მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში - ComCom UNICEF-თან და განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს
ფოტო: კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სკოლებში განხორციელდება მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურისთვის შემუშავდება მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით გადამზადდებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები.
„მედიაწიგნიერება არის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების კრიტიკულ მოაზროვნეებად, ეფექტურ კომუნიკატორებად და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში - ღასან ხალილმა, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში დანერგვა ახალგაზრდებს დაეხმარება, უკეთ მოემზადონ სხვადასხვა მედიით მიღებულ უამრავ ინფორმაციაში ნავიგაციისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია, ითანამშრომლოს კომუნიკაციების კომისიასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს ამ გზაზე“, - დასძინა მან.
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ეპოქაში ასეთი პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, თუმცა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვისკენ მიმართული ძალისხმევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„კომუნიკაციების კომისია მეხუთე წელია აქტიურად ზრუნავს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე. დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები - 21-ე საუკუნის, თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. ამ ყველაფერთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. მიხარია, რომ ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ძალიან საჭირო და ეფექტიანი პროექტი განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ჩართულობით განხორციელდება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, თუმცა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების მიმართულებით მთელი რიგი სასწავლო აქტივობებია დაგეგმილი.
„თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, რომელიც გაჯერებულია უაღრესად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მედიაპროდუქტებით, მედიაწიგნიერება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციას წარმოადგენს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია, გულისხმობს მოსწავლეთა მედიაგანათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურისთვის. მედიაწიგნიერების გარეშე წარმოუდგენელია მოსწავლის სოციალური, ემოციური თუ კოგნიტური განვითარება და ისეთი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამომუშავება, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, მოქალაქეობა. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ფორმალური განათლების სივრცეში დანერგილია მთელი რიგი სასწავლო აქტივობებისა, რომლებიც ხელს უწყობს მედიაგანათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ეხმარება მოსწავლეებს, გამოიმუშაონ კომპლექსურ და მრავალსახოვან მედიასივრცეში თამამად ორიენტირების უნარი. პარტნიორობა კომუნიკაციების კომისიასთან კიდევ უფრო გააძლიერებს და მდგრადს გახდის მედიაწიგნიერების კომპეტენციების დანერგვის მხარდაჭერას სწავლა-სწავლების პროცესში“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.
ყველა სიახლე
06 აგვისტო 2026, 09:01
საზოგადოება
ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგენილია
ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგენილია, აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.
06 აგვისტო 2026, 02:44
მსოფლიო
The Times: ტრამპის ადვოკატები BBC-ს სარჩელის „პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში“ ადანაშაულებენ
პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
06 აგვისტო 2026, 00:57
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.
06 აგვისტო 2026, 00:40
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი აშშ-თან ჰორმუზის სრუტის საკითხზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
06 აგვისტო 2026, 00:26
საზოგადოება
გიგა ავალიანის დედა: სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის
„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ბრძოლა გველის, ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
06 აგვისტო 2026, 00:25
საზოგადოება
საპატრიარქო: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა.
06 აგვისტო 2026, 00:13
პოლიტიკა
აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?
ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.
05 აგვისტო 2026, 23:54
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
05 აგვისტო 2026, 23:05
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება
ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.
05 აგვისტო 2026, 22:50
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
05 აგვისტო 2026, 22:14
საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 22:14
ეკონომიკა
ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.
05 აგვისტო 2026, 22:05
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.
05 აგვისტო 2026, 21:56
პოლიტიკა
რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო
„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
05 აგვისტო 2026, 21:52
პოლიტიკა
ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“
ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.
05 აგვისტო 2026, 21:50
მსოფლიო
POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას
სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.
05 აგვისტო 2026, 21:50
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.
05 აგვისტო 2026, 21:36
სამართალი
სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
05 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ
თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.
05 აგვისტო 2026, 21:03
სამართალი
ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.


