოიცავს ორ მინუსს, რომელიც 2012 წელს უკვე იცოდნენ და დაიწყეს მუშაობა, რომ ევროპული მოდელის, დიაგნოზთან შეჭიდული მეთოდის იმპლემენტაცია განეხორციელებინათ. ამ პროცესს 4-დან 7 წლამდე დრო სჭირდებოდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უკვე მივიდა ამ ეტაპამდე და მართალია, ჯანდაცვის სისტემაში გასაშუალოებული ფასები ისევ იქნება, თუმცა უფრო არგუმენტირებულად დასაბუთებული.

„მეორე საკითხი კი შემდეგშია - თუკი დღეს სამედიცინო ჩარევების ჩამონათვალის რაოდენობა 15 ათასია და საქართველოში ერთ წელიწადში გვაქვს 13 მილიონზე მეტი ვიზიტი ექიმთან და სისტემა ვალდებული იყო ყველა ეს შემთხვევა გაეკონტროლებინა და ინდივიდუალურად შეესწავლა. ახალ სისტემაზე გადასვლით 15 ათასი სამედიცინო მანიპულაციის ჩამონათვალი იკუმშება 445-მდე, რითაც ჩქარდება ბიზნესპროცესები. შედარებისთვის, თუ ძველი სისტემით კლინიკებთან ანგარიშსწორებისთვის არსებობდა 3/თვიანი ვადა, ეს პროცესი შემცირდება 2 კვირამდე. ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება დარგისთვის“, - განმარტავს დავით სერგეენკო.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2024, 02:50

LIVE ისრაელი

ისრაელის პრემიერის ოფისი: ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმაზე იქნება მტკიცე და მკაფიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ოფირ გენდელმანმა განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმაზე იქნება მტკიცე და მკაფიო.

14 აპრილი 2024, 02:43

LIVE ისრაელი

მედია: ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული დრონი უკვე ჩამოგდებულია

ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული დრონი უკვე ჩამოგდებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 02:32

LIVE ისრაელი

გაეროში ირანის მისია: ისრაელზე თავდასხმა შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს

გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმა შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2024, 02:27

LIVE ისრაელი

ბორელი: ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ისრაელზე ირანის თავდასხმას ეხმაურება.

14 აპრილი 2024, 02:22

LIVE ისრაელი

ისრაელური მედია: ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო

ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ჰადას მეიცადი

14 აპრილი 2024, 02:17

LIVE ისრაელი

ჰადას მეიცადი: ისრაელი ძლიერი და გამძლეა. ის არასდროს არის მარტო. მადლობას ვუხდით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ჩვენთან დგომისთვის

ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა, დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი წერს. „ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა, დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე. ისრაელი ძლიერი და გამძლეა. ის არასდროს არის მარტო. მადლობას ვუხდით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ჩვენთან დგომისთვის“, - აღნიშნავს ელჩი.

მოჰამედ რეზა აშტიანი

14 აპრილი 2024, 02:11

LIVE ისრაელი

ირანის თავდაცვის მინისტრი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისრაელს გაუხსნის თავის საჰაერო სივრცეს ირანზე თავდასხმისთვის, მიიღებს მტკიცე პასუხს

ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამედ რეზა აშტიანიმ განაცხადა, რომ თეირანი მტკიცედ უპასუხებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავის საჰაერო სივრცეს გახსნის ირანზე ისრაელის თავდასხმისთვის.

14 აპრილი 2024, 02:03

LIVE ისრაელი

ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 აპრილი 2024, 01:59

LIVE ისრაელი

ტრამპი ისრაელზე ირანის თავდასხმაზე: ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელზე ირანის თავდასხმას ეხმაურება.

14 აპრილი 2024, 01:51

LIVE ისრაელი

ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტის თანამშრომლის, შალვა ომიაძის ინფორმაციით, აეროპორტი ამ წუთებში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ბენ გურიონის აეროპორტი ამ წუთებში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ „იმედინიუსს“ აეროპორტის თანამშრომელმა შალვა ომიაძემ აცნობა.

რიში სუნაკი

14 აპრილი 2024, 01:43

LIVE ისრაელი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაგმო ირანის უგუნური თავდასხმა ისრაელზე.

დიანა გოგბერაშვილი

14 აპრილი 2024, 01:43

LIVE ისრაელი

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი: კლინიკის მენეჯმენტისგან მივიღეთ გაფრთხილება, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ, შეიძლება ნებისმიერ წამს გამოგვიძახონ - მოლოდინის რეჟიმში ვართ, რაც ძალიან რთულია

ისრაელში მცხოვრები, ქართველი ექიმი, დიანა გოგბერაშვილი „იმედინიუსთან“ აცხადებს, რომ ისრაელი ახლა მოლოდინის რეჟიმშია, რაც ემოციურად ძალიან რთულია. ექიმის თქმით, კლინიკიდან მიიღეს გაფრთხილებაა, რომ არც ერთმა თანამშრომელმა ტელეფონს ხმა არ გაუთიშოს

14 აპრილი 2024, 01:33

LIVE ისრაელი

ABC News: ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 01:25

LIVE ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტის სხდომას მართავს კირიათის სამხედრო შტაბში

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტის სხდომას მართავს კირიათის სამხედრო შტაბში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ილანა ჯანაშვილი

14 აპრილი 2024, 01:21

LIVE ისრაელი

„ქრონიკა“ ისრაელიდან: ირანის მიერ გაშვებული დრონები ისრაელამდე 02:00 საათიდან 04:00 საათამდე მოაღწევს, თავშესაფარში გადასვლისთვის 10 წუთი გვექნება - ილანა ჯანაშვილი

ირანის მიერ გაშვებული დრონები ისრაელამდე 02:00 საათიდან 04:00 საათამდე მოაღწევს, - იუწყება „ქრონიკის“ სპეციალური კორესპონდენტი ილანა ჯანაშვილი თელ-ავივიდან.

14 აპრილი 2024, 01:11

LIVE ისრაელი

მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით საკრუიზო რაკეტებიც გაუშვა

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით საკრუიზო რაკეტებიც გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 01:06

LIVE ისრაელი

ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონების მესამე ტალღა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონების მესამე ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 00:54

LIVE ისრაელი

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის ფონზე ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდება

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 00:46

LIVE ისრაელი

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე დაიხურება

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე დაიხურება ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან, ისრაელზე ირანის თავდასხმის ფონზე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 აპრილი 2024, 00:39

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ: ჩვენ განვსაზღვრეთ მკაფიო პრინციპი - დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს

ჩვენ განვსაზღვრეთ მკაფიო პრინციპი - დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.