08 სექტემბერი 2026, 12:07 / სანდო წყარო

PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი

გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ:

• საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;

• მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;

• შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.

• საქართველო, დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით, 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;

• შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დადასტურდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;

• საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ერთგვაროვნად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;

• კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ე.წ. ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;

• მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;

• 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;

2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და სხვადასხვა ეკონომიკის შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:

• ბულგარეთი
• მოლდოვა
• ყაზახეთი
• მალაიზია
• კვიპროსი
• ჩრდილოეთი მაკედონია
• სომხეთი
• აზერბაიჯანი
• ბრაზილია
• არგენტინა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.

PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზადყოფნას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 12:25

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

08 სექტემბერი 2026, 12:19

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

კორტნი ოსტრიანი

08 სექტემბერი 2026, 12:17

პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 12:16

საზოგადოება

OECD-ის განათლების სფეროს დირექტორი: იმ დროს, როდესაც განათლების ბევრი სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო წინ მიიწევს და იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესეს სამივე მიმართულებით - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განათლებისა და უნარების სფეროს დირექტორი ანდრეას შლაიხერი PISA-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და საქართველოს მიღწევებს სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოს უწოდებს.

ირაკლი ჭეიშვილი

08 სექტემბერი 2026, 12:16

პოლიტიკა

ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს

ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ - ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

08 სექტემბერი 2026, 12:03

მსოფლიო

Reuters: ისლანდიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კუნძული აშშ-ის დროშის ფერებითაა გამოსახული

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები ამერიკის დროშით იყო დაფარული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერი ოლდმანი და ჯეკ ლაუდენი

08 სექტემბერი 2026, 12:00

მსოფლიო

გერი ოლდმანმა განაცხადა, რომ დენი ვილნევმა ახალი ჯეიმს ბონდი უკვე შეარჩია

„დადის ხმები, რომ ის კანდიდატთა სიაშია. ამას მალე შევიტყობთ, არა? იმიტომ, რომ ის უკვე შეარჩიეს. მათ თავისი არჩევანი გააკეთეს, თუმცა ჯერ არ გამოუცხადებიათ“, - განაცხადა ოლდმანმა კანადურ ტელეარხ Global-თან ინტერვიუში.

08 სექტემბერი 2026, 11:48

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 11:40

რეგიონი

ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.

08 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

POLITICO: რატკო მლადიჩის დაკრძალვამ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსა და პოლიტიკურ რეალობას შორის არსებული უფსკრული გააჩინა

სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ბელგრადში სამხედრო მეთაურის, ომის დანაშაულებსა და სრებრენიცის გენოციდში მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვა გაიმართა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

08 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია. არაერთხელ შედგა მათი გაერთიანება და დაიშალა, უკვე რეკორდსაც მიაღწიეს

ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

08 სექტემბერი 2026, 11:20

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება⚽

ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გურამ მაჭარაშვილი

08 სექტემბერი 2026, 11:17

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჯერადაც, რაიმე ახსნა-განმარტება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ გაკეთებულა.

08 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

სგპ ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:58

მსოფლიო

Reuters: ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:49

საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

08 სექტემბერი 2026, 10:41

რეგიონი

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

08 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

08 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.