imedi /  15 ოქტომბერი 2020, 21:13 / სანდო წყარო

მთაწმინდის ფერდზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული რამდენიმე სახეობის ხე-მცენარე დაირგვება

ნიკოლოზ ლაჩაშვილი

ნიკოლოზ ლაჩაშვილი

მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე ძირითადად ადგილობრივი, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული რამდენიმე სახეობის ხე-მცენარე დაირგვება, - ამის შესახებ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ბოტანიკური ჯგუფის წევრმა, ნიკოლოზ ლაჩაშვილმა თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოტანიკური კვლევის ძირითადი მიზანი მცენარეული საფარის თანამედროვე მდგომარეობის შეფასება, ფლორისტული და ეკოსისტემური მრავალფეროვნების გამოვლენა და დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტის შერჩევა იყო.

„გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ტერიტორია გამოირჩევა საკმაოდ დიდი ფლორიტსული და ეკოსისტემური მრავალფეროვნებით. გავრცელებულია ჭურჭლოვან მცენარეთა 750-მდე სახეობა. მათგან ორი სახეობა - კაკალი და პატარა თელა არის „წითელი ნუსხის“ მცენარეები. აღირიცხა კავკასიის 48 ენდემური სახეობა, რაც ასეთი პატარა ტერიტორიისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ასევე, დენდროფლორის მრავალფეროვნებაც - 80-მდე სახეობა, რაც საქართველოს საერთო დენდროფლორის, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. სამწუხაროა, რომ ტერიტორიაზე გამოიკვეთა ინვაზიურ სახეობათა, განსაკუთრებით, ოპუნციების ძალიან სწრაფი გავრცელების ტენდენცია. საყურადღებოა ისიც, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე გავრცელებულია თბილისის მიდამოებისთვის დამახასიათებელ მცენარეთა თითქმის ყველა ტიპი - ტყეები, სტეპები, მდელო-სტეპები, ბუჩქნარები და სხვა“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის თქმით, მიღებული შედეგების საფუძველზე, მოხდა ტერიტორიის ზონირება და შეირჩა დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტი, რომელიც 40-მდე მერქნიან მცენარეს მოიცავს.

„ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა ადგილობრივ სახეობებზე, თუმცა გამოყენებული იქნება ინტროდუცირებული მცენარეებიც. მნიშვნელოვანია, რომ დასარგავ მცენარეთა ჩამონათვალში შეტანილია საქართველოს „წითელი ნუსხის“ ისეთი სახეობები როგორებიცაა: ქართული ნეკერჩხალი, მრავალნაყოფა ღვია და სხვა“, - აღნიშნა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა.

მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია, არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.

ყველა სიახლე

24 ოქტომბერი 2020, 01:03

ტაბლოიდი

იტალიაში, ერთ-ერთ ფერმაში მწვანე ბეწვიანი ლეკვი დაიბადა

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთ ფერმაში დაიბადა ლეკვი, რომელსაც მწვანე შეფერილობის ბეწვი აქვს. ამის შესახებ გამოცემა Local 12 წერს. ფერმერ კრისტიან მაიოჩის ფერმაში დაბადებული მწვანებეწვიანი ლეკვის დედა თეთრი შეფერილობისაა, ასევე თეთრი ბეწვით დაიბადნენ დანარჩენი ლეკვებიც.

24 ოქტომბერი 2020, 00:58

მსოფლიო

ესპანეთის სასამართლომ იტალიური მაფიის მეთაური შეცდომით გაათავისუფლა

ესპანეთის სასამართლომ იტალიური მაფიის მეთაური შეცდომით გაათავისუფლა. ამის შესახებ El Pais წერს. 2018 წლის ოქტომბერში იტალიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა იტალიური მაფიის და შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელის ვიტორიო რასოს საქმის გამოძიება დაიწყეს. მას სამართალდამცველები გამოძალვის ორი ფაქტის გამო ეძებდნენ. კერძოდ მაფია გასცემდა მსხვილ სესხებს (40-50 ათასი ევრო 10%-ად) შემდეგ ფულის ამოღებას სასტიკი მეთოდებით ცდილობდა.

24 ოქტომბერი 2020, 00:44

ტაბლოიდი

ჩინეთში 14 წლის ბიჭი, სიმაღლის გამო შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს

ჩინეთში 14 წლის სკოლის მოსწავლის სიმაღლემ 221 სანტიმეტრი შეადგინა. მან განაცხადი გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებთან გადაგზავნა, რადგან „მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოზარდის“ ტიტულის პრეტენდენტია. ამის შესახებ Daily Mail წერს.

აკაკი ტაბუცაძე

24 ოქტომბერი 2020, 00:25

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ-მატჩში 7:48 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ მატჩში 7:48 დამარცხდა.

24 ოქტომბერი 2020, 00:22

პოლიტიკა

24 ოქტომბერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქუთაისში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს

24 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ქუთაისში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს.

პოლ მაკკარტნი

24 ოქტომბერი 2020, 00:11

კულტურა

პოლ მაკკარტნი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც კარანტინის დროს ჩაწერა

„მუსიკას ვწერ, ანტიბაქტერიული ხსნარის გამოყენება არ მავიწყდება და ვცდილობ საზოგადოებისგან თავი შორს დავიჭირო“, - აღნიშნა მაკკარტნიმ.

შერონ სტოუნი

23 ოქტომბერი 2020, 23:55

ტაბლოიდი

62 წლის შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-სთვის ფოტოსესია გამართა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობმა, პროდიუსერმა და ფოტომოდელმა შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-ს ბერძნული გამოშვებისთვის ფოტოსესია მოაწყო.ერთ-ერთ ფოტოზე 62 წლის სტოუნს დიზაინერ სარა სოკოლის გრძელი, გამჭვირვალე კაბა აცვია და ფართე ფარფლებიანი ქუდი ახურავს, უკანა ფონზე კი ცხენები და მხედრები ჩანს.

ჟოზეპ ბორელი

23 ოქტომბერი 2020, 23:50

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი და მაიკ პომპეო გარე მხარეებს მოუწოდებენ, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ სახიფათო ქმედებებისგან თავი შეიკავონ

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული კონფლიქტი სატელეფონო საუბარში განიხილეს.

სოზარ სუბარი

23 ოქტომბერი 2020, 23:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ ბიზნესმენი სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობა დაასაქმებს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს

ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამგორის რაიონში ბიზნესი წამოიწყოს და სამგორის მოსახლეობა დაასაქმოს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა მოსკოვის გამზირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროგრამა მეწარმეებს გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ილია თამარაშვილთან ერთად, მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა.

ნათია მეზვრიშვილი კახაბერ ქემოკლიძე

23 ოქტომბერი 2020, 23:09

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი NDI-ის პრეზიდენტს: არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემები.

იოსებ ხახალეიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 23:08

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს„ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ამჯერად გელათის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივებს მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდება.

23 ოქტომბერი 2020, 22:39

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 184 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ქუთაისი ნაცმოძრაობა

23 ოქტომბერი 2020, 22:34

რეგიონი

ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ბორჯღალოსნები

23 ოქტომბერი 2020, 22:27

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს მართავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს მართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არის შესაძლებელი.

23 ოქტომბერი 2020, 22:26

COVID19

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საზაფხულო სეზონის დროს ურუგვაი საზღვრებს დახურავს

ურუგვაის პრეზიდენტის, ლუის ლაკაიე პოუს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საზაფხულო სეზონის დროს ქვეყნის საზღვრები დაიხურება.

23 ოქტომბერი 2020, 21:56

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, საბურთალოზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე მოხდა მოკლე ჩართვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ოქტომბერი 2020, 21:46

COVID19

ჯანმოს დირექტორი: გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება.

23 ოქტომბერი 2020, 21:24

სამართალი

ავჭალაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ავჭალაში მოკლული კაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა, ამას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი ადასტურებს. ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, ის გარდაცვლილის ნათესავიცაა. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იცის.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს - სომხები შესანიშნავი ხალხია, მათ დავეხმარებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებზე ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება.