imedi /  11 თებერვალი 2021, 16:32 / სანდო წყარო

ჰუბერტ ქნირშმა განმარტა, მაქსიმუმ რამდენი დღე შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმებას სეზონურად

ჰუბერტ ქნირში

ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმება სეზონურად, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო.

„ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიაში სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია იწყება როგორც ინტერნეტში, ასევე შრომის სააგენტოს მეშვეობით. ეს არის შედეგი იმ ორწლიანი ინტენსიური მუშაობისა, ერთი მხრივ, საქართველოს მხრიდან, რაშიც საქართველოს შრომის სააგენტო და მინისტრი აქტიურად იყო ჩართული და მეორე მხრივ, გერმანიის მხარე და გერმანიის დასაქმების სააგენტო. როგორც ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის გერმანიაში იმიგრაციის პროექტი, არამედ, ეს არის დროებითი სეზონური სამუშაო გერმანიაში, რომელიც მაქსიმუმ 90 დღეს გრძელდება. ეს იქნება სამუშაო ადგილები გერმანიაში სოფლის მეურნეობის დარგში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ წვლილი შეიტანონ როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე, ჩამოსვლის შემდეგ თავისი ქვეყნის იგივე სფეროში. გერმანია ამ პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოთი. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით და ამას ვაკეთებთ იმ რთულ გლობალურ პანდემიურ სიტუაციაში და განსაკუთრებით რთულ სოციალურ პირობებში, რაც ამ პანდემიამ წარმოქმნა. მოუთმენლად ველი შედეგებს ამ პროექტიდან“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 01:28

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა.

25 თებერვალი 2021, 01:08

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურტურა ავრცელებს.1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

25 თებერვალი 2021, 01:07

COVID19

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.

25 თებერვალი 2021, 01:01

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ასევე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ბრილიანტები

25 თებერვალი 2021, 00:57

ტაბლოიდი

ნეაპოლში ეძებენ კაცს, რომელმაც სუპერმარკეტში €50 000 ღირებულების ბრილიანტები დაკარგა

მომენტი, როდესაც ადამიანს ჯიბიდან პატარა ტომარა ამოუვარდა, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სუპერმარკეტის თანამშრომელმა ტომარაში 3 ბრილიანტი იპოვა და სუპერმარკეტის მენეჯერს გადასცა, თუმცა ძვირფასეულობის პატრონი მაღაზიაში არ დაბრუნებულა.

25 თებერვალი 2021, 00:55

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2021, 00:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში

მისი თქმით, 100 წლის შემდეგ, დღესაც, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.

25 თებერვალი 2021, 00:39

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრა გაიმართება ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც მიმოიხილავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტებს.

ანგელა მერკელი

25 თებერვალი 2021, 00:32

COVID19

ანგელა მერკელი: კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას.

25 თებერვალი 2021, 00:23

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

25 თებერვალი 2021, 00:21

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

25 თებერვალი 2021, 00:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალიურ ქსელში წერს.

25 თებერვალი 2021, 00:20

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

24 თებერვალი 2021, 23:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 277 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 თებერვალი 2021, 23:45

COVID19

საფრანგეთში ახალი კოვიდვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

პრეპარატის ტესტირება ე.წ. Polycor-ის სტანდარტით ტარდება. ექსპერიმენტში, რომელშიც ნანტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან ერთად 40-მდე კლინიკა იქნება ჩართული, ჯამში 400-მდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისათვის პროექტში 21 კლინიკის 67 პაციენტი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2021, 23:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

24 თებერვალი 2021, 23:33

ეკონომიკა

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით პრაღაში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2021 წლის განმავლობაში ღონისძიებებს გამართავს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - ბიზნეს ფორუმი მიმდინარე წლის მაისში, პრაღაში იგეგმება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 თებერვალი 2021, 23:07

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი მარტიდან დაიწყება.

24 თებერვალი 2021, 22:42

რეგიონი

რა გრაფიკით იმოძრავებენ მიკროავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით

მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

24 თებერვალი 2021, 22:12

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი სრულად აპრილისთვის გაიხსნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა სრულად აპრილისთვის გაიხსნება.