გიორგი გახარია: წლის ბოლომდე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მინიმუმ 60% უნდა აიცრას
გიორგი გახარია
ფოტო: Facebook
„დღეს საქართველო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად მზად არის, როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს.
მისი თქმით, საქართველოში შემოიტანენ მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ჯანმოს მიერ იქნება ავტორიზებული.
„მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით მუშაობის დასრულებასა და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო - საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა დამატკიცოთ ეს გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%, თუმცა ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა აიცრან.
პირველ ეტაპზე, აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა მოქალაქე.
ამ გეგმის შემუშავებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად COVAX-ის პლატფორმაშია გაწევრიანებული, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას და საქართველომ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში მოწოდებული იყოს მილიონ-ნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე გადავრიცხეთ ეს ფინანსური რესურსი და მთავარი მიზანია, ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთის წლის განმავლობაში.
თუმცა მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ყველა სიახლე
15 იანვარი 2025, 09:05
სამართალი
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
15 იანვარი 2025, 08:59
მსოფლიო
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი მეორე მცდელობით დააკავეს
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, ქვეყნის სამართალდამცველებმა მეორე მცდელობით დააკავეს. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.
15 იანვარი 2025, 08:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მიმართ, თავისი ვალდებულებების მიმართ. ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი
ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მიმართ, თავისი ვალდებულებების მიმართ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
15 იანვარი 2025, 08:43
პოლიტიკა
ვახტანგ ჩოჩია როთზე: მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია გამოეხმაურა.
15 იანვარი 2025, 08:34
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა.
15 იანვარი 2025, 08:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში
მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
15 იანვარი 2025, 08:11
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე
ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
15 იანვარი 2025, 08:02
პოლიტიკა
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას სცემეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას სცემეს. ამავე ინფორმაციით მას თავს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ, სახელდება კონკრეტული გვარებიც.
15 იანვარი 2025, 00:46
მსოფლიო
სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს
სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
15 იანვარი 2025, 00:23
ტაბლოიდი
იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით მემკვიდრეობას, პარიზი მასპინძლობს
იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით მემკვიდრეობას, პარიზი მასპინძლობს.
14 იანვარი 2025, 23:48
პოლიტიკა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით
ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით, - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.
14 იანვარი 2025, 23:48
საზოგადოება
დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია
დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
14 იანვარი 2025, 23:24
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან
აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან.
14 იანვარი 2025, 22:54
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“.
14 იანვარი 2025, 22:14
საზოგადოება
ლევან მგალობლიშვილი: შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.
14 იანვარი 2025, 21:47
ჯანდაცვა
გია ცაგარეიშვილი ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებზე: ყველა ოჯახი გამოყვანილია კორპუსიდან და დაახლოებით ოთხ სასტუმროშია გადანაწილებული
ყველა ოჯახი გამოყვანილია კორპუსიდან და დაახლოებით ოთხ სასტუმროშია გადანაწილებული.
14 იანვარი 2025, 21:25
პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტზე: ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, „იმედინიუსს“, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, რომ მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა.
14 იანვარი 2025, 21:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრზე: მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ნაბიჯებთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან და რეფორმებთან დაკავშირებით
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით არის ნაკარნახები.
14 იანვარი 2025, 21:11
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის
როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.
14 იანვარი 2025, 21:00
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელის წინააღმდეგ, აუცილებლად იქნება დასჯილი
ნებისმიერი მოქალაქე, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც აღმართავს ხელს პოლიციელის წინააღმდეგ, ის იქნება აუცილებლად დასჯადი. ვეღარ მონათლავენ ძალადობრივ აქციას მშვიდობიან აქციად, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.