ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია
ეკატერინე ტიკარაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა
მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული მიმართულებებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პოლიტიკასა და პაციენტის უფლებების დაცვაზე, რაც მინისტრის განცხადებით, მომსახურების მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქალაქეებმა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მომსახურების ადეკვატური ღირებულებით და ფასების გამჭვირვალობით უნდა იგრძნონ. მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსი. მინისტრის განცხადებით, რესურსები მიმართული იქნება პრევენციისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემური რეფორმის განხორციელებაზე. უწყების პირველი პირის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო 100-მდე ამბულატორიის აღჭურვას ახორციელებს.
„ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი ხაზი პაციენტზე გადის, რისთვისაც ჩვენ პროფესიონალი ექიმები გვესაჭიროება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში , მოქალაქეებს მაღალი ჯანდაცვის სისტემას მივაწვდით. საყოველთაო ჯანდაცვას, კი უნივერსალურ და ხარისხიან ჯანდაცვად გარდავქმნით. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, სახელმწიფო და სამინისტრო 100-მდე ამბულატორიის აღჭურვას ახორციელებს, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს კომპლექსური ღონისძიებები - მაღალი დონის კლინიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სამედიცინო განათლების მიმართულების გაძლიერება. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური კეთილდღეობასა და სოციალურ დაცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას შესთავაზებს. მინისტრის თქმით, საკანონმდებლო მექანიზმების საფუძველზე ასაკობრივი პენსიის ოდენობის ზრდა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება სოციალურ დაცვას, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ოჯახის გაძლიერება, ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების დანერგვა და სოციალური მუშაკის სერვისის განვითარებაა.
„რაც შეეხება სოციალურ დაცვას, ქვეყანაში არაერთი მოქალაქე გვყავს , რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა ესაჭიროება. ამ კომპონენტში ჩვენ მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ ვგულისხმობთ, ჩვენ მოქალაქეების საჭიროებებს ვითვალისწინებთ. აქედან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული გეგმა“, -განაცხადა ტიკარაძემ.
პრეზენტაციაზე მინისტრმა შრომის პირობებისა და უფლებების დაცულობაზეც ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შრომითი უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილელებების განხორციელება იგეგმება, რის შედეგადაც ახლებურად მოწესრიგდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა შრომითი დისკრიმინაცია, შვებულება და შრომის ანაზღაურება.
„რაც შეეხება შრომით უსაფრთხოებას , მისი როლი პანდემიის პირობებში ყველაზე მკვეთრად გამოიხატა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების მუშაობა დაცულ გარემოში და როგორ აისახება ეს მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი მიღწევები გვაქვს - სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ლეტალობა და ფიზიკური დაზიანებები. დარწმუნებული ვარ , რომ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველვყოფთ. ეს ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა“-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკის გატარებაა. სწორედ ამიტომ, მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის, მათ შორის რთულად დასაქმებადი ჯგუფების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა უშუალოდ დასაქმებაზე ორიენტირებული უწყება - დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამტარს დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე.
„დასაქმების კომპონენტი უპირველესია როგორც ჩვენი მოქალაქეების ოჯახებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ სხვადასხვა პროგრამები. დღეს დასაქმება სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი აღარ არის. ჩვენი მიზანი მოქალაქეების ხანგრძლივი და სტაბილური დასაქმებაა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაციაზე მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ პირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დევნილთა საკითხები სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებას წარმოადგენს. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი კიდევ უფრო აქტიური ტემპით გაგრძელდება. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე 1 547 დევნილი ოჯახის ახალაშენებული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაა დაგეგმილი.
„ვიცით რა პირობების დატოვება მოუწიათ დევნილებს და ეს ყველას ტკივილია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება დევნილი მოქალაქეების წინაშე. იძულებით გადაადგილებულ პირებს წლის ბოლომდ 1547 ბინას კიდევ გადავცემთ. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი პროგრამა უპრეცედენტო იქნება და 13 000-ზე მეტ დევნილ მოქალაქეს განვასახლებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პრიორიტეტები საზოგადოებამდე ხარისხიანი სერვისების სახით იქნება მიწოდებული.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


