ეკატერინე ტიკარაძე: 19 წლის თეკლას გარდაცვალების მიზეზებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს
ეკატერინე ტიკარაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახს უსამძიმრებს. მისი თქმით, რეგულირების სააგენეტოში შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს საქმის შესწავლა.
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო თეკლას ოჯახს, მთელს საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. გუშინ ჩემი დავალებით, მყისიერად, რეგულირების სააგნეტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გაირკვევა თუ რა ხარვეზების გამო დადგა ლეტალური შედეგი და ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის, პასუხი გაეცემა.
„გუშინ ჩემი დავალებით, მყისიერად, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა. ისინი ამასთან დაკავშირებით გააკეთებენ განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება, თუ რა ხარვეზების გამო დადგა მსგავსი ლეტალური შედეგი. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ამ კითხვებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
19 წლის თეკლა გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა, სადაც აცხადებენ, რომ ინფიცირებული გოგო კოვიდსასტუმროდან უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რის გამოც ოჯახი მის ჰოსპიტალიზებას ინფექციის დადასტურებისთანავე ითხოვდა.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 15:01
მსოფლიო
პეტრა სტეგერი: ბრიუსელმა პროცესები დააჩქარა. უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სრული სიჩქარით მიჰყავთ. დაუშვებელია ევროკავშირში ასეთი სისწრაფით მივიღოთ ომში მყოფი ქვეყანა
„ბრიუსელმა პროცესები დააჩქარა. უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სრული სიჩქარით მიჰყავთ. მოლაპარაკებების მორიგი კლასტერი გახსნეს. სრულიად ბუნდოვანია, რა შედეგები ექნება ამას ევროპის გადასახადების გადამხდელებისთვის, ფერმერებისა და უსაფრთხოების ინტერესებზე. დაუშვებელია ევროკავშირში ასეთი სისწრაფით მივიღოთ ომში მყოფი ქვეყანა, უდიდესი ფინანსური საჭიროებებითა და ისეთ გადაუჭრელი პრობლემებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და კორუფცია“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.
15 ივლისი 2026, 15:00
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს
სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
15 ივლისი 2026, 14:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს, რომ ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს
ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს, რომ ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
15 ივლისი 2026, 14:58
მსოფლიო
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით
„რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით. ნაცვალად იმისა, რომ წევრი სახელმწიფოები ინტერესები დაიცვას, ევროკომისია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს ემხრობა და შანტაჟის გზით გვაიძულებს ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის საზიანო ნაბიჯი გადავდგათ. ეს აღმაშფოთებელია“, - წერს ევროპარლამენტარი
15 ივლისი 2026, 14:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ეუთომ სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო და კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან
კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
15 ივლისი 2026, 14:53
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი თელავში სტიქიაზე: მასშტაბი იმხელა იყო, რომ რამდენიმე საათში ჩამოვიდა თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექის. თელავისხევის კალაპოტში არის მოწყობილი ნიაღვრისგან დამცავი სპეციალური ნაგებობები - სამი კასკადი, რომელმაც მთავარი დარტყმა აიღო თავის თავზე. დაზიანებას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა პრევენციული მექანიზმების გარეშე, ქალაქი ასცდა
მასშტაბი იმხელა იყო, რომ რამდენიმე საათში ჩამოვიდა თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექის. თელავის ხევის კალაპოტში არის მოწყობილი ნიაღვრისგან დამცავი სპეციალური ნაგებობები - სამი კასკადი, რომელმაც მთავარი დარტყმა აიღო თავის თავზე. დაზიანებას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა პრევენციული მექანიზმების გარეშე, ქალაქი ასცდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ თელავის სტიქიაზე საუბრისას.
15 ივლისი 2026, 14:48
მსოფლიო
Amnesty International-ი ჯოან როულინგის სექსუალური ძალადობის მხარდაჭერის ცენტრის კრიტიკის გამო სინანულს გამოთქვამს
Amnesty International-ი არასათანადოდ შედგენილი ანგარიშის გამოქვეყნების გამო სკანდალში გაეხვა. ორგანიზაციის გაერთიანებული სამეფოს ოფისმა განაცხადა, რომ ნანობს იმ დოკუმენტის გამოქვეყნებას, სადაც გენდერისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები, მათ შორის ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის ქალთა უფლებათა დაცვის ცენტრი, ქალებისა და ლგბტ თემის უფლებათა შემლახველ, ანტი-ტრანსგენდერულ კამპანიებად შერაცხა.
15 ივლისი 2026, 14:47
კულტურა
მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. საღამო მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ გახსნა.
15 ივლისი 2026, 14:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ყველა სტატისტიკით ვიცით, რომ მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების არის სიმთვრალე და გადაჭარბებული სიჩქარე, მგონი გასაგებია, რომ მძღოლის პასუხისმგებლობაა
როდესაც ყველა სტატისტიკით ვიცით, რომ მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების არის სიმთვრალე და გადაჭარბებული სიჩქარე, მგონი გასაგებია, რომ მძღოლის პასუხისმგებლობაა, - განუცხადა ზუგდიდში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
15 ივლისი 2026, 14:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ვინც 2024 წლის არჩევნებზე ამ აგენტებს მხარი დაუჭირეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი იმ 1 200 000-მდე ქართველისთვის, რომლის გააზრებულმა არჩევანმაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნა
ამ აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მდე ქართველმა მიეცით ხმა. რატომ იქცევით ასე? არ გყავთ ოჯახები, შვილები, მშობლები? რატომ გსურთ, რომ ეს ადამიანები სასიკვდილოდ გაწიროთ? - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ.
15 ივლისი 2026, 14:37
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია გვარამიას განცხადებაზე: სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის პირველი და უმთავრესი
გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.
15 ივლისი 2026, 14:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომე ახლა სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სხვაგან?! ისევ ისე არიან ერთიანნი. აგენტურა ყოველთვის გაერთიანებული იყო. დაავალებენ, რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან, გამოჩნდებიან. დაავალებენ, რომ ცალ-ცალკე, ცალ-ცალკე გამოჩნდებიან
ქალბატონი სალომე ახლა სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სხვაგან?! ისევ ისე არიან ერთიანნი, - განუცხადა ზუგდიდში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
15 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: არაფერი სარკასტული ამ განცხადებაში არ იყო. ეს ხალხი ასე ფიქრობს, ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებსა და ფულზე
არაფერი სარკასტული ამ განცხადებაში არ იყო. ეს ხალხი ასე ფიქრობს, ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებსა და ფულზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას, სადაც გვარამიამ აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
15 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეუთოს დასკვნით აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა
„ზოგადად, რეზოლუცია კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად ქცევა. ამიტომ არის, რომ დღეს ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დაკარგული აქვს ფუნქცია და არიან დანამატები, სადაც ხდება სხვადასხვა ჯგუფებიდან პოლიტიკური ბოღმის ამონთხევა. რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისი დასკვნა - ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე - რეზოლუციაში. ეუთოს ამ დასკვნით აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის დონეზე არის დასული, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელმაც ქართველი ხალხის თვალში ძირი გამოუთხარა ეუთოს მიმართ ნდობას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
15 ივლისი 2026, 14:32
მსოფლიო
Financial Times: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში ტრამპის პოლიტიკასთან აფილირებულ ჯგუფებს დააფინანსებს
Financial Times-ის ცნობით, ამერიკის საგარეო უწყება მოძრაობა MAGA-ს მხარდამჭერებს ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლასა და ცივილიზაციური კავშირების განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო დეპარტამენტმა საგრანტო განაცხადების ფორმები უკვე გამოაქვეყნა.
15 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი აქტივისტის მიერ შშმ პირების დასცინვაზე: მისი ძმა იყო ბავშვებს რომ შეუვარდა სკოლაში და გარეთ გამოჰყავდა იმაში მონაწილეობის მისაღებად, რაც შემდეგ დადგეს - პარლამენტს რომ წვავდნენ და ძალადობდნენ პოლიციელებზე. ამაში უნდოდა ბავშვების ჩაბმა. ამ ღირებულებების მატარებლები არიან გინდა ერთი ძმა და გინდა მეორე ძმა
მისი ძმა იყო ბავშვებს, რომ შეუვარდა სკოლაში და გარეთ გამოჰყავდა იმაში მონაწილეობის მისაღებად, რაც შემდეგ დადგეს - პარლამენტს, რომ წვავდნენ და ძალადობდნენ პოლიციელებზე. ამაში უნდოდა ბავშვების ჩაბმა. ამ ღირებულებების მატარებლები არიან გინდა ერთი ძმა და გინდა მეორე ძმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი აქტივისტის მიერ რატი იონათამიშვილის შეურაცხყოფაზე.
15 ივლისი 2026, 14:31
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნაცსექტის ატეხილ აჟიოტაჟს რომ ვუყურებ, თვალწინ მიცოცხლდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები, როცა ადამიანებს წლების ნაშრომ-ნაწვალები კერძო საკუთრება დაუნგრიეს და საარსებო წყარო გადაუკეტეს
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გასცა, ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და ამბობს, რომ თვალწინ უდგება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ვანდალიზმის კადრები.
15 ივლისი 2026, 14:29
პოლიტიკა
გია აბაშიძე ზაზა შათირიშვილის წერილს იხსენებს: კრიმინალმა სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ბევრი ახირება მოახვია თავს თბილისს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით უზნეო და ფაქტობრივად, დანაშაულის ტოლფასი რიყის პარკში უმახინჯესი და ადგილისთვის არაავთენტური „გრაფინების“ ჩადგმა იყო
არქიტექტურულად უფუნქციო სიმახინჯის, „რიყის დოქების" მართებულ დემონტაჟზე გამახსენდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი შარშანდელი წერილი როცა მან იდეალურად აღწერა ამ ნაგებობის სიგოიმე-სიბანძე, ნაცოპოზიცია კი ყოველთვის ქაჯობის მხარდამჭერია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
15 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პატარა სცენაა მოწყობილი, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ, ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ. სწორი შედარებაა, რომ ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია
რაც ხდება ოპოზიციაში, არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც აზელენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
15 ივლისი 2026, 14:16
მსოფლიო
მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მარცხის შემდეგ საფრანგეთში 160 ადამიანზე მეტი დააკავეს
საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფეხბურთო ნაკრების მარცხის შემდეგ პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა პოლიციას პიროტექნიკით ესროლეს და ქუჩაში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. არეულობისას პარიზის ქუჩებში გაჩენილ ხანძრის კერებს მეხანძრეთა ათობით ბრიგადა აქრობდა.


