imedi /  27 ნოემბერი 2020, 14:17 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სოციალური პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო კვლავ სთავაზობს მოსახლეობას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას 4 თვის განმავლობაში.

„ეს პროგრამა დაწყებულია ნოემბრიდან და გულისხმობს იმას, რომ ყველა ოჯახისთვის, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვის განმავლობაში, ასევე ბუნებრივი გაზის 200 კუბურ მეტრამდე მოხმარების შემთხვევაში, კომუნალური გადასახადების თანხა სრულად იქნება ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გარდა ამისა, უშუალოდ დეკემბრის და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც დაწესებულია სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესისთვის, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი პაკეტი და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის, ველოდებით დასაქმებული პირების და თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან, იმისთვის, რომ აღნიშნული კომპენსაციების გაცემა დაიწყოს სწრაფად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ისევე, როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც 1200-ლარიან კომპენსაციას სთავაზობს მოქალაქეებს, რომელთაც შესაძლოა ამ პერიოდის განმავლობაში დაკარგონ სამსახური. აღნიშნული კომპენსაცია იქნება გაცემული 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით.

„ჩვენ დახმარების პაკეტს ვთავაზობთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სოციალურად დაუცველის არ აქვს, მაგრამ მათი სოციალური ქულა არის 65 000-დან 100 000 ქულამდე. ასეთ ოჯახებს ჩვენ შევთავაზებთ 600 ლარიან დახმარებას, 100 ლარის ოდენობით თვეში, 6 თვის განმავლობაში. ასეთი ტიპის დახმარებით უკვე 72 000-მა ოჯახმა ისარგებლა და კვლავ იგივე ოჯახებისთვის იქნება განსაზღვრული დახმარების ეს პაკეტი. გარდა ამისა, 24 000 ოჯახი გვყავს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მაგრამ ჰყავთ სამი ან მეტი ბავშვი ოჯახში. ასეთი ოჯახებისთვისაც 100-ლარიანი დახმარება იქნება გამოყოფილი ყოველთვიურად, ანუ 600 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 18 წლამდე შშმ პირებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისასევე არის გათვალისწინებული 600-ლარიანი დახმარების პაკეტი, რომელიც განაწილდება 6 თვეზე, 100 ლარის ოდენობით თვეში და ასეთი 43 000 ოჯახია, რომელთაც ჩვენ უკვე ერთხელ დავეხმარეთ და რა თქმა უნდა, დავეხმარებით ამ საკმაოდ რთულ პერიოდში.

გარდა ამისა, გვქონდა კომუნიკაცია ბანკებთანაც და ბანკებთან ერთად ჩვენ ვეცდებით, რომ დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ სავაჭრო სექტორში და ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ ბანკებთან, სესხების რესტრუქტურიზაციაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ასევე ბიზნესისთვის გათვალისწინებულ მხარდაჭერის ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა მხარდაჭერის პაკეტები, რათა დაეხმაროს ბიზნესს, რომლებზეც შეზღუდვები გავრცელდა.

„გარდა მოქალაქეზე ორიენტირებული პაკეტებისა, ჩვენ ასევე ბიზნესთან შევიმუშავეთ პაკეტები, რომ დავეხმაროთ ბიზნესს, რომლებზეც გავრცელდა შეზღუდვები. ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომის ანაზღაურება არ აღემატება 1500 ლარს, 700 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის კომპენსირებას მოვახდენთ. თითოეულ დასაქმებულზე ეს არის 150 ლარი. 425 000 დასაქმებულზე ასეთი პაკეტი უკვე გავრცელდა. შესაბამისად, ჩვენ დამატებით დაველოდებით ინფორმაციას დამსაქმებლებისგან და 33 000 კომპანიის 425 000 თანამშრომელს დაუკოპმენსირდება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც სხვა შემთხვევაში ბიზნესი გადაიხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ასევე მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის სექტორი გათავისუფლებულები იქნებიან 4-თვიანი საშემოსავლო გადასახადისგან. ამით დამატებით დავეხმარებით ტურიზმის სექტორს, რომ ეს ტვირთად არ დააწვეთ და ექნებათ საშუალება, რომ არ გადაიხადონ 4-თვიანი გადასახადი. ტურიზმის, სარესტორნო სექტორი და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრია გათავისუფლებული იყო 2020 წლის ქონების გადასახადისგან. ეს შეღავათი იმოქმედებს 2021 წლის განმავლობაშიც“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, წლის დასაწყისში, ტურიზმის სექტორისთვის შემუშავებული სესხების სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება სარესტორნო ბიზნესზეც, რადგან მათ ასევე შეეხოთ შეზღუდვები.

„ასევე წლის დასაწყისში, ტურიზმის სექტორისთვის შევიმუშავეთ სესხების სუბსიდირების პროგრამა და ამ ეტაპზე, რადგან სარესტორნო ბიზნესსაც შევახეთ შეზღუდვები ამ ორთვიან პერიოდში, შესაბამისად, სარესტორნო ბიზნესისთვისაც 6 თვის განმავლობაში იქნება შეთავაზებული იმ სესხების სუბსიდირება, რომელსაც ემსახურებიან ეს კომპანიები. ასევე აუცილებლად შევთავაზებთ კომპანიებს ბანკებთან ერთად დახმარებას, მათი სესხების რესტრუქტურიზაციაში.

ვართ სრულიად ღია შემდგომი კომუნიკაციისთვის. უკვე დაგეგმილია ეკონომიკის მინისტრის და ბიზნესომბუდსმენის ოფისის შეხვედრა სათხილამურო კურორტების სასტუმროებთან, რათა მათთან ერთად ვიმსჯელოთ იმ შესაძლო დახმარებაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მათ შეიძლება დასჭირდეთ. ასევე სრულ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესსექტორთან, რომელთაც შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე მხარდაჭერა სჭირდებოდეთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.