imedi /  24 ნოემბერი 2020, 13:25 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს,რადგან მას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2021, 11:44

კულტურა

„ბრიჯერტონი“ Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა

შოუ ტოპ-ათეულში შევიდა ყველა ქვეყანაში, სადაც Netflix-ი ფუნქციონირებს, იაპონიის გარდა, ამერიკელი მწერლის, ჯულია ქუინის წიგნები კი, რომლებსაც სცენარი ეფუძნება, The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა.

28 იანვარი 2021, 11:38

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 3 943 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 152 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 943 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

Toyota

28 იანვარი 2021, 11:37

ეკონომიკა

2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor-მა 2020 წელს 9,53 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც ავტოინდუსტრიაში წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 იანვარი 2021, 11:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ

ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ, ის სამუშაო, რომელიც ამომრჩევლმა დააკისრა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:13

COVID19

მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე მსჯელობას დღეს დაიწყებს

„როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის შრომის და მუშაობის შედეგად. და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და უფრო აქტიურად არ დავიწყებთ სრულად ტურიზმის გახსნას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:08

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და დაცული

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:05

პოლიტიკა

ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.

28 იანვარი 2021, 11:02

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 98 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

გურამ მაჭარაშვილი

28 იანვარი 2021, 10:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მანდატებზე: დავიცავთ რეგლამენტს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესსაც ვითვალისწინებთ

მაქსიმალურად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს და ვადებში ჩავეტევით, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესს ვითვალისწინებთ. არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაზიანდეს, რადგან ოპონენტებისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

28 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 662 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

28 იანვარი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 121 იმერეთში, 78 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კიდევ 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 127 პირი ემსხვერპლა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

28 იანვარი 2021, 10:42

საზოგადოება

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას

პანდემიის შედეგად განათლებასთან, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული სერვისების ნაწილი ონლაინ ფორმატში გადავიდა. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დიდი რაოდენობა ციფრულ სივრცეში აღმოჩნდა, ხოლო მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

სინგაპური დაკავება ტერაქტი

28 იანვარი 2021, 10:40

მსოფლიო

სინგაპურში 16 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც მეჩეთებზე თავდასხმას გეგმავდა

დაკავებული ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ეთნიკურად ინდოელი პროტესტანტი ქრისტიანია, რომელსაც ისლამისადმი ანტიპატია და ძალადობისკენ მიდრეკილება ახასიათებს. დაკავებული ქვეყანაში შიდა უშიშროების აქტის საფუძველზე ყველა ახალგაზრდა პირია. აქტი ადამიანის სასამართლოს გარეშე პატიმრობას ითვალისწინებს.

Apple

28 იანვარი 2021, 10:23

ეკონომიკა

Apple-მა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება მიიღო

კორპორაცია Apple-მა 2021 წლის პირველ ფინანსურ კვარტალში 111,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც აბსულუტურ რეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC News-ი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 10:20

სამართალი

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 5 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:18

რეგიონი

მალხაზ თორია: ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდში შენდება სარაგბო ბაზა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს

„ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებლისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

28 იანვარი 2021, 10:17

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

28 იანვარი 2021, 10:07

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სოფლეში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.