ComCom-მა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული კონფერენციით შეაჯამა
ფოტო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, რომელიც საქართველოში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, უკვე მეორედ, 24-28 ოქტომბერს გაიმართა, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა. კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მაცხარაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუიზმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალიმა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (Ofcom) წარმომადგენელმა მარია დონდემ გახსნეს.
შეხვედრის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროექტები შეფასდა. კომუნიკაციების კომისიამ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ 2018 წლიდან გადაამზადა 6000 მოსწავლე, კვალიფიკაცია აუმაღლა 1400-ზე მეტ პედაგოგს, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადამზადდა 1000 სტუდენტი, ჩატარდა 300-ზე მეტი საგანმანათლებლო სემინარი, მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში კომისია 300 სკოლასთან და 12 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომლებშიც მონაწილეობა საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, უნივერსიტეტების, სამოქალაქო განათლების სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. პირველი პანელი მედიაწიგნიერების განვითარებაში ფორმალური და არაფორმალური განათლების როლსა და მნიშვნელობას მიეძღვნა. თემატური სესია ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა, როგორებიცაა არაფორმალური განათლება, ციფრული წიგნიერება და სამოქალქო განათლება. მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე სასკოლო და უმაღლეს განათლებაში.
მეორე პანელური დისკუსია დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მედია სტანდარტებს დაეთმო. აღნიშნული სესიის ფარგლებში დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მედიაკრიტიკის პლატფორმის როლზე ისაუბრეს. მედიაკადემიის დირექტორმა შორენა შავერდაშვილმა, მედიაკრიტიკის პლატფორმის შესახებ პრზენტაცია წარადგინა. პანელურ დისკუსიაზე განიხილეს, რა შესაძლებლობებს იძლევა არსებული კანონმდებლობა დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის და როგორია ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება. კომუნკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ საზოგადოებას ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და ევროპული კანონდებლობა გააცნო. პანელზე ასევე პოლარიზებულ მედიაგარემოში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ ისაუბრა, როგორ ებრძვის და რას უპირისპირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დეზინფორმაციას. სესიის მონაწილეებმა საერთაშორისო მედიაორგანიზაციების გამოცდილება და პრაქტიკა მიმოიხილეს.
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, 24-28 ოქტომბერს, საქართველოში უკვე მეორედ, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ჩატარდა. მედიაწიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კვირეული 24 ოქტომბერს სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა, 25 ოქტომბერს კი მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. 26 ოქტომბერს ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, 27 ოქტომბერს კი მედიააკადემიაში სტარტაპერებისთვის კიბერუსაფრთხოების თემაზე მედიალაბისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ჩატარდა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.


