მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალ ტალღას იწყებს
გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.
„პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული. დღეს მოგეხსენებათ, 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი - ეს იყო ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. პირველი, ეს გახლავთ 1 200-ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი - ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100-ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი. გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მთავარია ის, რომ დაიწყო განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 01:32
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 00:17
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 აგვისტო 2026, 22:41
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:54
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.
30 აგვისტო 2026, 21:49
საზოგადოება
ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
30 აგვისტო 2026, 21:18
სპორტი
გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:12
სპორტი
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.


