სალომე ზურაბიშვილი: 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
2020 წელს ვემშვიდობებით! ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი. პანდემიამ შეცვალა მსოფლიო - შეარყია ეკონომიკა, ჩაგვიკეტა საზღვრები, ჩვენც შეგვცვალა - შიში ჩაგვინერგა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
„უარყოფითთან ერთად, პანდემიამ დაგვანახა, რომ გადარჩენა მხოლოდ სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობით და გაფრთხილებით შეიძლება; პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა! მთავარია, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რამეთუ ყველფერ ცუდს კარგი მოსდევს.
პირველ რიგში, ეს ეხება ჯანდაცვის სფეროს. მისი წარმომადგენლები - ეპიდემიოლოგიები, ექიმები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები - ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი. მათ შორისაც დიდია მსხვერპლი. თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის პროფსიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს.
ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა. ამით ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს მხრიდან მაღალი შეფასება, რამაც განაპირობა მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა.
პანდემიის მართვის პროცესში ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩვენს პოლიციას და თავდაცვის ძალებს. აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ - იმით, თუ როგორი თავდადებითა და რა ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს.
მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს. თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ - ყველამ ერთად - მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს.
განათლების სფეროში - ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედვად, ჩვენ აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა - გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ამ ფონზე ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების სახელმწიფო კონკურსები. შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები.
პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეატები და ერთად მივულოცოთ მათ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს.
ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს, დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ მას ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში - ალექსანდრე შენგელია.
ერთადერთი სფერო, სადაც პანდემიამ აქტივობა ვერ შეანელა, პოლიტიკაა! მძიმე პოლიტიკური წელი გვქონდა, თუმცა აქაც შევძელით და მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი საარჩევნო კოდექსი. ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. შედგა პარლამენტი.
პანდემიამ ერთი რამ მაინც ვერ შეცვალა - ოკუპაცია და ჩვენი ტკივილი. დღეს მან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უმძიმესი მდგომარეობა, თუმცა დაგვანახა, თუ რამდენად აუცილებელია, სამომავლოდ გამოვნახოთ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზები - ანუ გზა ოკუპაციის დასაძლევად.
მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების მიუხედავად, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა, აქვს საკუთარი თავის იმედი და სხვებსაც არაერთგზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება.
ალბათ რთული ზამთარი გველის და გამოწვევები არ გამოილევა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ გზას გავივლით. ისიც ვიცით, რა გვჭირდება ამ გზაზე - ერთმანეთის ნდობა, გაფრთხილება, სოლიდარობა და ერთიანობა! უნდა დავძლიოთ გაუცხოება, უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილსა და დაპირისპირებას! 2021 წელი ნდობის წელი უნდა იყოს! ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯამრთელობას, მხნეობას, წარმატებებს და ერთსულოვნებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 21:08
რეგიონი
ისტორიული ქართული სოფლის ახალი სიცოცხლე - მაჩხაანის რეაბილიტაცია იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული სოფელი ავთენტურობის შენარჩუნებით სრულად განახლდება. ქვემო მაჩხაანის რეაბილიტაცია სახალხო თეატრის აღდგენასაც გულისხმობს.
18 აგვისტო 2026, 20:59
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - მერია მარჯანიშვილის მოედნის განახლებასაც იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მარჯანიშვილის მოედანზე ქვაფენილი განახლდება, შესაბამისი ტენდერი მზად არის. აქტიურად გრძელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე აღდგა მოძრაობა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე.
18 აგვისტო 2026, 20:52
სამართალი
საერთაშორისო ძებნილი თბილისში დააკავეს - ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველთა თანამშრომლობის მორიგი შედეგი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველ და ამერიკელ სამართალდამცავთა ერთობლივი მუშაობის წარმატებული შედეგი, თბილისში საერთაშორისო ძებნილი დააკავეს. მას ამერიკაში უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას ედავებიან. მიმდინარეობს ექსტრადაციისთვის საჭირო პროცედურები.
18 აგვისტო 2026, 20:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.
18 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ბადრი ვადაჭკორია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.ბადრი ვადაჭკორია 20-ზე მეტი ფოტოკრებულის ავტორია. იყო
18 აგვისტო 2026, 20:33
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსის ფინალი - დაპირისპირებათა ექვსთვიანი სერია დაშლით დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციურმა ალიანსმა თავი ოფიციალურად ამოწურა. დაშლას ნაწილი უარყოფს, უმეტესობა კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.
18 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
შერიგების და ნდობის აღდგენის დამაზიანებელი კამპანია - ბარამიძიდან სამადაშვილამდე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება, ოკუპირებული ტერიტორიების ტრავმულ მეხსიერებად წარმოჩენა - ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ის გზავნილები, რომელიც გია ბარამიძემ დაიწყო და გვარამია-სამადაშვილით გაგრძელდა.
18 აგვისტო 2026, 19:41
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები“.
18 აგვისტო 2026, 19:09
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული, ევროპული, ცივილიზაციის ნაწილი და ამ გზაზე მავალი იყოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას შეტანილი აქვს ლომის წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ყაიდის ქვეყანა.
18 აგვისტო 2026, 18:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არავითარი რუსული, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება
„არავითარი რუსული ინტერესის გათვალისწინება, არავითარი ევროკავშირის ინტერესის, ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება. ჩვენ იმიტომ მივისწრაფით ევროკავშირისკენ, რომ ამ გაერთიანებას აქვს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, ეს არის დასავლური ცივილიზაციის გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ამიტომ მოხდა ეს ფორმულირება კონსტიტუციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუკნევიჩიენეს ავადმყოფურ და ბოროტ აზრებს და გეგმებს უნდა დავემორჩილოთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
18 აგვისტო 2026, 18:36
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა
პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“ 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. 2026 წლიდან პროგრამას საქართველოს მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის საელჩო ახორციელებს.
18 აგვისტო 2026, 18:03
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა. პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
18 აგვისტო 2026, 17:55
რეგიონი
ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტირება ორ ეტაპად განხორციელდება, რის შემდეგაც, მომზადებული და შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო დავალების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება.
18 აგვისტო 2026, 17:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს - ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო
ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან ისეთი განცხადებებითა და ისეთი მსჯელობებით, რომლებიც პირდაპირ ხალხთაშორის ურთიერთობის შესაძლო რაიმე ნორმალიზაციაც კი ძირშივე ტორპედირებას უკეთებს, იქითკენ არის მიმართული, რომ არ აღდგეს გარკვეული ურთიერთობის ან ხიდები ან ნდობის ჩამოყალიბების პროცესი, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.
18 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სპიკერი ტომიო ოკამურა ევროკომისიის მიერ მომზადებულ არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ მრავალმილიონიან პაკეტს ეწინააღმდეგება.
18 აგვისტო 2026, 17:13
მსოფლიო
გამოკითხვა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს
გამოცემა წერს, რომ ერთი თვის განმავლობაში მემარჯვენე პარტიამ პოზიცია გაიუმჯობესა. მას უპირატესობას გამოკითხულთა 28% ანიჭებს, ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი კი დაეცა და კანცლერ მერცის პარტიას მხოლოდ 20%-ტიანი მხარდაჭერა აქვს.
18 აგვისტო 2026, 17:08
სამართალი
„წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
18 აგვისტო 2026, 17:04
მსოფლიო
ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და ნაოსნობა იქამდე არ გაიხსნება, სანამ შეერთებული შტატები ურთიერთგაგების მემორანდუმით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
18 აგვისტო 2026, 16:56
მსოფლიო
უკრაინისთვის დაწესებულმა შეღავათიანმა ტრანზიტმა მოლდოველი ფერმერები აღაშფოთა
მოლდოველი ფერმერები უკრაინისთვის ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათების დაწესებას აპროტესტებენ. მოლდოვის ფერმერთა ასოციაცია მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი მთავრობა 21 აგვისტომდე სარკინიგზო გადაზიდვებზე უკრაინისთვის დაწესებულ შეღავათიან ტარიფებს არ გადახედავს.
18 აგვისტო 2026, 16:24
ეკონომიკა
საერთაშორისო პლატფორმა Designboom „Starring Georgia”-ს ახალი პროექტის „ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
ახალი ქართული პროექტით საერთაშორისო პლატფორმის დაინტერესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას, ქართული შემოქმედებითი სფეროს მიღწევებმა გლობალურ პროფესიულ სივრცეში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ახალი სივრცის „ჰეკატეს ბაღის“ კონცეფცია. Designboom ჰეკატეს ბაღს წარმოგვიდგენს, როგორც ახალი ტიპის კულინარიულ და სივრცით გამოცდილებას, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში შეიქმნა.


