imedi /  15 ოქტომბერი 2020, 20:50 / სანდო წყარო

ირინა დანელია: ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა კვლევა ჩატარდა

ირინა დანელია

ირინა დანელია

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა არა მარტო მთაწმინდის ფერდობი და მისი შემოგარენი, არამედ მთლიანად თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში არსებულ მცენარეთა მდგომარეობა შეისწავლეს, - ამის შესახებ პროექტის ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა, ირინა დანელიამ პროექტის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ირინა დანელიას თქმით, ჩატარდა, როგორც ფიტოპათოლოგიური, ისე სატყეო პათოლოგიური კვლევები, რომლებმაც გამოავლინა წიწვონების ეპიფიტოტია და ოცზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი.

„ლაბორატორიული სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია, თუმცა წინასწარი შედეგებით დადგენილია მავნებლების ჯგუფი, რომელიც ძირითადად ფიჭვის კორომებშია გავრცელებული. სხვა წიწვოვნებში და ფოთლოვან სახეობებში განსაკუთრებით საშიში მავნებლები გამოვლენილი არ არის, ასევე, არ არის გამოვლენილი ღეროს პათოგენი ნემატო, სამაგიეროდ მიკრობიოლოგიური ნაწილის კვლევებით კარგად გამოჩნდა, თუ რა მძიმე სურათია რეალურად. გამოვლენილია 20-ზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი, მათ შორის, მინიმუმ 4 საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი გარკვეულ მიკოტოქსინებს გამოიმუშავებენ და ძლიერი ალერგენები არიან“, - განაცხადა ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ნიმუშები კანადაში, გელფის უნივერსიტეტში გადაგზავნილია. კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნას და რეკომენდაციებს სპეციალისტები განიხილავენ.

ყველა სიახლე

მცხეთის რაიონული სასამართლო

23 ოქტომბერი 2020, 09:05

სამართალი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება სასამართლოს წინაშე.

რეინჯერსი

23 ოქტომბერი 2020, 08:40

სპორტი

„რეინჯერსის“ ფეხბურთელმა „სტანდარტს“ გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა

„რეინჯერსის“ ნახევარმცველმა კამარ რუფმა ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩში გამორჩეული გოლი გაიტანა. ბურთი მან საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და „სტანდარდის“ კარში მოედნის ცენტრიდან გაიტანა გოლი. მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 ოქტომბერი 2020, 08:35

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, ლევილის ისტორიულ მამულსა და სასაფლაოს ეწვია.

აფხაზეთი

23 ოქტომბერი 2020, 08:33

COVID19

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებულია, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

23 ოქტომბერი 2020, 08:30

COVID19

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა 9 უსიმპტომო პაციენტმა დატოვა

9 უსიმპტომო პაციენტმა კი კლინიკა დატოვა და ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ქუთაისის ინფექციურში რამდენიმე არასრულწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

23 ოქტომბერი 2020, 08:28

COVID19

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 80 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტია. 14- ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, ხოლო 2 კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

ბათუმი

23 ოქტომბერი 2020, 08:23

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 9 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 49 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აქედან, მედიკოსების შეფასებით, 9-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 33 პაციენტს მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება.

ამინდი

23 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში +22 გრადუსი სითბო და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

23 ოქტომბერი 2020, 08:00

სამართალი

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელს მესამე დღეა ეძებენ. გამოძიების ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები, რომლებიც თავდამსხმელმა 21 ოქტომბერს მძევლად აიყვანა. უწყების ცნობით, გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული მოქალაქეები პერიოდულად ისევ დაიკითხებიან.

23 ოქტომბერი 2020, 07:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: კენჭს, როგორც ამაყი „დემოკრატი“ ვიყრი, თუმცა თუ ამირჩევენ, ამერიკელების პრეზიდენტი ვიქნები

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკას „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ შტატებად არ ჰყოფს.

23 ოქტომბერი 2020, 07:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არასდროს ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:44

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ლეგიტიმაციაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და რაც მთავარია, ომი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთნ, კიმ ჩენ ინთან სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული ომი თავიდან აიცილა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 06:19

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის პასუხს ვაგებინებ

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთს, ირანსა და ჩინეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო პასუხს აგებინებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 06:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3.5 მილიონი დოლარი მიიღო, მან ეს ფული პუტინისგან მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთისგან ფულის აღებაში დაადანაშულა.

ჯო ბაიდენი

23 ოქტომბერი 2020, 05:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ, თუმცა ხალხი კორონავირუსთან ერთად სიკვდილს სწავლობს

სატელევიზიო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 05:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 01:25

COVID19

დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომლის პასუხი უარყოითი იყო.

ნიკა ლალიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:15

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია და იძულებულები არიან, დაიცვან ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ჩაიდინეს ღალატი

უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია. ახლა, იძულებულები არიან, დაიცვან ის ადამიანები, ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ეს საშინელი, ამაზრზენი ღალატი ჩაიდინეს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“, სადაც წინა ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

ირაკლი სესიაშვილი

23 ოქტომბერი 2020, 01:08

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია

ყველა ღირსეული ქართველისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ დავით გარეჯის რუკა ნაპოვნია, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ამ კაცთ მოძულეებს მარტო ხელისუფლება კი არ გამოვტაცეთ ხელიდან, ჩვენ მათ გამოვტაცეთ ის ძალაუფლება, რომლითაც ისტორიულად დაამახინჯებდნენ ჩვენს ქვეყანას.