ისტორიაში პირველად, საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ფოტო: საქსტატი
ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
ODIN-ის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთო შეფასებამ 69 ქულა შეადგინა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი, წინა შეფასებასთან შედარებით, 8 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა) და ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში დასახელდა.
იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და ინდონეზია. ამასთან, ODIN-ის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეიტინგით ისეთი ქვეყნების დონეზეა, როგორიცაა - ავსტრია, შვეიცარია და მექსიკა.
ODIN-ის დანიშნულებაა ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასება, რომელიც ეფუძნება ღია მონაცემთა განსაზღვრებას. მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით მონაცემთა აღწერასა და ცვლილებების შეფასებას Open Data Watch უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. შეფასების ელემენტები კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია ამ ბმულზე. ამასთან, სისტემა წლების მიხედვით მონაცემების შედარების საშუალებასაც იძლევა.
2020 წელს ღია მონაცემთა შეფასება 187 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერობს და პირველ ადგილზეა.
შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვ. თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შეფასების მეთოდოლოგია განთავსებულია Open Data Watch-ის ვებგვერდზე.
ODIN-ის 2020 წლის ანგარიში, რომელშიც შესულია მონაცემები საქართველოს შესახებ, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა. ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 08:45
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, აშშ-მა და ვენესუელამ ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ვენესუელელი ნარკობარონი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი მოკლეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვენესუელის ხელისუფლებასთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია დაჯგუფება Tren de Aragua (TdA)-ს დამფუძნებელი და ლიდერი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი, მეტსახელად ნინიო გერერო.
13 ივნისი 2026, 08:24
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში პირველი დუბლი დაფიქსირდა
აშშ, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დუბლი დაფიქსირდა. ორი გატანილი გოლის ავტორი აშშ-ის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფოლარინ ბალოგანი გახდა.
13 ივნისი 2026, 08:04
პოლიტიკა
ღია ეთერი - რევოლუციის 5 მცდელობა 4 წელიწადში - ვინ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გზით ქვეყნის სათავეში მოქცევას, როგორ რეაგირებს სამართალდამცავი სისტემა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ღია ეთერში ერთმანეთის პირისპირ - ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია და პოლიტეკონომისტი ბექა ნაცვლიშვილი.
13 ივნისი 2026, 08:00
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
13 ივნისი 2026, 01:50
სპორტი
კანადამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კანადის ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. ტორონტოში გამართული B ჯგუფის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
13 ივნისი 2026, 01:43
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
13 ივნისი 2026, 00:49
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა
მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.
13 ივნისი 2026, 00:46
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე
როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, „ნაცებმა“ ხმა უნდა ჩაიკმინდონ პოლიციის ძალადობაზე. „ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ არ ვიცი, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე”- წერს დობორჯგინიძე.
13 ივნისი 2026, 00:13
სამართალი
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია ბრალდებულის სახით“.
13 ივნისი 2026, 00:08
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჰორმუზის სრუტე ომამდელ რეჟიმს აღარ დაუბრუნდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ ფორმატს აღარ დაუბრუნდება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სტრატეგიული სანაოსნო გზა თეირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ინსტრუმენტია და იგი ამჟამად ირანისა და ომანის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.
13 ივნისი 2026, 00:04
სამართალი
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
„გავრცელდა "ტვ პირველის" ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებენ პროკურატურაში.
12 ივნისი 2026, 23:48
მსოფლიო
პეტერ მადიარი: თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განმარტა, რომ უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც კიევმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის გეგმაში ცვლილებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებული რედაქციით შეიტანა.
12 ივნისი 2026, 23:39
მსოფლიო
CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი და დოკუმენტი წარმოაჩინა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნების მიღწევა, - წერს CNN-ი.
12 ივნისი 2026, 23:06
მსოფლიო
ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა
ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა - ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 ივნისი 2026, 23:04
პოლიტიკა
გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც
„ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, ეს რეჟიმი არის სასასრულებელი, ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელი დააჯდა თავზე ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს,” - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ.
12 ივნისი 2026, 22:56
მსოფლიო
აბას არაღჩი: ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან
ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
12 ივნისი 2026, 22:20
კულტურა
„დინამო არენაზე“ კანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს. VIDEO
„დინამო არენაზე“ გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტის გრანდიოზული სანახაობა მიმდინარეობს.
12 ივნისი 2026, 21:45
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას
დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
12 ივნისი 2026, 21:20
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში ფრენბურთში დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, პედაგოგებს შორის, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფრენბურთში.
12 ივნისი 2026, 20:55
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს
აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, შეთანხმებულ ტექსტს მიაღწიეს, - განაცხადა პარასკევს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა.


