კომუნიკაციების კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს
ფოტო: კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მონიტორინგი 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდა. თვისებრივი მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა, რაოდენობრივი მონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა.
„თვისებრივ მედიამონიტორინგს დაქვემდებარებულ 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე დაკვირვება სამაუწყებლო სტანდარტების, მათ შორის ბალანსის, სიზუსტის, რელევანტურობის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვების, ასევე სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის, დისკრიმინაციისა და ვიზუალური/აუდიო მანიპულაციის ჭრილში განხორციელდა. მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად დაბალანსებული და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით ყველაზე მეტად საზოგადოებრივ მაუწყებელზე შუქდებოდა, ბალანსი და სტანდარტი დაცული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და „რუსთავი 2“-ზე. „ტელეიმედის“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მაგალითზე ცალსახა იყო მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის მიმართ.
სექტემბრის თვის მსგავსად, ოქტომბერში ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მკვეთრად პოზიტიურად აშუქებდა ხელისუფლების, ხოლო უკიდურესად ნეგატიურად ოპოზიციის საქმიანობას. საპირისპირო ხდებოდა ტელეკომპანია „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“, აღნიშნული არხები პოზიტიურად აშუქებდნენ ოპოზიციის ქმედებებს, ხოლო მკვეთრად ნეგატიურად ხელისუფლების საქმიანობას. აღნიშნულ ორ არხზე საინფორმაციო გამოშვებები, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, გამოირჩეოდა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით და გაჯერებული იყო სიძულვილის ენით. „ტელეკომპანია პირველის“ და „მთავარი არხის“ გადაცემებში ხშირად გვხვდებოდა შეცდომაში შემყვანი, ყალბი ინფორმაცია და ბრალდებები, რომლებიც არ იყო მტკიცებულებებით გამყარებული. „მთავარი არხის“ გადაცემებში ასევე ხშირი იყო უცენზურო გამონათქვამების გამოყენების შემთხვევები. ტელეკომპანია „იმედზე“ რესპონდენტების მხრიდან ისმოდა სიძულვილის ენა, რაზეც წამყვანებს არ ჰქონდათ სათანადო რეაგირება.
რაც შეეხება ძირითად მიგნებებს და ანალიზს, მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები გადამოწმებულ და ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ავრცელებდა, დაცული იყო ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, არ გამოვლენილა დეზინფორმაციისა და მანიპულაციის შემთხვევები, დაცული იყო ასევე ბალანსი, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა გაცნობოდა საკითხის გარშემო არსებულ რამდენიმე განსხვავებულ მოსაზრებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უზრუნველყო ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა დებატებში, თუმცა, ზოგიერთმა პარტიამ ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები არ გამოხატავდნენ მიკერძოებულ დამოკიდებულებას არცერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: „ქართული ოცნება“ – 19.2% (პოზიტიური - 33%, ნეგატიური - 17%), საქართველოს მთავრობა - 15.6% (პოზიტიური - 16%, ნეგატიური - 5%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 13.6% (პოზიტიური - 13%, ნეგატიური - 26%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
მეტწილად დაცული იყო მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება და ბალანსი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა მხარის პოზიცია მოესმინა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში წამყვანები გამოირჩეოდნენ კრიტიკული შეკითხვებით და ემიჯნებოდნენ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებს. ახალ ამბებში დრო დაეთმო: „ქართული ოცნება“ – 20.7% (პოზიტიური - 41%, ნეგატიური - 26%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 13.7% (პოზიტიური - 18%, ნეგატიური - 31%) საქართველოს მთავრობა - 12% (პოზიტიური - 23%, ნეგატიური - 8%), აჭარის მთავრობა - 11% (პოზიტიური - 20%, ნეგატიური - 29%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში პოზიტიური დამოკიდებულება გამოიკვეთა მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ, მაუწყებელი ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მიმართ. არხზე ხშირ შემთხვევაში არ იყო დაცული ბალანსი. რესპონდენტების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენის გამოყენებას, რაზეც გადაცემების წამყვანებს რეაგირება არ მოუხდენიათ. მაუწყებლის ეთერში არ გამართულა დებატები. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება - 47.4% (პოზიტიური - 64%, ნეგატიური - 1%), საქართველოს მთავრობა - 21.8% (პოზიტიური - 33%, ნეგატიური - 2%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 17.5% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 84%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში საარჩევნო სუბიექტების აქტივობები მეტწილად ნეიტრალურად, ეთიკური სტანდარტებისა და ბალანსის დაცვით შუქდებოდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში პარტიებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ წინასაარჩევნო პროგრამები, წამყვანები სვამდნენ რელევანტურ შეკითხვებს, რაც მაყურებელს შესაძლებლობას აძლევდა მიეღოთ მრავალმხრივი ინფორმაცია როგორც წინასაარჩევნო პროგრამებზე, ასევე მათი განხორციელების გზებსა და რესურსებზე. წამყვანები თითქმის ყოველთვის ემიჯნებოდნენ სტუმრების დისკრიმინაციულ განცხადებებს და კრიტიკულობას ინარჩუნებდნენ როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მიმართ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება - 31.1% (პოზიტიური - 31%, ნეგატიური - 12%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 15.8% (პოზიტიური - 17%, ნეგატიური - 17%), საქართველოს მთავრობა - 13.2% (პოზიტიური - 15%, ნეგატიური - 5%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„ტელეკომპანია პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანია მიკერძოებულად შუქდებოდა. არხი მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა მთავრობის საქმიანობის და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას. წამყვანების მხრიდან ადგილი ჰქონდა საკუთარი შეხედულებების რეალობად წარმოჩენის მცდელობას, რაც ხშირ შემთხვევაში ფაქტებით და მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. არხი განაგრძობდა შერჩევით მიდგომას არჩევნებში მონაწილე პარტიების წინასაარჩევნო აქტივობის გაშუქებისას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლიდა ამომრჩეველს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში წამყვანები ღია სიმპათიას გამოხატავდნენ ოპოზიციური კანდიდატების მიმართ. წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენის გამოყენებას. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება - 37% (პოზიტიური - 14%, ნეგატიური - 49%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 19.6% (პოზიტიური - 6%, ნეგატიური - 22%), საქართველოს მთავრობა - 18.9% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 38%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„მთავარი არხის“ ეთერში ადგილი ჰქონდა დაუზუსტებელ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მიწოდებული ინფორმაციის გავრცელებას, მანიპულაციას და აგრესიულ მოწოდებებს. ამავე არხის გადაცემებში გვხვდებოდა შეცდომაში შემყვანი, ყალბი ინფორმაცია, ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით, ჟურნალისტების მხრიდან ხშირი იყო ეთიკური ნორმების დარღვევა, სიძულვილის ენის და უცენზურო ლექსიკის გამოყენების შემთხვევები. გარდა ამისა, ეთერში განთავსებული იყო უხამსობის შემცველი გადაცემები. „მთავარ არხზე“ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული მძიმე ბრალდებები არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით და მხოლოდ ჟურნალისტების ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შეფასებებზე იყო დაფუძნებული. წამყვანები და ჟურნალისტები ავლენდნენ მკვეთრად სუბიექტურ და მიკერძოებულ დამოკიდებულებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ჟურნალისტები არ ერიდებოდნენ ირონიულ და ნეგატიურ ტონს მმართველი პარტიის, საჯარო მოხელეების და სახელმწიფო თანამდებობის პირების მისამართით. ახალ ამბებში დრო დაეთმო: გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 42.2% (პოზიტიური - 18%, ნეგატიური - 1%), „ქართული ოცნება“ – 28.9% (პოზიტიური - 1%, ნეგატიური - 66%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების დიდი ნაწილი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მათზე რეაგირება და განხილვა, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში არის შესაძლებელი, ხოლო მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება არც კომუნიკაციების კომისიაში და არც სასამართლოში.
რაც შეეხება უხამსობის გავრცელებას, რასაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს, აღნიშნული სამართალდარღვევა კომისიის მიერ სამართლებრივ რეაგირებას ექვემდებარება. კომისია უახლოეს მომავალში მაუწყებლებისთვის გაავრცელებს განცხადებას და კიდევ ერთხელ განმარტავს უხამსობის შემცველი გადაცემების ან რეკლამის განთავსებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ სტანდარტებს.
კომუნიკაციების კომისიამ მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატარა. მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში და მეთოდოლოგია სრულად იხილეთ აქ“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 00:53
მსოფლიო
მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი შეუჩერებლად მუშაობს, მასზე მეტი ენერგია არავის აქვს - დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში შრომობს
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა FOX & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“.
24 სექტემბერი 2026, 00:43
საზოგადოება
კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:42
მსოფლიო
რუბიო: აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს
აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
24 სექტემბერი 2026, 00:37
საზოგადოება
კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღებაზე: დავეყრდენით სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღონ რძის პროდუქტი
თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მიიღონ რძის პროდუქტი და სხვა ცხიმიანი საკვები.
24 სექტემბერი 2026, 00:33
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს?
მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება
ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
24 სექტემბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის კონტროლის ზონიდან
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მანჯავიძემ ევროკავშირზე საუბრისას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბუკოვსკის ცნობილი სიტყვებიც გაიხსენა.
24 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის. ეს გერმანულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული კრიზისის სიმპტომია
ნამდვილად კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა შედეგებსაც AFD აჩვენებს, რისი სიმპტომია?
23 სექტემბერი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს
შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.
23 სექტემბერი 2026, 23:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ
ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.
23 სექტემბერი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს
მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
23 სექტემბერი 2026, 23:29
პოლიტიკა
ვოლსკი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიურ განცხადებებზე: რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს
რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის კამპანიური განცხადებების შეფასებისას. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 35 000-მდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ უფლებებში სერიოზულად არიან შეზღუდულები.
23 სექტემბერი 2026, 23:18
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე
შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის თაობაზე ლაპარაკს საფუძველი არ აქვს.
23 სექტემბერი 2026, 23:01
საზოგადოება
კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ
ნოროვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
23 სექტემბერი 2026, 22:50
მსოფლიო
ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა
მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:41
მსოფლიო
ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.
23 სექტემბერი 2026, 22:30
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის
უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:21
მსოფლიო
„მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „დამამცირებელ მარცხზე“ საუბრობს
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს
რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 21:31
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, იან ბეიტსონის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება.


