imedi /  26 იანვარი 2021, 10:01 / სანდო წყარო

საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის შესახებ ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა ჩატარდება „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D). ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას სურთ გააძლიერონ თანამშრომლობა მტკნარი აკვაკულტურის სფეროში, რისთვისაც გათვალისწინებულია ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება. პირველ ვირტუალურ შეხვედრაზე შედგა საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკავშირისათვის VCA4D-ის ექსპერტთა ჯგუფის წარდგენა.

შეხვედრა გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრუკმა. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე.

საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსებით, რაც, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით, მნიშვნელოვნად განაპირობებს აკვაკულტურის განვითარებას. საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

VCA4D-ის პროცესი აღნიშნული პირველი შეხვედრით დაიწყო. 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა, სავარაუდოდ 2021 წლის ივნისი/ივლისში. VCA4D-ის ფარგლებში საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს ოთი საერთაშორისო და ქართველი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი.

VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ჰყავს 35-ზე მეტი წევრი ევროპის მასშტაბით.

სასოფლო-სამეურნეო და თევზჭერის განვითარების, ინკლუზიურობისა და მდგრადობის შესახებ მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნის მისაღებად, VCA4D ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პერსპექტივიდან ატარებს. აღნიშნულ ინტერდისციპლინარულ და ძირითადად რაოდენობრივ ინფორმაციას პოლიტიკაში, პროგრამებსა და მოლაპარაკებებში გადაწყვეტილების მიმღები პირები იყენებენ. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულია ან მიმდინარეობს 40 მსგავსი კვლევა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ევროკავშირის ვებგვერდს.

ყველა სიახლე

ედიშერ გვენეტაძე

08 დეკემბერი 2024, 13:41

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ხდება ის, რაც დაწერილი იყო „ნაცმაიდანისათვის" მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში არ გამოდგა, შეიტანეს ცვლილებები - ე.წ. ოპოზიციის სცენარით გათვლილი სავარაუდო მსხვერპლი, არ უნდა იყოს დაშვებული

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის რაც დაწერილი იყო ნაცმაიდანისათვის დასავლეთის კაბინეტებში. მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში სრულად არ გამოდგა გზადაგზა შეიტანეს მასში ცვლილებები. ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართული ელემენტები მოქმედებას იწყებენ ღამის საათებში, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ სოციალურ ქსელში.

08 დეკემბერი 2024, 13:38

საზოგადოება

საპატრიარქო „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას

ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში

ეკა სეფაშვილი

08 დეკემბერი 2024, 12:46

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული

„თავდასხმის უმძიმესი კადრები ვრცელდება. ეს მხოლოდ მათი ნახელავია: ვისაც სახელმწიფოს ძალისმიერი გადატრიალება უნდა; ვისაც უშინაარსო აქციების მუხტის აწევა და ხალხის აგრესიის გამოწვევა უნდა; ვისაც მტრის (შინაური თუ გარეული) წისქვილზე წყლის დასხმა უნდა; ვისაც საქართველოს სუვერენიტეტი არ უნდა. ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული. იმედია, შესაბამისი ინსტიტუციები დროულად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ძალადობის ფაქტებზე და ყველა დამნაშავეს საკადრისი პასუხი გაეცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. P.S. დემოკრატია და ევროპული სახელმწიფო სხვისი განსხვავებული აზრის პატივისცემას და მშვიდობიან პროტესტს გულისხმობს. არჩევნებში დამარცხების აღიარება დემოკრატიის ნაწილია“, - წერს ეკა სეფაშვილი.

გიორგი გამსახურდია

08 დეკემბერი 2024, 12:29

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ორი გვამის ავტორი პოლიტიკური ძალა, როდესაც მათ კრახი განიცადეს ქუჩაში, ამ ჯერზე ეძებენ მსხვერპლს, უნდათ რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ და საწადელს მიაღწიონ. მოსალოდნელია ადამიანების სიცოცხლე გასწირონ

რადიკალური ოპოზიციისათვის, ყველას გვახსოვდეს რომ ადამიანის სიცოცხლეს აქვს ჩალის ფასი. მათმა ცალკეულმა ლიდერებმა, ძალაუფლებაში ყოფნისას, ეს სიტყვებით და საქმით დაადასტურეს. ახალგაზრდების გვამებით გადაავსეს ქუჩები, სიცოცხლე დაუსახიჩრეს და მოუსპეს უამრავ პატიმარს, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2024, 12:04

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში - უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე

დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში - უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ანდრია ჯაღმაიძე

08 დეკემბერი 2024, 12:01

პოლიტიკა

ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ ჯგუფზე თავდასხმაზე: ნიღბიან პირთა მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორება, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოხდეს სწრაფი გამოძიება

ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, - ასე ეხმიანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.

08 დეკემბერი 2024, 11:54

მსოფლიო

ჰააგაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2024, 11:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები

„ძალიან ბევრი ადამიანი უაზროდ კვდება, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეიძლება გადაიქცეს უფრო დიდ და უარეს სიტუაციაში. ვლადიმირს კარგად ვიცნობ. დროა იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია დახმარება. მსოფლიო ელოდება!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დიმიტრი ხუნდაძე

08 დეკემბერი 2024, 11:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც რადიკალიზმს ამა თუ იმ ფორმით ახალისებს, უნდა იცოდნენ, რომ ქმნიან ომის საფრთხეს

დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს, რომ სიკეთე არ მოაქვს ყველა ვხედავთ“, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

08 დეკემბერი 2024, 11:22

მსოფლიო

სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ

სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ. მათ კონტროლს უკვე დაექვემდებარა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი. არაბული მედიის ინფორმაციით, არმიის სარდლობამ უკვე აცნობა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომ ასადის რეჟიმი დაეცა.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 დეკემბერი 2024, 11:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: იდეოლოგიური ნარატივი, რომ გინდა თუ არა - ლგბტ პროპაგანდა ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ზეწოლა ზოგადად ადამიანების უფლებებზე და კაცობრიობაზე

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ყველა მაჩვენებლით ასრულებს ევროკავშირის თითქმის ყველა კრიტერიუმს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

08 დეკემბერი 2024, 11:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსებაზე: რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას სააკაშვილმა მისცა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ომის შემდეგ

„რა სცენარიც უნდათ, რომ დღეს განავითარონ, ეს არის რუსეთის პირდაპირი ინტერესი. თუ ამ ინტერესის რეალიზაციაში ჩართულია კონკრეტული ადამიანი, ვინც მილიონობით რუბლს იღებს, რასაკვირველია, ვერ დავუშვებთ სხვა ვერსიას თუ არა რუსეთის ფედერაციის პირდაპირ მონაწილეობას ამ პროცესში რასაც ჰქვია ურთიერთობების დაძაბვა დასავლეთთან. რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა პროცესებს არ ჩამორჩეს, გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას სააკაშვილმა მისცა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ომის შემდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

08 დეკემბერი 2024, 08:50

მსოფლიო

დომინიკის რესპუბლიკაში რეკორდული რაოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს

320 ტომარაში გადანაწილებული ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს. სამართალდამცველების ცნობით კონტრაბანდული ტვირთის ევროპაში გაგზავნა იგეგმებოდა.

08 დეკემბერი 2024, 08:15

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.

08 დეკემბერი 2024, 03:05

პოლიტიკა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია. აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლაც.

08 დეკემბერი 2024, 02:20

პოლიტიკა

ბაჩო ახალაია: ქვეყანა ერთხელ ხომ უკვე გათავისუფლდა ამ ბანდიტებისგან, ახლა ისევ ამ კრიმინალების ხელში აღმოჩნდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებთან იარაღიანი პირის დაპირისპირებას ეხმიანება და ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

08 დეკემბერი 2024, 02:05

სამართალი

ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.

08 დეკემბერი 2024, 02:01

პოლიტიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი. ამჟამად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2024, 02:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, თუ ვიღაცას ჰგონია, თავდასხმით „ოცნების“ მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

ჩემი სუბიექტური აზრია, დარწმუნებული ვარ ამას გამოძიება დაადგენს, უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას.

08 დეკემბერი 2024, 00:44

საზოგადოება

ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ორივე პაციენტს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა უფიქსირდება

ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.