09 ნოემბერი 2020, 16:40 / სანდო წყარო

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

ტელეკომპანია „იმედი“ 8 ნოემბრის აქციისა და ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ თავდახმისა და ძალადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„2020 წლის 8 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედი“ პროფესიული სტანდარტისა და ჟურნალისტური ეთიკის სრული დაცვით აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, მოგვიანებით კი ცესკო-ს შენობასთან დაწყებულ საპროტესტო მღელვარებას, რომლის დროსაც, „იმედის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ოპოზიციის ლიდერების მხრიდან განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა. რომ არა პოლიცია, არავინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა 8 ნოემბერი „იმედის“ თანამშრომლებისთვის.

აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს. მას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყელში წვდა და მის დახრჩობას ცდილობდა. ანუკი აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა იხსნა საფრთხისგან. აგრესიის და ჩაგვრის ობიექტი იყო ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე. მას თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მუქარის ფონზე უხდებოდა მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობა. „იმედის“ ჟურნალისტის ყველა კითხვას, ცინიზმითა და აგრესიით პასუხობდნენ ოპოზიციის ლიდერები. გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, თავისი ქცევით წაახალისა, რომ მომხდარიყო ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო პერიოდში გახშირდა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკები და მუქარა, რომ როგორც კი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, „იმედს“ დახურავენ. ტერორმა კამპანიის სახე მიიღო სოციალურ ქსელებშიც: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები, ხშირად ყალბი გვერდებით, თავს ესხმიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს და ავრცელებენ ფეიკ-ნიუსს „იმედის კვირისა“ და „იმედინიუსის“ სახელით.

ჟურნალისტების შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ ის ფიგურები, რომელთა ანგარიშზეცაა 2007 წლის 7 ნოემბერს მოქალაქეების უმოწყალო დარბევა და ტელეკომპანია „იმედის“ ეგზეკუცია. ეს უპასუხისმგებლო ლიდერები დღესაც აგრძელებენ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენებას და მედიის დაშინებას, რაც აფერხებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას და ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დემოკრატიულ მედიაგარემოს.

ტელეკომპანია „იმედი“ სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ჟურნალისტებზეც ანალოგიურად ხორციელდება ზეწოლა და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს, რომ სკრუპულოზურად შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მედიაზე განხორციელებული ტერორის ფაქტებზე.

ტელეკომპანია „იმედი“ არ შეცვლის თავის სარედაქციო პოლიტიკას და კვლავინდებურად გააგრძელებს პროფესიული სტანდარტის დაცვით მუშაობას. #აქიმედია #გარეჯისაქართველოა!“, - აღნიშნულია „იმედის“ განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:11

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:00

მსოფლიო

ტრამპი მოკავშირეებს: მიდით ჰორმუზის სრუტესთან, უბრალოდ აიღეთ იგი, დაიცავით და გამოიყენეთ თქვენთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებს დაეკისრებათ. მან მოუწოდა მათ, „მოიკრიბონ აქამდე დაგვიანებული სიმამაცე“ და სათავეში ჩაუდგნენ ოპერაციას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე კონტროლის აღსადგენად.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 05:51

მსოფლიო

ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს განუცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“. მისი პროგნოზით, პროცესში ჩართულობა კიდევ ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია

წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:37

პოლიტიკა

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

ნანა ჩაჩუა

02 აპრილი 2026, 00:37

საზოგადოება

ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.

თამთა მეგრელიშვილი

02 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას

მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:07

პოლიტიკა

წულუკიანი რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება

ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას. თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:06

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: მიზანია, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ - ეს სანქცია პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას

ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ მორიგ ჯერზე შემოიჭრან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში იგივე ძალები, ვინც მანამდე „იმედში“ ნიღბებით შემოიჭრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

კახა კალაძე

02 აპრილი 2026, 00:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული და ძალიან ლამაზი გამზირი

„რუსთაველის გამზირი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, მოწესრიგებული, განახლებული, ძალიან ლამაზი გამზირი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კახა კალაძე

01 აპრილი 2026, 23:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ოპონენტების მიერ მუნიციპალიტეტის მერიისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არც ოპოზიციას და არც მის მიერ მართულ მედიას რეალური არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებულები.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ

ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, სანქციები აღარ არის მჭრელი იარაღი.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

წულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი

„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მიერ უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ

ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახელმწიფო თუ რელიგიურ ძალებს, სადღაც არ მოსწონდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - მცდელობაა ცალკეული მეუფეების დისკრედიტაციის, მათ შორის პატრიარქის მოსაყდრის და მსგავსი ტიპის დისკრედიტაციის კამპანია არ გვახსოვს. ვინ შეიძლება იყოს ჩართული ამაში, შესაძლოა ქვეყნის გარედანაც მონაწილეობდნენ?

ნინო ფოჩხუა

01 აპრილი 2026, 23:40

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება

მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 23:36

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ ძალიან მცირედით ვართ დამოკიდებულნი ჰორმუზის სრუტეზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მცირედით“ არის დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვამაც გაზისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:36

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი

ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლო-ბოლო ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედეგი არ დგება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას. წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა მაინც უკვირს ოპოზიციის მიერ 26 მაისის თარიღის შერჩევა.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2026, 23:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია

„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 23:20

მსოფლიო

Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.