22 იანვარი 2021, 15:48 / სანდო წყარო

ომბუდსმენი მიესალმება სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას, რომ რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დასაქმდნენ

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას - შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნის მიზნით, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დაასაქმოს, ასევე, თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის ჩაატაროს ტრენინგები სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სათანადო კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პრობლემურად იყო შეფასებული, რომ რიგ შემთხვევებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, კანონმდებლობით მინიჭებული უფლების მიუხედავად, ქალი ექსპერტების არარსებობის გამო, ექსპერტიზას კაცი უტარებდა, რაც მსხვერპლებისთვის დამატებითი სტრესის მიზეზი ხდებოდა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ წარმოადგენდა“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი მზადაა, უზრუნველყოს ბიუროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ხშირი იქნება ასეთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა თუ კერძო კომპანიების მხრიდან.

ყველა სიახლე

24 თებერვალი 2021, 21:19

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 424 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 318 ადამიანი გარდაიცვალა.

კახაბერ ქემოკლიძე

24 თებერვალი 2021, 21:18

პოლიტიკა

კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ში წერს. კახაბერ ქემოკლიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და წარმატებას უსურვებს ირაკლი ღარიბაშვილს.

24 თებერვალი 2021, 21:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 938 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 938 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გარდაიცვალა.

ასტა სკაისგირიტე

24 თებერვალი 2021, 21:13

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებაზე: შეუძლებელია შუამავლობა, თუ ცხადად მხარს უჭერ ერთ მხარეს

აუცილებელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ, როგორც ევროკავშირის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან, - ლიეტივის პრეზიდენტის მრჩეველმა ასტა სკაისგირიტემ „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 21:11

საზოგადოება

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საულიუს სკვერნელისი

24 თებერვალი 2021, 21:01

პოლიტიკა

საულიუს სკვერნელისი: თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს, მაშინ შუამავლობის მისია ჩაითვლება ჩაშლილად

„აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ როგორც ევროკავშირის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან. თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს, მაშინ შუამავლობის მისია ჩაითვლება ჩაშლილად, რადგან შეუძლებელია შუამავლობა, თუ მხარს უჭერ ერთ მხარეს“, - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

ვალდას ადამკუსი

24 თებერვალი 2021, 20:55

პოლიტიკა

ვალდას ადამკუსი: განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან

მიმდინარე მოვლენებზე კომენტირება საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა განაცხადა , რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

24 თებერვალი 2021, 20:53

პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

იულიუს საბატაუსკასი

24 თებერვალი 2021, 20:52

პოლიტიკა

ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერი: ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ყოველთვის ეფუძნებოდა ორმხრივ პატივისცემას და უხერხული სიტუაცია შეიქმნა

„ჩვენმა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც უკვე აღარ არის დიპლომატი, გადაწყვიტა ასწავლოს ქართველებს მხარი დაუჭიროს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, დაიცვას ერთი და დაადანაშაულოს მეორე მხარე. ამავე დროს, გააკეთა ძალიან უხეში შედარებები ბელარუსთან და მსგავს რეჟიმებთან. როგორც ჩანს, დაისახა მან რთული დავალება შეერიგებინა მხარეები და დაუშვა კიდევ უფრო დიდი შეცდომა; შერიგების სანაცვლოდ, ჩემი აზრით, გადადგა დიდი ნაბიჯი საქართველოსთან ურთიერთობების და ქართველების ლიეტუველების მიმართ შეხედულების გაფუჭების კუთხით. არ ვიცი ახლა იგივე პრინციპების საფუძველზე გაემგზავრება თუ არა ლატვიაში“, - განაცხადა იულიუს საბატაუსკასმა.

ანდრიუს კუბილიუსი

24 თებერვალი 2021, 20:31

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი

ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი. ჭკვიან ხალხს ყოველთვის შეუძლია გამოსავლის მოძიება, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება.

მარინა კალიურანდი

24 თებერვალი 2021, 20:29

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: დამშვიდდით და დაიწყეთ ერთმანეთთან საუბარი, დიალოგი უნდა შედგეს

სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ჯგუფმა შეხვედრა გავმართეთ და ვესაუბრეთ ევროკავშირის ელჩს ჰარცელს. მან მოგვაწოდა ბოლო ინფორმაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი რჩევაა - დაიხიეთ უკან, დამშვიდდით და დაიწყეთ ერთმანეთთან საუბარი, დიალოგი უნდა შედგეს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

24 თებერვალი 2021, 20:28

მსოფლიო

ერდოღანი: ტერორიზმთან ბრძოლა თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის კანონიერი უფლებაა

ტერორიზმთან ბრძოლა თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის კანონიერი უფლებაა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პეტრას აუსტრევიუჩისი

24 თებერვალი 2021, 20:25

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიუჩისი: თუ ერთი პარტია წააგებს, საქართველო წააგებს, ამიტომ დიალოგი უნდა შედგეს

თუ მხარეების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, მაშინ მომავალი კვირა უფრო რთული იქნება. მე ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც ფიქრობენ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს არის პოლიტიკის წესი. მე რასაც საქართველოში ვხედავ, ეს არის პოლიტიკისგან განცალკევებული დიალოგი. დიალოგი კი პოლიტიკის ნაწილია. დიალოგი არაა მხოლოდ ევროკავშირის მოწოდება. ჩვენი წერილი დაიწერა მხოლოდ კეთილი სურვილებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიუჩისმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 19:58

რეგიონი

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ65–კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2021, 19:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველს კითხვას ვუანონსებ, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როცა ადამიანი უარს ამბობს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე

უახლოეს მომავალში სახალხო დამცველმა პარლამენტის წინაშე ანგარიში უნდა წარადგინოს. რა თქმა უნდა, მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, მაგალითად, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას სხვა შემთხვევაში. კითხვას ვუანონსებ, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როცა ადამიანი უარს ამბობს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ კითხვაზე სახალხო დამცველის პასუხს პარლამენტში ყურადღებით მოუსმენენ.

24 თებერვალი 2021, 19:35

საზოგადოება

საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით პურიმის დღესასწაულზე 25 თებერვლის საღამოდან 28 თებერვლამდე 20:30-05:00 საათებში ქვეყანაში კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ალი ასადოვი

24 თებერვალი 2021, 19:23

პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიიწვია

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.

24 თებერვალი 2021, 19:22

რეგიონი

გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე ავოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

24 თებერვალი 2021, 19:21

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.

24 თებერვალი 2021, 19:07

COVID19

საბერძნეთი ევროკავშირს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის პასპორტები შემოიღოს

საბერძნეთი ევროკავშირს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის პასპორტები შემოიღოს, რათა ზაფხულში ტურისტული სეზონი უსაფრთხოდ გაიხსნას.