imedi /  20 ოქტომბერი 2020, 16:54 / სანდო წყარო

საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დაიხურება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლონ.

თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბანია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

04 დეკემბერი 2020, 16:35

სპორტი

Gallup-ის გამოკითხვით, სომხეთის მოსახლეობის 45%-ს ფაშინიანის გადადგომა სურს

სომხეთის მოსახლეობის 45%-ს პრემიერ-მინისტრის გადადგომა სურს. სოციოლოგიური გამოკითხვა Gallup International association-მა 25 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის დარჩენის მომხრე მხოლოდ რესპოდენტთა 38%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაშინიანის რეიტინგი ბოლო 5 თვის განმავლობაში 47%-ით არის შემცირებული. ივლისში მას მხარს გამოკითხულთა 85% უჭერდა. ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები სომხეთში ერთი თვეა, გრძელდება. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გამო ოპოზიცია პრემიერს აზერბაიჯანთან კაპიტულაციაში ადანაშაულებს.

იაგო ხვიჩია

04 დეკემბერი 2020, 16:29

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მინდა გამოირიცხოს ვერსია, თითქოს მე და ვახო მეგრელიშვილს გვინდოდა პარლამენტში შესვლა და ზურაბ ჯაფარიძეს - არა

„ჩვენ ამ ნაწილში სრული თანამოაზრეები ვიყავით. მე თქვენ კოლეგებს ველაპარაკებოდი, თურმე ჭორი ყოფილა, რომ თითქოს იაგოს ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს უნდოდათ პარალამენტში შესვლა და ზურაბ ჯაფარიძეს არა, რაც არასერიოზულია. ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით და ეს მინდა, რომ გამოირიცხოს,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

04 დეკემბერი 2020, 16:28

საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატის მფლობელია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატის მფლობელია. აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:26

სამართალი

ვახტანგ გომელაური: გამოძიებამ ბადრი ესებუა ძებნილად გამოაცხადა

ბანაკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდებოდა. გამოძიებამ ესებუა ძებნილად გამოაცხადა, მის ადგილსამყოფელს ვადგენთ. როგორც კი დავაკავებთ, აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

04 დეკემბერი 2020, 16:23

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 217 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 217 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 879 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზაალ უდუმაშვილი

04 დეკემბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გრიგოლ ვაშაძის გარეშე გაიმართა

„არა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე, რამდენიმე წევრი პოლიტსაბჭოს ვერ ესწრებოდა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგმა ვერ მოასწრო ჩამოსვლა რეგიონიდან, ზოგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ კვორუმი იყო პოლიტსაბჭოზე და შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, არც ერთი განსხვავებული აზრი არ ყოფილა“.

ჩრდილოეთ კორეა

04 დეკემბერი 2020, 16:19

მსოფლიო

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი საჯაროდ დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საჯაროდ სიკვდილით დასაჯა მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Radio Free Asia საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:18

COVID19

ვახტანგ გომელაური: უახლოეს 1 კვირაში „112“-ში, 150-მდე ოპერატორს დავამატებთ

სწრაფი ტესტების დაწყების შემდეგ, „112“-ში მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და ლოდინის პერიოდი დაახლოებით 7 წუთზე ავიდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა.

მთავარეპისკოპოს იაკობი

04 დეკემბერი 2020, 16:14

საზოგადოება

მეუფე იაკობი: საქართველო რომ უყვარდეთ, მოილაპარაკებდნენ, თუ ვერ მოილაპარაკეს, ჩათვალეთ, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საქართველო

საქართველო რომ უყვარდეთ, მაშინ მოილაპარაკებდნენ, თუ ვერ მოილაპარაკეს, ჩათვალეთ, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საქართველო, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გამართვის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, საქართველოს იმისთვის სჭირდება გონიერი პოლიტიკოსები, რომ ერს ემსახურონ და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ ძალაუფლება გაიმყაროს.

სალომე სამადაშვილი

04 დეკემბერი 2020, 16:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: შევთანხმდით, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოლაპარაკებების იმ პირობებს, რომლებიც ოპოზიციამ ერთმანეთში შეათანხმა

შევთანხმდით, რომ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოლაპარაკებების იმ პირობებს, რომლებიც ოპოზიციამ ერთმანეთში შეათანხმა, რადგან მნიშვნელოვანია, პარტიიდან იყოს ერთიანი პოზიცია იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც დღეს წარდგება ოპოზიცია ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

04 დეკემბერი 2020, 16:13

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ, მას შემდეგ გაიმართება, რაც ოპოზიციის შეჯერებულ პოზიციას ელჩები „ქართულ ოცნებას“ გააცნობენ

ელჩებთან შეხვედრაზე ოპოზიცია შეჯერებული პოზიციით მივიდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ, მას შემდეგ გაიმართება, რაც მათ პოზიციას ელჩები „ქართულ ოცნებას“ გააცნობენ. „მოვედით საერთო ოპოზიციურ შეხვედრაზე ელჩებთან, მოვედით საერთო პოზიციით, რასაც შევთავაზებთ. რამდენიმე პუნქტია და შემდეგ ალბათ, ელჩები გააცნობენ „ქართულ ოცნებას“ ჩვენს შეჯერებულ პოზიციას. ამის შემდეგ იქნება მესამე რაუნდი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2020, 16:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე 17 წლის გოგოს გარდაცვალებაზე: მას კორონავირუსი არ ჰქონდა, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

„მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 17 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცვალა. ჩვენ მყისიერად მოვიძიეთ როგორც სასწრაფო გამოძახების, ასევე ბრიგადის ადგილზე მისვლის შესახებ, ეს ახალგაზრდა არანაირ კავშირში არ იყო კორონავიურსთან, ის არ იყო ინფიცირებული. გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. როდესაც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, მოსახლეობაში პანიკას და ასევე დიდ დარტყმას იწვევს ექიმებზე, რაც მიმდინარე ვითარებაში სწორი არ არის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იაგო ხვიჩია

04 დეკემბერი 2020, 16:10

პოლიტიკა

იაგო ხვიჩის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება

„გირჩი“ არ დაშლილა და ის იარსებებს, როგორც არის, „გირჩი“ არ არის ერთი ადამიანის პარტია, ის თავისუფლების იდეაა და ამ იდეს მონოპოლისტი არც მე ვარ, არც ზურა ჯაფარიძე, არც ვახო მეგრელიშვილი და არც არავინ. „გირჩი“ თავისუფალ ადამიანთა გაერთიანებაა, - ამის შესახებ „რუსთავი-2“-ის ეთერში „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ნიკა მელია

04 დეკემბერი 2020, 16:09

პოლიტიკა

ნიკა მელია: ვიმედოვნებ, რომ „გირჩში“ შექმნილი ვითარება პარტიის შიდა პრობლემებია, რომელიც არასწორ დროს ამობუყბუყდა ზედაპირზე

ვიმედოვნებ, რომ ეს არის პარტიის შიდა პრობლემები, რომელიც არასწორ დროს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამობუყბუყდა ზედაპირზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ზურაბ ჯაფარიძის მიერ „გირჩის“ სხვა ლიდერებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 15:52

COVID19

ესპანეთი საშობაო და საახალწლო წვეულებებისთვის 10-კაციან შეზღუდვას აწესებს

რეგიონებს შორის მობილობა იკრძალება 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, გარდა ოჯახის წევრების მონახულებისა. მინისტრი არ განმარტავს ეს სქემა როგორ იმუშავებს ან როგორ განხორციელდება კონტროლი. სავარაუდოდ, რთული ამოცანა უდგას კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რადგან მრავალი ადამიანი სწორედ შობისთვის ბრუნდება მშობლიურ ოჯახში.

ნათია თურნავა

04 დეკემბერი 2020, 15:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მთავრობის მიერ საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია შემოვიდა

მინისტრის თქმით, ამ ინდუსტრიას მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მოიპოვებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ს, რაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია.

04 დეკემბერი 2020, 15:50

სამართალი

პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულების ტენდენციების, მიღწევების და გამოწვევების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2020, 15:50

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო კოვიდინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა

„საქართველო ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაშია და საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი გვაქვს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ სტატისტიკა 0.9%-ს შეადგენს.

04 დეკემბერი 2020, 15:47

სპორტი

UFC-ის მებრძოლი იაირ როდრიგესი ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისთვის სინჯების ასაღებად დოპინგის კონტროლის ოფიცრები სპორტსმენის მიერ დასახელებულ ადგილზე მიდიოდნენ, თუმცა მექსიკელი არც ერთხელ მისამართზე არ დახვდათ, რის გამოც მის მიმართ ასეთი სასჯელი გამოიტანეს.

04 დეკემბერი 2020, 15:46

COVID19

კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 110-ით გაიზარდა

კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 110-ით გაიზარდა და 4,700-ს გადააჭარბა. რეგიონში, მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა-326, გურჯაანი-980, დედოფლისწყარო-387, თელავი-1258, ლაგოდეხი-624, საგარეჯო-466, სიღნაღი-279 და ყვარელი-382.