Imedi /  04 ნოემბერი 2020, 11:06 / სანდო წყარო

ხვალიდან თბილისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება

ხვალიდან თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

„ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით მომავალი თაობების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, - განაცხადა კალაძემ.

შეზღუდვა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შეცვლამდე იმოქმედებს. ამასთან, აღსაზრდელები მთელი ამ დროის განმავლობაში კვებით იქნებიან უზრუნველყოფილები, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა.

„მინდა, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველყოს კვების საკითხი, ისევე, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით და მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკვები რაციონი სახლში წაეღოთ. პროდუქტებით უზრუნველყოფა მოვახდინოთ ისე, როგორც ეს წინა თვეების განმავლობაში გვქონდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ყველა სიახლე

კახეთი ავარია

26 ნოემბერი 2020, 09:52

სამართალი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მადს მიკელსენი

26 ნოემბერი 2020, 09:49

კულტურა

„ფანტასტიკურ ცხოველებში“ ჯონი დეპს მადს მიკელსენი ჩაანაცვლებს

დეპის თქმით, მან როლზე უარი სტუდია Warner Bros-ის თხოვნით თქვა. იმის მიუხედავად, რომ მსახიობმა ფილმის მხოლოდ 1 სცენაში მოასწრო გადაღება, სტუდია მას სრულ ჰონორარს გადაუხდის.

ცესკო

26 ნოემბერი 2020, 09:31

პოლიტიკა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით ცესკოს ცხრა პარტიამ მიმართა

ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ „პატრიოტთა ალიანსს“, ლეიბორისტულ პარტიას, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“, „ლელოს“ და „გირჩს“. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა, ბოიკოტი კი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას. იგივე პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილს, რომლისთვისაც გაუგებარია, ერთი მხრივ, ბოიკოტი, მეორე მხრივ კი, დაფინანსებაზე განცხადების შევსება.

ლინას ლინკევიჩსი

26 ნოემბერი 2020, 09:07

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია, ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია

„ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია. ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია. ვხვდებით, რომ არის უკმაყოფილება, უთანხმოება, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ზომები უნდა იყოს ადეკვატური და ჩვენ პარლამენტის ბოიკოტს არ ვურჩევდით. მთლიანობაში, ეს ძირს გამოუთხრის პროცესს. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არის გადამეტებული რეაქცია“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

ხამძარი

26 ნოემბერი 2020, 08:49

სამართალი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ლაშა დარსალია

26 ნოემბერი 2020, 08:36

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადგილზე სამხედრო ტექნიკის არსებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სტაბილურობისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 08:21

COVID19

საქართველოში ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების პარალელურად, მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებზეც მუშაობს.

თოვლი

26 ნოემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.

ანგელა მერკელი

26 ნოემბერი 2020, 01:47

COVID19

ანგელა მერკელმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მაიკლ ფლინი

26 ნოემბერი 2020, 01:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა გენერალი მაიკლ ფლინი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი თანაშემწე, მაიკლ ფლინი შეიწყალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 01:28

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფექციას შეზღუდვის გარეშე თუ მივეცით გავრცელების შესაძლებლობა, ძალიან დიდია რისკი, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 12-13-14 ათასი შემთხვევა მივიღოთ

რა თქმა უნდა, ძალიან რთული მისაღწევია ის ამოცანა, რომელიც არის დასახული, გვინდა ან ეპიდმიის ძალიან დრამატულ ტრაექტორიაზე მოვახდინოთ ზეგავლენა და მეორე მხრივ გვინდა, რომ ეკონომიკა საერთოდ არ დაზიანდეს, ეს ამ ეტაპისთვის სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ინფექციას შეზღუდვის გარეშე თუ მივეცით გავრცელების შესაძლებლობა, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ჩვენ 12-13-14 ათასი შემთხვევა მივიღოთ.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 01:13

COVID19

ლევან რატიანი: ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია

ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა ბლოკავს ჯაჭვის გავრცელებას.

26 ნოემბერი 2020, 01:13

მსოფლიო

შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება

ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი სამშაბათს დაამტკიცა. კანონი ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს ტამპონები და საფენები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს დასჭირდება. სკოლებმა, კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა შესაბამისი ჰიგიენური პროდუქტებში საპირფარეშოებში უნდა განათავსონ.

დონალდ ტრამპი

26 ნოემბერი 2020, 01:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 01:00

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ექიმის უნებართვოდ ანტიბიოტიკი არ მივიღოთ

„პაციენტების 80-85%-ის მართვა სახლში შეიძლება. მაგრამ ადამიანი, რომელიც 10 თვე ისმენდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულს საავადმყოფოში ვათავსებდით, ველოლიავებოდით, სანამ ორი pcr ტესტი არ იქნებოდი უარყოფითი არ ვუშვებდით, ზოგიერთი 40 დღეზე მეტხანს იწვა საავადმყოფოში, დააჯერე ახლა ამ ადმიანს რომ 4-5 დღე ექიმი რომ არ ურეკავს, ექიმი არ სჭირდება. ფსიქოლოგიურად ეს ადამიანები გატყდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ ექიმები, ყველა პლათფორმას ვიყენებთ, მნშვნელოვანია ვუთხრათ ამ პაციენტებს, რომ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთ ექიმზე მაინც ხელმისაწვდომობა არ აქვს, თუნდაც სტომატოლოგი იყოს, ჯობს დავეკითხოთ, არაინფიცირებული ოჯახის წევრი მივიდეს აფთიაქში, აფთიქარი სერიოზული პროფესიაა და ისიც ექიმია. უნებართვოდ არ მივიღოთ წამლები. ბერმა გადაწყვიტა, რომ ანტიბიოტიკი უნდა დალიოს, ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ექიმის უნებართვოდ ანტიბიოტიკი არ მივიღოთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 00:58

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამ ტრაექტორიით გავაგრძელებთ მოძრაობას და არ ვიმოქმედებთ, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით თებერვლის ბოლოსთვის საქართველოში 4000-მდე გარდაცვლილი გვეყოლებოდა

პოლიტიკური პროცესების მძევალია ჩვენი ეპიდემია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. პრემიერიც ამბობს ამას და ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რომ ამან მოიტანა ეს. ერთის მხრივ, 2 მილიონი ადამიანის არჩევებზე მისვლა, ყველა მხარეს ეხება, მაგრამ ჩვენ ახლა ამ რეალობას უნდა შევხედოთ და ძალიან სწორი ნაბიჯებით უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:53

COVID19

ლევან რატიანი: ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ნევროლოგიური და იმუნური სტატუსი, ამიტომ პანიკა ცუდის ნიშანია

ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი, ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი, ამიტომ პანიკა ცუდის ნიშანია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „პანიკა ძალიან ცუდის ნიშანია. ცუდია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმში არის შფოთვა. ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი, ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი. როდესაც ადამიანი არის განცდაში, რომ დასანებოვნდება, აუცილებლად ცუდად გახდება, აუცილებლად გაურთულდება დაავადება. ეს არა მარტო კოვიდს ახასიათებს, ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში, თუ ადამიანი არ არის ბრძოლისუნარიანი და არ აქვს განზრახული, რომ ის ამ დაავადებას ამარცხებს, დაავადებასთან ერთად დამარცხდება. “, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:45

COVID19

ლევან რატიანი: დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი, ყველა გმირია

დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი ყველა გმირია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ იბრძვიან ისინი თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენც შეიძლება დავსნებოვნდეთ და სამწუხაროთ დავასრულოთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილი- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:45

COVID19

ლევან რატიანი: გეომეტრიული პროგრესიით თუ გაგვეზარდა დაავადება, მედპერსონალი ვერ ეყოფა ამდენ ინფიცირებულს

როდესაც ინფექცია ვრცელდება, მას სჭირდება მოვლა. მოვლას აქვს თავისი რესურსი, განსაკუთრებით სამედიცინო მედპერსონალის მხრივ. უსასრულო, გეომეტრიული პროგრესიით თუ გაგვეზარდა დაავადება მედპერსონალი არ ვართ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით, რომ ამდენ ინფიცირებულსა და დაავადებულს მოვუაროთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ცნობილი ფაქტია, რომ 20% ადამიანებისა, რომლებიც ინფიცირდებიან ახალი კორონავირუსით, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 3 ათასის 20% არ არის ძალიან ცოტა. თანაც ეს არ არის დაავადება, რომლის ლიკვიდაციის პროცესიც 1 დღეშია შესაძლებელი, მას გარკვეული პერიოდი სჭირდება. განსაკუთრებით თუ პაციენტი ხვდება ინტენსიურ თერაპიაში. თვეობით წვანან, რადგან ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან, ემატებათ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები, როდესაც მულტიორგანულ უკმარისობასთან

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:40

COVID19

ლევან რატიანი: ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი

მე არ ვარ მომხრე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სჭირდება საველე ჰოსპიტალები, რადგან საბედნიეროდ გვაქვს ჰოსპოტალური სექტორი, რომელიც ამ ეტაპამდე მეტნაკლებად ართევს თავს. ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.