http://imedi.ge/ /  04 დეკემბერი 2020, 13:10 / სანდო წყარო

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და მარეგულირებელი ორგანოს არსებობის ისტორიაში პირველად, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი გაიცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N 01-23ნ ბრძანებით, საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენას, ასევე, GMP და GDP სერტიფიკატების გაცემას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს.

„პირველად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზრის და ასევე, პირველად მარეგულირებელი ორგანოს არსებობის ისტორიაში, GDP-ის, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი გაიცა. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ხარისხის სერტიფიკატი, შპს „საფლაი ჯეო“-ს გადასცა.

შპს „საფლაი ჯეო“, საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიის - SMO Group - ის წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც, კლინიკური კვლევებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ლოჯისტიკურ სერვისებს ახორციელებს.

ამასთანავე, ის პირველი კომპანიაა, რომლის GDP ინსპექტირება, სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რეგულირების სააგენტომ, მათივე ნებაყოფლობითი მომართვის საფუძველზე განახორციელა.

ინსპექტირების სამიზნე სისტემებს წარმოადგენდა ხარისხის სისტემა, შენობა/ნაგებობა, დანადგარები, მასალების მართვა. კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის - EU-GDP მოთხოვნები. შესაბამისად, შპს „საფლაი ჯეო“ უკვე GDP სერტიფიკატის მფლობელია.

შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო.

აღნიშნული ხელს შეუწყობს არამხოლოდ უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე განთავსებას, არამედ, ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობის განვითარებას. ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N 01-23ნ ბრძანების თანახმად, საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენას, ასევე, GMP და GDP სერტიფიკატების გაცემას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სტანდარტის დანერგვით, საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. ინსპექტირება, ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათისაა, 2022 წლის პირველი იანვრიდან კი, სავალდებულო გახდება“, - ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 14:52

საზოგადოება

ზვიად გაბისონიამ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ვიცე-პრეზიდენტ დოქტორ ნაჯიგუნდოღანს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 14:51

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან და საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პირებთან, ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრები გამართა.

თამთა მეგრელიშვილი

28 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს

ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

28 ივლისი 2026, 14:48

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ხელისუფლება ტრანსგენდერული პოლიტიკის გამო ორი ოლქის სკოლას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი მიჩიგანისა და მერილენდის შტატებში სკოლებს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

28 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად

თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? - ამ კითხვით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მათ მიერ “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, სადაც საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობით.

დავით ქართველიშვილი

28 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის საელჩომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა „კაია კალასის“ საუკეთესო ტრადიციებში. არ გამოვრიცხავ, რომ საელჩოს მორიგ სამიზნეში ჩვენი სპორტსმენის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული ორგანიზაცია მოხვდეს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ქართველიშვილი პარალელს ავლებს ქართველი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან და აცხადებს, რომ თუ საელჩო ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოთქვამს „შეშფოთებას“, მაშინ შეფასებისას სწორედ ამერიკული გამოცდილებითა და თანაბარი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.

28 ივლისი 2026, 14:32

მსოფლიო

Reuters: აშშ უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის გადაცემას 2029 წლამდე გაწელავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესის წევრებს აცნობა, რომ უკრაინისთვის დახმარების სახით გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის სრულად დახარჯვას მხოლოდ 2029 ფისკალურ წელს დაასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 14:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვაში ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე

დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე

რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

დავით ქართველიშვილი

28 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს

ამიტომ „არაბული ქალაქებისა“ და „არაბული სოფლების“ შესახებ გავრცელებული თეზისები უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკა და ობიექტურ საბაზრო ანალიზზე დაფუძნებული დასკვნა. რეალური სურათი გაცილებით პრაგმატულია: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული კაპიტალი არ არის დემოგრაფიული ექსპანსიის ნიშანი. იგი საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ნდობის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მიმართ. სწორედ ინვესტიციები და არა პოლიტიკური მითები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 14:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აშშ-ს საელჩოს პოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოდან, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, მმართველი გუნდი პასუხობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობა არსებობს.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2026, 14:07

ჯანდაცვა

სოზარ სუბარი: ორი ადამიანის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბატონი თენგიზ ცერცვაძის ურყევმა რწმენამ, რომ ეს იყო შესაძლებელი, გამოიღო შედეგად ის, რომ ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ მივიღეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.

ცოტნე ანანიძე

28 ივლისი 2026, 13:57

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ, თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ვნახეთ, ახლა ევროკავშირის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ. თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს,” - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

ზინედინ ზიდანი

28 ივლისი 2026, 13:47

სპორტი

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 13:37

ეკონომიკა

ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.

28 ივლისი 2026, 13:29

მსოფლიო

DW: გერმანიის „სოციალ-დემოკრატებს“ LGBTQ+ ადამიანების დაცვის საკითხის ჩაწერა კონსტიტუციაში სურთ

გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) კვლავ წამოაყენა მოთხოვნა კონსტიტუციის ანტიდისკრიმინაციულ ნორმებში სექსუალური იდენტობის დამატების შესახებ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 ივლისი 2026, 13:22

პოლიტიკა

შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება, - ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.

28 ივლისი 2026, 13:20

ეკონომიკა

გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მეორე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 13:09

მსოფლიო

WSJ: უკრაინის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებით მოხიბლული ტრამპი ზელენსკის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში მრჩევლებთან აცხადებდა, რომ უკრაინა ომს აგებდა.

28 ივლისი 2026, 13:03

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში სკვერს აწყობს

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი ზონების და ფიტნეს სივრცის მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგება საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს და მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.