imedi /  20 ნოემბერი 2020, 10:50 / სანდო წყარო

ვაკის რაიონში დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ვაკის რაიონში დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. თბილისის მერიის განცხადებით, ზონალური პარკირებისთვის ვაკის რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონში შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია ჭავჭავაძის გამზირი - 41 ადგილი; ატენის ქუჩა - 12 ადგილი; ნინო რამიშვილის ქუჩა - 8 ადგილი; ნუგზარ საჯაიას ქუჩა - 56 ადგილი; ლევან მიქელაძის ქუჩა - 62 ადგილი; თენგიზ აბულაძის ქუჩა - 27 ადგილი; ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა - 53 ადგილი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა - 29 ადგილი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი - 31 ადგილი; არჩილ მიშველაძის ქუჩა - 81 ადგილი; ირაკლი აბაშიძის ქუჩა - 316 ადგილი;
მცხეთის ქუჩა - 79 ადგილი; შროშის ქუჩა - 22 ადგილი; იოველ ქუთათელაძის ქუჩა - 8 ადგილი; ვასილ ბარნოვის ქუჩა - 50 ადგილი; ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ - 39 ადგილი; კორნელი კეკელიძის ქუჩა - 101 ადგილი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა - 299 ადგილი; ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა - 15 ადგილი; ნაფარეულის ქუჩა - 21 ადგილი; რაფიელ ერისთავის ქუჩა - 11 ადგილი; ბაზალეთის ქუჩა - 10 ადგილი; დიდიმ მირცხულავას ქუჩა - 26 ადგილი; დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა - 42 ადგილი; ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩა - 21 ადგილი; ლადო კავსაძის ქუჩა - 17 ადგილი; ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა - 28 ადგილი; ილო მოსაშვილის ქუჩა - 111 ადგილი.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ. ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობა უფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.

ზონალური პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იქნება შემდეგ ლოკაციებზე: თამარაშვილის ქუჩა N11; ყიფშიძის ქუჩა N9; მიშველაძის ქუჩა N2; ბერძენიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთა N62; აბაშიძის ქუჩა N40; მრგვალი ბაღი; ფალიაშვილის ქუჩა/გეგეშიძის ბაღი; კეკელიძის ქუჩა N14. მუნიციპალურ პავილიონებში მოქალაქეები პარკირების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.

აღდგომის ხატი

12 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

მეუფე შიო

11 აპრილი 2026, 23:53

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას

უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. “საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი... მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...

11 აპრილი 2026, 23:43

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!

ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

11 აპრილი 2026, 23:39

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი

არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ აღდგომის სამზადისის დროს საქართველოს მოსახლეობის გულები მწუხარებამ მოიცვა, რადგან დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

11 აპრილი 2026, 23:37

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული

ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

11 აპრილი 2026, 23:28

საზოგადოება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე.

11 აპრილი 2026, 23:23

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს

სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წინდა ცეცხლის საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. სიონის ტაძარში უკვე მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მეუფე შიო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურებას აღავლენს.

ლაშა ჟვანია

11 აპრილი 2026, 23:15

საზოგადოება

ლაშა ჟვანია პატრიარქზე: ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი

ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი, მისთვის ცენტრი ყოველთვის იყო ღმერთი, ეკლესია, ასევე მსახურება ეკლესიისა და ქვეყნის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ილია II-ზე საუბრისას. „როცა ამაზე ფიქრობ, შენ ხვდები, რომ შენი ცხოვრებიდან ცენტრი არ წასულა, ცენტრის სახედ დაგვიტოვა ღმერთი. მას რომ თავისი თავი დაეტოვებინა ცენტრად ალბათ ჩვენც დაბნეულები ვიქნებოდით. ბედიც გვქონია ერსაც და თვითოეულ ჩვენგანსაც, აღდგომის მარხვაში მოხდა უწმინდესის გასვლა. ძველი სტილით 17 მარტს და ახალი სტილით 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მოხდა და 17 მარტს დაგვტოვა მისმა უწმინდესმა. რა თუ არა აღდგომა გაგვინელებდა იმ ტკივილს და იმ დანაკლისს, რომელიც უწმინდესის ამქვეყნიდან გასვლას ახლავს. მე პირადად სულიერად 40 დღის გასვლას ველოდები, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ 40 დღის გასვლის მერე კიდევ უფრო შეგვეწევა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

11 აპრილი 2026, 23:10

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის

მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანია

11 აპრილი 2026, 23:00

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო, როცა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოვიდა. ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველად უწმინდესისგან მოდიოდა

პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისივე თქმით, წმინდა ცეცხლის ტრადიცია IV საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა მაცხოვრის საფლავზე ტაძარი აშენდა.

11 აპრილი 2026, 21:45

საზოგადოება

წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს

„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს.

11 აპრილი 2026, 21:13

სპორტი

საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

პორტუგალია ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

11 აპრილი 2026, 18:51

საზოგადოება

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.

11 აპრილი 2026, 18:26

საზოგადოება

წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა, დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება

წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა. მცირერიცხოვანი დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება.

11 აპრილი 2026, 18:23

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ლევან მაჭავარიანი

11 აპრილი 2026, 17:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი FOX NEWS-ის სტატიაზე: ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი

„ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა FOX NEWS-ის სტატიასთან დაკავშირებით.

11 აპრილი 2026, 17:06

პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

11 აპრილი 2026, 17:01

მსოფლიო

ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 16:48

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ 175 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა.