imedi /  20 ნოემბერი 2020, 21:28 / სანდო წყარო

ნინო ლომჯარია: დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა, რა პერსპექტივა გველოდება ერთპარტიულ პარლამენტში

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლების აყვანის ფაქტს.

„ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!
სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!“ - წერს ომბუდსმენი Facebook-ზე.

დღეს თბილისში, წერეთლის გამზირზე, 16:00 საათზე შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. თავდამსხმელმა მძევლად 9 პირი აიყვანა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო. სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავდამსხმელი დაკავებულია.

ყველა სიახლე

რემდესივირი

30 ნოემბერი 2020, 17:22

COVID19

„რემდესივირი“ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდება

„ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის. შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

იენს სტოლტენბერგი

30 ნოემბერი 2020, 17:20

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ

„საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“, - ნატოს გენერალური მდივნის ეს განცხადება ალიანსის ვებგვერდზე გავრცელდა.

30 ნოემბერი 2020, 17:18

საზოგადოება

სოციალურად დაუცველთათვის „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ კომპანია „კარფურთან“ ერთად საქველმოქმედო კამპანია დაიწყო

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დღეიდან „თბილისი მოლის“ „კარფურის“ ფილიალის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი „საქართველოს წითელი ჯვრის“ მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღონ. საქველმოქმედო კამპანიას ეტაპობრივად შეურთდება კარფურის სხვა ფილიალებიც. აღნიშნულ ღონისძიების შესახებ განცხადებები „საქართველოს წითელი ჯვრის“ პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, კრისტოფ ორსეიმ გააკეთეს.

30 ნოემბერი 2020, 17:17

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე, ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

30 ნოემბერი 2020, 17:08

სამართალი

პროკურატურამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 17:02

COVID19

Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის ნებართვისთვის დღეს მიმართავს

ამ ეტაპზე Moderna-ს პრეპარატი Pfizer-სა და AstraZeneca-სთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ლიდერთა სამეულში შედის. ამ სამიდან ყველაზე იაფი AstraZeneca-ს ვაქცინაა, რომლის ერთი დოზის ღირებულება 4 აშშ დოლარია. Pfeizer-ის ვაქცინის დოზის ფასი 20 დოლარს შეადგენს, Moderna-თი აცრა კი მსურველს სულ მცირე 33 დოლარი დაუჯდება.

30 ნოემბერი 2020, 16:51

მსოფლიო

საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო, ცენტრალური ლონდონის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

„შენობის ირგვლივ 200-მეტრიანი კორდონი შევქმენით, მიმდებარე ქუჩები საავტომობილო მოძრაობისა და ქვეითებისთვის გადაკეტილია. გთხოვთ, მოერიდოთ ამ ტერიტორიას“ , - აღნიშნულია ლონდონის პოლიციის მიერ Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

30 ნოემბერი 2020, 16:35

მსოფლიო

ინდონეზიაში, ვულკანის გააქტიურების გამო, მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს

ინდონეზიაში, ილ-ლევოტოლოკის ვულკანის გააქტიურების გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლები ათასობით ადამიანმა დატოვა. ვულკანური კვამლისა და გაზის ამოფრქვევის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ლავის ამოფრქვევის შესახებ გააფრთხილა.

იაგო ხვიჩა

30 ნოემბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არსებობს პოტენციალი ან რაღაცაზე შევთანხმდეთ, ან ვერაფერზე და ბოლომდე იყოს პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიცია ქუჩაში, ხელისუფლება მარტო პარლამენტში

„საცობში რომ მანქანა მოყვება, ყველა მანქანამ უნდა იმოძრაოს, რომ სხვა მანქანებისთის სივრცე გააჩინოს, ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენს პოლიტიკაში. სანამ ხელისუფლება არ „ამოძრავდება“, ეს ჩიხი მანამდე იქნება. შეიძლება მარტო ხელისუფლების „მოძრაობაც“ არ იყოს საკმარისი, მაგრამ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩიხი დაიძრას და რაღაც გამოჩნდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

30 ნოემბერი 2020, 16:21

COVID19

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს, მათ შორის ერთ ორსულს, კორონავირუსი დაუდასტურდა. გეგმიური ტესტირების შედეგები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან. კოვიდ-კლინიკა ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს. საავადმყოფოში მოწყობილია ბოქსირებული განყოფილება, რომელიც ყველა საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი.

ნინო ტალიაშვილი

30 ნოემბერი 2020, 16:19

რეგიონი

ნინო ტალიაშვილი: „ევროპის უნივერსიტეტი" სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე მუშაობს

„ევროპის უნივერსიტეტი" სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე მუშაობს, - ამის შესახებ „ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გადაცემა „იმედის დღეში" სტუმრობისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2020, 16:18

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტმა“ სტუდენტებს, რომლებსაც პერსონალურ კომპიუტერთან წვდომა არ ჰქონდათ, ლეპტოპები გადასცა

„ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-რექტორი ნინო ტალიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებას უნივერსიტეტი მიმდინარე სემესტრში უფრო ადაპტირებული და მობილიზებული შეხვდა.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2020, 15:55

COVID19

ნათია თურნავა: სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნის 90 პროცენტს უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს

ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2020, 15:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ულტიმატუმების შესრულებას არ აპირებს

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ, შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

30 ნოემბერი 2020, 15:37

რეგიონი

ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

მისი გაყვანის დროს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხვირკვია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიაა. ის პარტიიდან ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავების შემდეგ გარიცხეს.

30 ნოემბერი 2020, 15:12

ეკონომიკა

საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

30 ნოემბერი 2020, 15:09

საზოგადოება

1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1988 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.

ბათუმი აქცია

30 ნოემბერი 2020, 15:06

რეგიონი

ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე მორიგი ინციდენტი მოხდა

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ვითარება ადგილზე კვლავ დაიძაბა. დემონსტრანტები აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ამის საშუალება არ ეძელვათ.

30 ნოემბერი 2020, 15:06

COVID19

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა. იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის - 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

30 ნოემბერი 2020, 15:02

COVID19

კოვიდპაციენტებისთვის რუხის კლინიკაში ჟანგბადის 2 გენერატორი დამონტაჟდა

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნინო აკობიას განცხადებით, დანადგარები კოვიდპაციენტებისთვის 24-საათიან რეჟიმში, ჟანგბადის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. ჟანგბადის დანადგარები კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.