imedi /  01 დეკემბერი 2020, 10:48 / სანდო წყარო

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯამურად 1 420 მილიონი ლარია გათვალისწინებული

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია, რომელშიც სრულადაა ასახული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპით გათვალისწინებული მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯამურად გათვალისწინებულია 1 420.0 მლნ ლარი, მათ შორის, 2020 წელს 280 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს 1 140 მლნ ლარი.

ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450,0 მლნ ლარი, მათ შორის 400,0 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში, ხოლო 50,0 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებში;

ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.

მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 540,0 მლნ ლარამდე, საიდანაც 230,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს (კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის) ხოლო 310,0 მლნ ლარამდე 2021 წელს, მათ შორის:

მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის განსაზღვრული ასიგნება შეადგენს 60.0 მლნ ლარი, 200,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს;

65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55,0 მლნ ლარამდე;

სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი - 15,0 მლნ ლარამდე;

შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის - 27.0 მლნ ლარი;

6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე - 150.0 მლნ ლარი;

გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ. ამ მიზნით 2020 წელს მიიმართება დამატებით 30,0 მლნ ლარი.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430,0 მლნ ლარს, მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 260,0 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისის თვეებში), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220,0 მლნ ლარის ოდენობით;

ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი - 45,0 მლნ ლარი;

სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება - 35,0 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი);

მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება - 35,0 მლნ ლარი;

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 50,0 მლნ ლარი;

გაგრძელდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რაც ბიზნესის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჯამში, 2021 წელს მოსალოდნელია რომ დაბრუნდება 1 მილიარდ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების შედეგად, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი ბარიერის გარეშე, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება ( ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარი).

ყველა სიახლე

13 ოქტომბერი 2024, 18:19

კულტურა

კახეთმა ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მერვედ უმასპინძლა

კახეთმა ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მერვედ უმასპინძლა. წინანდლის მამულში, მთელი დღის განმავლობაში მსმენელთა საფესტივალო მუსიკალურ განწყობაზე ფრანგი, იტალიელი, კოლუმბიელი და შვეიცარიელი ვირტუოზი მუსიკოსები ზრუნავდნენ. ფესტივალი ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა.

ვილი სანიოლი

13 ოქტომბერი 2024, 18:00

სპორტი

ვილი სანიოლი: უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს და ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო პერიოდში ვიყავით და ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ, შემთხვევითობა არ ყოფილა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყნის გუნდი საგურამოშია, სადაც თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართა.

რატი იონათამიშვილი

13 ოქტომბერი 2024, 17:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე შუქრუთის აქციაზე: ჩვენი ჩართულობით შიმშილობის აქცია შეწყდა და მხარეები სამუშაო ფორმატზე გადავიდნენ

აღნიშნულის შესახებ „იმედინიუსს“ რატი იონათამიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, იგი შეხვდა როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე კომპანიის წარმომადგენლებს.

13 ოქტომბერი 2024, 17:52

არჩევნები 2024

თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით „ველოსპორტის თასი 2024“ გაიმართა

თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით ველოსპორტის თასი 2024 გაიმართა. შეჯიბრი დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე ჩატარდა.

13 ოქტომბერი 2024, 17:48

სპორტი

ირაკლი სულამანიძემ ვენეციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა კარატისტმა ირაკლი სულამანიძემ, ვენეციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გურამ მაჭარაშვილი

13 ოქტომბერი 2024, 17:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციონერები არც მალავენ, რომ ემზადებიან 27 ოქტომბრის შემდგომი პროცესებისთვის

არც მალავენ, რომ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრის შემდგომი პროცესებისთვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

13 ოქტომბერი 2024, 17:35

პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკი: ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა, მათ საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება უხეშად დაარღვიეს

ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა - პეტრე სალუქვაძემ, სოფო ქარცივაძემ, ალეკო ბურჭულაძემ, გიორგი (ჟორია) სირაძემ, - წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკი, სოციალურ ქსელში.

13 ოქტომბერი 2024, 17:33

რეგიონი

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა

მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე მერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.

გურამ მაჭარაშვილი

13 ოქტომბერი 2024, 17:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „მთავარი არხის“ კვლევის შედეგებზე: გვარამია, „მთავარი არხი“ ამბობს - რა შუაშია ხალხი და ცესკოს შედეგები, ეს არ მაინტერესებს, ტანით რას ვიგრძნობთ, ესაა მთავარიო

ეს არის „მთავარი არხის“ სურვილები, ალბათ ადმინისტრაციის კაბინეტში დაიწერა, ამას ამდენი, იმას - იმდენი, - ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.

გორი

13 ოქტომბერი 2024, 17:28

რეგიონი

გორში სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს

„გორის დღე 2024“ ჭავჭავაძის გამზირზე აღინიშნება. გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, სოფლის კუთხეები, გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები.

პაატა ლიპარტელიანი

13 ოქტომბერი 2024, 17:20

არჩევნები 2024

ემიგრანტი პაატა ლიპარტელიანი: ათასნაირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაწესებულების მეშვეობით არჩევდნენ ისეთ ტიპებს, რომელთაც შეეძლოთ, ქვეყანაში არსებული მცირე ნაპრალების გაღრმავება. ეს უნდა დასრულდეს

„ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ. არ შეიძლება იყო მანიპულირების ქვეშ მყოფი ქვეყანა. ათასნაირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაწესებულების მეშვეობით არჩევდნენ ისეთ ტიპებს, რომელთაც შეეძლოთ, ქვეყანაში არსებული მცირე ნაპრალების გაღრმავება,

დავით ევგენიძე

13 ოქტომბერი 2024, 17:18

არჩევნები 2024

დავით ევგენიძე: იმაზე დიდი ბედნიერება, როცა არ არის ომი და არის მშვიდობა, არ არსებობს. ქართველი ხალხი იმსახურებს ამას

მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მუსიკოსმა დავით ევგენიძემ, რომელიც ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში მუსიკოსებს შეხვდა. დავით ევგენიძემ საკუთარი კომპოზიცია შეასრულა, ასევე ადგილობრივ მუსიკოსებს საშუალება მისცა აუდიტორიისთვის რამდენიმე ნაწარმოები წარედგინათ. კომპოზიტორი მიიჩნევს, რომ მშვიდობა არის კაცობრიობისთვის ბედნიერება და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ბედნიერებას.

მამუკა მდინარაძე

13 ოქტომბერი 2024, 17:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნაცების პარტიების ოთხეულს, დავალების შესაბამისად, სიტყვა „რუსულის“ შემდეგ ლექსიკონში სიტყვა „შეშინებული“ ჩაუმატებია და იმეორებენ თუთიყუშებივით

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მამუკა მდინარაძე წერს, რომ ნაცების პარტიების ოთხეულს, დავალების შესაბამისად, სიტყვა „რუსულის“ შემდეგ ლექსიკონში სიტყვა „შეშინებული“ ჩაუმატებია და იმეორებენ თუთიყუშებივით.

13 ოქტომბერი 2024, 16:50

რეგიონი

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არამხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს.

13 ოქტომბერი 2024, 16:49

მსოფლიო

გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სადგურზე გაზის ცისტერნა აფეთქდა. აფეთქების მიზეზს სამართალდამცველები იკვლევენ.

თამარ კორძაია

13 ოქტომბერი 2024, 16:19

პოლიტიკა

თამარ კორძაია ეთანხმება ევროპარლამენტის რეზოლუციის პუნქტს რუსეთის სანქცირებაზე, რომლის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა 14.5 მლრდ ლარით შემცირდებოდა, პურისა და ფქვილის ფასი 19%-ით გაიზრდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტი კი 11%-ით შემცირდებოდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თამარ კორძაია, ეთანხმება ევროპარლამენტის რეზოლუციის ყველა პუნქტს, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რომლის შედეგადაც, საქართველოს ეკონომიკა 14.5 მილიარდი ლარით შემცირდებოდა, პურისა და ფქვილის ფასი 19%-ით გაიზრდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იანი ზრდის ნაცვლად კი ქვეყანა 11%-იან ვარდნას მიიღებდა.

13 ოქტომბერი 2024, 15:52

მსოფლიო

NBC News: ამერიკის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა იმ სამიზნეების დიაპაზონი შეამცირა, რომელზეც ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ საჰაერო იერიშს აპირებდა

ამერიკის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა იმ სამიზნეების დიაპაზონი შეამცირა, რომელზეც ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ საჰაერო იერიშს აპირებდა.

13 ოქტომბერი 2024, 15:17

საზოგადოება

სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

13 ოქტომბერი 2024, 15:10

საზოგადოება

სოფელ დიღომში რეაბილიტირებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

სპორტული კომპლექსის გახსნაზე საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ტაეკვონდოისტებმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა და ფეხბურთელებმა საჩვენებელი ვარჯიშები გამართეს. ღონისძიებას საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ მღებრიშვილი ესწრებოდნენ.

13 ოქტომბერი 2024, 14:58

სამართალი

შსს: გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შემოვიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.