თამთა მეგრელიშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ამ მკვლელი რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, კობა დავითაშვილი დღეს გარდაიცვალა

თამთა მეგრელიშვილი
ფოტო: IMEDI
კობა დავითაშვილი იყო ადამიანი, რომელსა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს უმოწყალოდ სცემეს, ნაცემს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სასიკვდილოდ გაწირეს, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ში წერს.
მისი თქმით, სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მას მძიმე დაავადებად ექცა და წლების განმავლობაში იტანჯებოდა.
,,ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო თქვა და გააკეთა. სტუდიაში თუ სტუდიის გარეთ, თავისუფლად მოსიარულენი და ჯანმრთელნი დასცინოდნენ, ავადმყოფს უწოდებდნენ და მიშას განადიდებდნენ. ასეთებისთვის მისი წასვლით ნამდვილად არაფერი შეიცვალა ... მაგრამ გულისხმიერი, კეთილსინდისიერი, პატრიოტი ადამიანებისთვის კობა დავითაშვილი ქვეყანას დააკლდა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 14:06
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ქართველი ხალხი გრძნობს გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს რიგ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება წარიმართოს თანამშრომლობა, ისაუბრეს როგორი იქნება თანამშრომლობის ფორმები.

26 იანვარი 2021, 13:52
პოლიტიკა
კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია
როგორც კახა კუჭავამ განმარტა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

26 იანვარი 2021, 13:50
COVID19
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა 500 ადამიანზე იწყება
ამ კვლევის შედეგი იქნება ძალიან სერიოზული. ჩვენ გვეცოდინება საკუთარ მასალაზე და არა ინგლისელების მასალაზე, რამდენ პროცენტ შემთხვევაში ვითარდება ეს სინდრომი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

26 იანვარი 2021, 13:50
ეკონომიკა
ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან
ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ეპიდემიოლოგებიც ესწრებიან. ეკონომიკურ გუნდთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრამდე ბიზნესის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით ტურიზმის სექტორი, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები მზად არიან ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით განაახლონ მუშაობა.

26 იანვარი 2021, 13:50
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:45
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

26 იანვარი 2021, 13:43
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ იუნისეფთან თანამშრომლობა მომავალშიც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც აქამდე იყო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) ხელმძღვანელს, ხასან ხალილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციაზე ისაუბრეს.

26 იანვარი 2021, 13:38
COVID19
ამირან გამყრელიძე: მოქალაქეთა 50-60 პროცენტი COVID-ის ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა
ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:36
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძის ხელახალი არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, ხაზს უსვამს საქართველოს ავტორიტეტს
ირაკლი კობახიძის ხელახალი არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, ხაზს უსვამს საქართველოს ავტორიტეტს, საქართველოს იმიჯს და უშუალოდ ირაკლი კობახიძის ავტორიტეტს ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:24
COVID19
ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში არ შემოვა ვაქცინა, რომელსაც მაღალი სანდოობა არ ექნება
ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ,საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ.

26 იანვარი 2021, 13:17
COVID19
ეკატერინე ტიკარაძე: დინამიკა სტაბილურია, თუმცა არაა საკმარისი, რომ თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3 069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3 700-მდე ადგილია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:14
COVID19
ამირან გამყრელიძე: დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია
ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი და დინამიკა გრძელდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია. ბოლო 3-4 დღეა ეს მაჩვენებელი მერყეობს 4-სა და 6%-ს შორის. ბოლო 7 დღის 6%-ია. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად მდგრადია დადებითობის დინამიკა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:09
COVID19
გოჩა ლორთქიფანიძე: პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან მიმართებით, სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს
9 ათასი მსჯავრდებულია მთლიანად სისტემაში, 6 654-ს ჩაუტარდა COVID-19-ზე ტესტირება. ჩვენ გვაქვს რწმენა და რესურსები რომ ამ პროცესს გავუმკლავდებით და მივხედავთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო სახდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:07
COVID19
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბალია
მისი თქმით, 4-პროცენტიანი დადებითობის მაჩვენებელი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.

26 იანვარი 2021, 13:06
COVID19
გოჩა ლორთქიფანიძე: 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6 654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა
სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. თვის ბოლომდე ინტენსიური ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდება. უკვე ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:06
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.

26 იანვარი 2021, 12:59
COVID19
მამუკა მდინარაძე: თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს
თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ზეა ასული.

26 იანვარი 2021, 12:56
საზოგადოება
მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რა კრიტერიუმზეა დამოკიდებული სწავლის სკოლებში განახლება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში
„ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი. ანუ, თუ 1-ელ მარტამდეც ეს 7-დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

26 იანვარი 2021, 12:49
COVID19
მამუკა მდინარაძე: კარგად მესმის იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიიღეს, მაგრამ გაუთვლელი გადაწყვეტილებებით შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მივიღოთ
„თუ გადაწყვეტილებები ნაჩქარევი და გაუთვლელი იქნება, გარკვეულ მეცნიერულ გათვლებზე არდაფუძნებული, ამ შემთხვევაში ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით ცუდ შედეგს და ისევ მოგვიწევს ამ შეზღუდვების შეიძლება უფრო მკაცრი ფორმებით დაბრუნება“.

26 იანვარი 2021, 12:47
COVID19
მამუკა მდინარაძე: ტრანსპორტის გახსნაზე დავიწყებთ ფიქრს, თუ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 4%-ზე ნაკლები იქნება
მაგალითად, თუ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, თუ COVID-19-ზე დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.