imedi /  20 ნოემბერი 2020, 14:49 / სანდო წყარო

ორი დღის განმავლობაში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს

დედაქალაქის მასშტაბით, დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს. როგორც თბილისის მერია იუწყება, ორი დღის განმავლობაში, თბილისის მეტრო მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად, დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.

ახალი რეგულაციის თანახმად, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე ასრულებენ.

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან.

ყველა სიახლე

Trace International-

03 დეკემბერი 2020, 10:21

ეკონომიკა

Trace International: ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.

კრიშტიანუ რონალდუ

03 დეკემბერი 2020, 10:10

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა. ეს გოლი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, კიევის „დიანამოს“ კარში გაიტანა. ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაამარცხა, ამ შეხვედრის მეორე გოლი რონალდუს ანგარიშზეა. კრიშტიანუ რონალდუმ 750 გოლიდან, 450 „რეალის“ შემადგენლობაში გაიტანა, 118 - „მანჩესტერ იუნაიტედში“, 102 პორტუგალიის ნაკრებში, 75 - „იუვენტუსში“ და 5 ლისაბონის „სპორტინგში“.

03 დეკემბერი 2020, 10:05

სპორტი

ჟირუმ „სევილიასთან“ მატჩში პოკერი გაიფორმა

ლონდონის „ჩელსისა“ და „სევილიას“ შეხვედრა 34 წლის ოლივიე ჟირუს ბენეფისად იქცა. „ჩელსის“ ფორვარდმა მეტოქის კარში 4 ბურთი გაიტანა. „სევილიას“ ჟირუმ მე-8, 54-ე, 74-ე და 83-ე წუთზე გაუტანა. შეხვედრა ლონდენელტთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ჰიუ კიას-ბიორნი

03 დეკემბერი 2020, 09:49

კულტურა

„შეშლილი მაქსის“ ვარსკვლავი ჰიუ კიას-ბიორნი გარდაიცვალა

კიას-ბორნმა კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას „შეშლილი მაქსში“ შესრულებულმა ბოროტი პერსონაჟის როლმა მოუტანა.

ბარაკ ობამა

03 დეკემბერი 2020, 09:35

COVID19

ბარაკ ობამა მზადაა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთოს

„თუ ექიმი (ენტონი) ფაუჩი მეტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, აუცილებლად გავიკეთებ აცრას. შემიძლია ეს საჯაროდ, კამერების წინ გავაკეთო და ვუთხრა ადამიანებს, რომ მეცნიერობას ვენდობი. გასაგებია ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ეჭვები, თუმცა მინდა შევახსენო თანამოქალაქეებს, რომ მხოლოდ ვაქცინაციით მოხერხდა ისეთი საშიში დაავადებების დამარცხება, როგორიცაა პოლიომელიტი, წითელა და ჩუტყვავილა“, - განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა.

დმიტრო კულება

03 დეკემბერი 2020, 09:22

პოლიტიკა

დმიტრო კულება: მოხარული ვარ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად

„მოხარული ვარ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად. ფოკუსირებული დისკუსია იყო შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე. მივესალმები ნატოს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან“, - წერს კულება.

კორონავირუსი

03 დეკემბერი 2020, 09:12

COVID19

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების ინტენსიური პროგრამა იწყება

პირველ ეტაპზე შემოწმდებიან სიმპტომების მქონე პაციენტები. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება. ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით კერძო კლინიკები და ლაბორატორიებიც ისარგებლებენ.

თურქეთი ვაქცინაცია

03 დეკემბერი 2020, 08:58

COVID19

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ჩინურ პრეპარატს გამოიყენებენ

საწყის ეტაპზე თურქეთი ჩინეთისგან Sinovac-ის ვაქცინის CoronaVac-ის 10 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალს, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აცრიან.

ცესკო

03 დეკემბერი 2020, 08:50

პოლიტიკა

ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

03 დეკემბერი 2020, 08:47

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად

„შეხვედრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სცენის მთავარ მონაწილეებს შორის არსებულ უთანხმოებასა და ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტის გამოცხადების საკითხსაც. მან ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალურ ეკონომიკური გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად. ყველა პარტიის ინტერესში შედის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობის აღსადგენად“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 08:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან

„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ეკონომიკა დახმარება

03 დეკემბერი 2020, 08:14

ეკონომიკა

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

საუბარია იმ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე, რომელთაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დროებით შეუჩერდათ საქმიანობა. მოქალაქეებმა 3-დან 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ ელექტრონული განაცხადი, რის შემდეგაც ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

ამინდი

03 დეკემბერი 2020, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიანი ამინდი იქნება რუსთავშიც, დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღე იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 02:15

მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შსახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 დეკემბერი 2020, 02:08

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანონიერი ხმა უნდა დაითვალონ.

03 დეკემბერი 2020, 01:53

COVID19

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო: შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრების გარდა, სახლში სხვა სტუმრების მიღება აიკრძალება

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შობის ღამეს იტალიელები ეკლესიაში მისვლას და დღესასწაულებზე რეგიონებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 01:12

პოლიტიკა

ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ

მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა „ღია ეთერში“ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ასე გაგრძელების შესახებ საბანკო სექტორში არსებულ დეპოზიტებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. მისი თქმით, რა ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებიც უნდა მოვისმინოთ, ჩვენ საბანკო სისტემას არაფერი ემუქრება.

03 დეკემბერი 2020, 01:05

პოლიტიკა

ნატოში საფრანგეთის მისია: საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას

ნატოში საფრანგეთის მისია აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას.

ანა დე არმასი

03 დეკემბერი 2020, 00:57

კულტურა

IMDb-მ წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავები დაასახელა

პირველ ადგილს მასში ანა დე არმასი იკავებს, რომელიც „ბონდიანას“ ბოლო ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“ თამაშობს. მეორე ადგილზე ჯულია გარნერი სერიალიდან „ოზარკი“, მესამეზე კი ანია ჩალოტრა, რომელმაც სერიალ „მხედვარში“ ერთ-ერთ მთავარი როლი შეასრულა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2008 წელს აღებული საგარეო ვალიდან ერთი კაპიკიც არ მოხმარდა ანტიკრიზისულ ღონისძიებებს და ამ სესხს 10 წელი ვიხდიდით

ძალიან სასაცილოა კრიტიკის მოსმენა იმ ადამიანისაგან, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახლდათ. იმ ხელისუფლების, რომელმაც 2008 წელს აიღო 4 მილიარდამდე დოლარის საგარეო ვალი, საიდანაც ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს და მთელი მომდევნო ათი წელი მოსახლეობა ბიუჯეტიდან ფარავდა ამ ვალს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა შევარდნაძის დროინდელ მაკროეკონომიკურ პერიოდს დაუბრუნა.