imedi /  22 დეკემბერი 2020, 10:47 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, გარდა იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მყისიერად გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა მოდიფიცირდა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით.

„უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საფუძველზე სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დაფინანსების მიზნით. სოციალური დახმარებით ისარგებლა 14 799-მა სტუდენტმა. ამ სტუდენტებს ასევე უფინანსდებათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანება.

შემუშავდა ტრენინგ-კურსი „COVID-19“, რომლითაც გადამზადდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელები. გადამზადებული სტუდენტები მოხალისეობრივად უკვე ჩაერთვნენ კოვიდის მართვის პროცესში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. მათ შორის, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წარმატებულ სტუდენტებზე გაცემულ სახელმწიფო სტიპენდიებს 16 უმაღლესი სასწავლებლის 3 243 სტუდენტი მიიღებს. გაიცემა ასევე დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები - 2020-21 სასწავლო წელს ამ სტიპენდიით 6 სტუდენტი ისარგებლებს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსდნენ 13 მოწყვლადი კატეგორიის სტუდენტები, მათ შორის, შშმ პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები, მრავალშვილიანები და ა.შ. 2020-2021 სასწავლო წელს გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ასევე, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა და ა. შ.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, 2020 წლის გამოცდების მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სრულყოფილად ჩატარებისთვის, საგანგებო მზადება პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. შედეგად, დადგენილ ვედებში გამოცდები ჩატარდა მაღალორგანიზებულად და უსაფრთხოების სრული დაცვით.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 13:46

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026 წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

რადოსლავ სიკორსკი

16 აპრილი 2026, 13:38

მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.

ირაკლი მეზურნიშვილი

16 აპრილი 2026, 13:37

პოლიტიკა

მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სექტორზე ისაუბრა.

ირაკლი მეზურნიშვილი

16 აპრილი 2026, 13:37

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაამახვილა ყურადღება.

ეკა სეფაშვილი

16 აპრილი 2026, 13:36

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება

ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

ეკა სეფაშვილი

16 აპრილი 2026, 13:35

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა

უნგრეთის არჩევნებსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი შეფასებით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილებას.

ირაკლი მეზურნიშვილი

16 აპრილი 2026, 13:33

პოლიტიკა

მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ელექტროენერგიის წვდომის საკითხებზე საუბრისას.

16 აპრილი 2026, 13:33

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა.

16 აპრილი 2026, 13:27

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 13:25

მსოფლიო

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 13:24

საზოგადოება

ზაჰესში ახალი სკვერი ეწყობა

პროექტის თანახმად, განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

16 აპრილი 2026, 13:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა.

16 აპრილი 2026, 13:16

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 აპრილი 2026, 13:14

მსოფლიო

BBC: ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ლიბანის პრეზიდენტთან საუბარს გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის პრეზიდენტთან, ჟოზეფ აუნთან საუბარს გამართავს. ინფორმაციას BBC ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის წევრზე, გილა გამლიელზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 13:11

საზოგადოება

23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

16 აპრილი 2026, 13:07

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი იტალიური კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთ უმსხვილეს კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა.

დავით ქართველიშვილი

16 აპრილი 2026, 12:46

პოლიტიკა

ქართველიშვილი: უსამშობლოთა ნაცსექტამ აბასთუმანზე ავიარეისების ცვლილება ბიძინა ივანიშვილის „კერძო ინტერესებს“ დაუკავშირა, თუმცა იგნორირებულია მთავარი - ინიციატორები აბასთუმნის ობსერვატორიის ქართველი მეცნიერები იყვნენ

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქართველი მეცნიერების მოთხოვნა, რომ აბასთუმნის ირგვლივ ფრენების მარშრუტი შეიცვალოს, სრულიად ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა. მისი თქმით, თუ ირანის კრიზისის გამო საქართველოს თავზე საჰაერო ნაკადი დღეში რამდენიმე ათას რეისამდე გაიზარდა და ახალი ტრასა მგრძნობიარე ასტრონომიულ ზონას გადაუვლიდა, მეცნიერები ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ.

16 აპრილი 2026, 12:46

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან დაადასტურა საქართველოს მზაობა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორ ნიკლას ვაგნერს, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ბრის როკფეის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონს შეხვდა.

16 აპრილი 2026, 12:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა.

გიორგი გამსახურდია

16 აპრილი 2026, 12:38

პოლიტიკა

გამსახურდია: მსოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორიის თავზე, რამდენიმე ფრენის მარშრუტი რომ დაკორექტირდა, ეს ყოფილა თურმე დანაშაული - ეს რიტორიკა ჰქონდათ დენდროლოგიურ პარკზე, უფრო ადრე სამებაზე და ყველა ობიექტზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ააშენა

მსოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორიის თავზე, რამდენიმე ფრენის მარშრუტი რომ დაკორექტირდა, ეს ყოფილა თურმე დანაშაული, - წერს გიორგი გამსახურდია, რომელიც ეხმიანება “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.”